x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
საქართველოში არსებული ვითარება ინკლუზიური განათლების თვალსაზრისით

ინკლუზიური განათლების მოდელი ეფუძნება იმ პრინციპს, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება მიიღოს განათლება და მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი პოტენციალი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში. 1994 წელს სალამანკას დეკლარაციამ და 2006 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების კონვენციამ მნიშვნელოვნად შეცვალა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ადამიანთა განათლებისადმი დამოკიდებულება. ბევრი კვლევის მონაცემი ადასტურებს, რომ აუცილებელია ინკლუზიური საგანმანათლებლო გეგმისა და მის საფუძველზე შემუშავებული პროგრამის სახელმწიფო პოლიტიკის დონემდე აყვანა. მეტა-ანალიზი და კვლევები გვიჩვენებენ, რომ სინერგიის პრინციპის დანერგვა სკოლებში ძალიან მომგებიანია,

დადებითად მოქმედებს ყველა ბავშვზე, როგორც სსსმ პირებზე, ისე ტიპური განვითარების მოსწავლეებზე. ზოგიერთი ქვეყანა ინტეგრირებულ კლასებს იყენებს, ზოგიერთი რიყავს ამ მოდელს, ასევე არსებობენ ქვეყნები, სადაც ორივე მოდელის ნაზავია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორივე მოდელს აქვს თავის დადებითი და უარყოფითი მხარეები. კვლევები, რომლებიც ინკლუზიური განათლების ირგვლივ ჩატარდა უჩვენებს ფაქტორთა იმ სიმრავლეს, რომლებიც ჩართულია ინკლუზიის

კვლევაში. კვლევის პროცესში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: პროგრამის ხარისხი, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური ფაქტორები, ქვეყნის კანონმდებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ ინკლუზიური განათლების ირგვლივ არსებული პრობლემური საკითხების კვლევისას რაოდენობრივი კვლევის მეთოდს ენიჭება უპირატესობა, ტარდება ექსპერიმენტული კვლევები, იყენებენ კვაზი-ექსპერიმენტულ

დიზაინსაც. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ კვლევის დროს ყურადღება უნდა მიექცეს ქვეყნის პოლიტიკას ინკლუზიური განათლების მიმართ, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდექსებს, კანონმდებლობას. „ ინკლუზია არ არის მარტივი, მაგრამ არც ნებაყოფლობითია“ (გრაჰამ დონალდსონი).
2003 წელს შოტლანდიის განათლების დეპარტამენტმა გლასგოუს უნივერსიტეტის კვლევაზე დაყრდნობით კანონმდებლობაში

ცვლილება შეიტანა, რაც ეხებოდა შოტლანდიის სკოლის სტანდარტებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც მოცემულია ამ დოკუმენტში არის ის, რომ ტერმინი „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე“ შეიცვალა ტერმინით „სწავლისას დამატებითი დახმარების საჭიროების მქონე“. საქართველოში ინკლუზიური განათლება განათლების რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად 2006 წლიდან იქცა. საქართველოში 2006 წლიდან დაწყებული ზოგადი განათლების საფეხურზე და 2013 წლიდან პროფესიული განათლების საფეხურზეც ინკლუზიური განათლების მოდელით სწავლება შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებების

ვალდებულებად განიხილება. საქართველოში ინკლუზიური განათლების რეფორმის შესაფასებლად ჩატარდა კვლევა, კვლევის ერთ-ერთ ინსტრუმენტად გამოყენებულ იქნა ევროკავშირის ქვეყნებში
2009-2011 წლების მანძილზე ჩატარებული ფართომაშტაბიანი კვლევის „გზა ინკლუზიისკენ-ბარომეტრი“ კითხვარი და მეთოდოლოგია. სულ მონაწილეობა მიიღო ორასმა რესპონდენტმა. კითხვარი „გზა ინკლუზიისკენ-ბარომეტრი“ შევსებულ იქნა ათი ექსპერტის მიერ. აღნიშნული კითხვარის საშუალებით

შესაძლებელია საქართველოსა და ევროპის ათი ქვეყნის (ავსტრია, ბელგია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ფინეთი, სლოვენია, პორტუგალია, ირლანდია, გერმანია, უნგრეთი) შედარებითი ანალიზის გაკეთება ცალკეულ პუნქტებზე დაყრდნობით. საქართველომ, როგორც ვხედავთ არც თუ დიდი ხანია, რაც დაიწყო ინკლუზიური განათლების დანერგვა, შესაბამისად არსებობს მთელი რიგი წინააღმდეგობრივი ბარიერები. არ არსებობს სკოლების ფიზიკურ ადაპტაციასთან დაკავშირებით რაიმე კანონი ან ნორმატიული აქტი, არ არის განსაზღვრული საკლასო ოთახების ზომები, დეფიციტია სპეციალური მასწავლებლების, აგრეთვე პრობლემას წარმოადგენს ადაპტური ტეგნოლოგიების ხელმისაწვდომობა საჯარო სკოლებში. მხოლოდ სპეციალურ სკოლებშია შესაძლებელი ბრაილისა და ჟესტური ენის, კომუნიკაციისა და ორიენტაციის აუგმენტატური და ალტერნატიული ფორმების სწავლება. დღემდე არ არის დაზუსტებული ზოგადი განათლების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა, პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა და სხვა საკითხები. 2013 წლის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით 3543 სპეციალური საგანმანათლებლო

საჭიროების მქონე მოსწავლეა რეგისტრირებული, 471 სწავლობს სპეციალიზირებული პროფილის საჯარო სკოლაში, ხოლო უმრავლესობა ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლაში. პროცესი ვითარდება და არსებობს დიდი ცვლილებები, რაც განხორციელდა ჩვენ ქვეყანაში. 2013 წლის თებერვლიდან განათლებისა და მეცნერების სამინისტრომ დაიწყო პროფესიული განათლების დონეზე ინკლუზიური განათლების მოდელის ჩამოყალიბების ხელშწყობა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2013-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმაში კი შეტანილ იქნა საკმაოდ მნიშვნელოვანი ასპექტები: ცნობიერების ამაღლება, ხელმისაწვდომობა, ინდივიდუალური მობილურობა, აზრისა და შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, აბილიტაცია და რეაბილიტაცია, შრომა და დასაქმება, სოციალური დაცვა, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, კულტურულ, რეკრეაციულ, გასართობ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, სტატისტიკა და მონაცემთა შეგროვება, მონიტორინგი. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში ინკლუზიური განათლების მოდელის შემდგომი განვითარებისთვის

აუცილებელი ცვლილებების განხორციელება როგორც საკანონმდებლო ბაზის, ასევე პრაქტიკული განხორციელებისათვის მნიშვნელოვან სფეროებში. სულ მცირე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შრომის დაცვისა და სოციალრი უზრუნველყოფის სამინისტროები უნდა თანამშრომლობდნენ ინფორმაციის მოპოვებისა და შენახვის ერთიანი სისტემის შექმნის პროცესში. საკანონმდებლო დონეზე აუცილებელია უმაღლესი და პროფესიული განათლების კანონებში ინკლუზიური განათლების მოდელის გათვალისწინება. სახელმწიფოს არ შეუძლია მთლიანად უზრუნველყოს ინკლუზიური განათლების სრულად დანერგვისთვის აუცილებელი პირობები, რადგან ეს დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული.ინკლუზია

0
88
შეფასება არ არის
ავტორი:თეკლა რატიანი
თეკლა რატიანი
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0