x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
7 სიმპტომი,რომ თქვენ ბევრ ნახშირწყლებს იღებთ
image

ნახშირწყლები ჩვენი რაციონის აუცილებელი ნაწილია.ისინი გვაძლევენ ენერგიას, მიეკუთვნებიან იმუნური სისტემის კომპონენტებს და მონაწილეობენ უჯრედების წარმოქმნაში.თუმცა ნახშირწყლების ჭარბმა მოხმარებამ შესაძლოა უსიამოვნო შედეგები გამოიწვიოს.თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი აღგენიშნებათ, დროა კვების რაციონს გადახედოთ.


დაღლილობა

მთელი ღამე კარგად გეძინათ, მაგრამ შუადღით უკვე დაღლას გრძნობთ, მოშვებული ხართ და წამოწოლა გინდათ.


რეკომენდაცია:საუზმეზე მიირთვით “სასარგებლო" ნახშირწყლები-შვრიის ფაფა კენკრით, ნიგვზით, კვერცხი...ეს საკვები დაგეხმარებათ ენერგიის შენარჩუნებაში და შიმშილის გრძნობაც დიდხანს არ შეგაწუხებთ. ვახშამი კი ცილოვან-ნახშირწყლოვანი უნდა იყოს, მაგალითად:ბრინჯი, ქათმის მკერდი და სალათი.


განწყობის ცვალებადობა

ხალისიანი განწყობა უმიზეზოდ გეცვლებათ და ამოუხსნელი ნაღველი გიპყრობთ.

რეკომენდაცია:შესაძლოა ნახშირწყლებით მდიდარი საკვებია დამნაშავე.ჩაანაცვლეთ ტკბილეული ხილით, ბოსტნეულით, კაკლით.


გამუდმებით ტკბილი გინდათ

თქვენი ცხოვრება ტკბილეულის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ, მასზე დამოკიდებული ხართ.

რეკომენდაცია:თავის დანებება თქვენს ნებისყოფაზეა დამოკიდებული.შეეცადეთ უარი თქვათ ტკბილეულზე და ცოტა ხანში ვერანაირი სასუსნავი ვეღარ გაცდუნებთ.


შიმშილის გრძნობა

ესესაა კარგად მიირთვით და უკვე მოგშივდათ.

რეკომენდაცია:როგორც დიეტოლოგები ამბობენ-არ ღირს მოთმენა, რადგან მომდევნო ჯერზე შეიძლება ერთბაშად 2 ულუფა მიირთვათ. უმჯობესია მიირთვათ ცილების და ცხიმების შემცველი პროდუქტები(ხორცი, თევზი...) რომლებიც დიდი ხნით დაგანაყრებენ.


ვერ იკლებთ წონაში

კალორიებს ითვლით, ვარჯიშობთ, სასწორის ისარი კი ქვევით არ ჩამოდის.

რეკომენდაცია: დაითვალეთ არა კალორიები, არამედ ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები.თუ ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს იღებთ, სისხლში შაქრის დონე იზრდება, რის საპასუხოდაც ორგანიზმი ინსულინს გამოყოფს.შაქრის დონის დასარეგულირებლად ინსულინი იწყებს მიღებული მარტივი ნახშირწყლების ცხიმოვან უჯრედებში განაწილებას, რის შედეგადაც ცხიმოვანი მასა იზრდება.


კანის პრობლემები

გაწუხებთ ფერისმჭამელები, კანის სიმშრალე.

რეკომენდაცია: ეს შესაძლოა თქვენს რაციონთან იყოს კავშირში.შეამცირეთ ნახშირწყლების რაოდენობა და თქვენი კანის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.


გულმავიწყობა

გავიწყდებათ სად რა დადეთ, მნიშვნელოვანი თარიღები და ა.შ

რეკომენდაცია:როგორც გამოკვლევებმა აჩვენეს, მარტივი ნახშირწყლების დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა კოგნიტური ფუნქციის დაქვეითება გამოიწვიოს. ცხიმოვან მჟავებს შეუძლიათ ჩვენი ტვინის დაცვა შაქრის მავნე ზემოქმედებისგან. მიირთვით ომეგა-3-ით მდიდარი პროდუქტები:თევზი და ზღვის პროდუქტები, სელის ზეთი, კანოლის ზეთი, სოიოს ზეთი, სელის თესლი და კაკალი, სოიოს მარცვალი და ტოფუ, მუქი-მწვანე ფურცლოვანი ბოსტნეული, გაღვიებული ხორბალი.



0
592
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
592
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0