x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
დღეს მდიდრები და ხელისუფლება შიმშილით ნელ-ნელა გვხოცავენ - ირაკლი კაკაბაძე
მწერალი ირაკლი კაკაბაძე, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს


დღეს მდიდრები და ხელისუფლება შიმშილით ნელ-ნელა გვხოცავენ და გვახრჩობენ. რომ იძახიან ზოგიერთ ოლიგარქზე 'მახრჩობელა გველიაო' - სამწუხაროდ და საუბედუროდ ეს მართალი აღმოჩნდა მთლიანად ჩვენს მდგომარეობაზე. უფრო მეტიც, მთელი ეს ლიბერალური სისტემა არის მკვლელი - მახრჩობელა გველი. დღეს ჩვენ სიკვდილის პირას ვართ - რამდენი დღე, თვე თუ წელი დაგვრჩენია არავინ იცის. თუმცა ეჭვი მეპარება წლები იყოს. უფრო თვეების და დღეების ამბავია. ჩვენ ცივსისხლიანად გვხოცავენ. თუ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ასე მეთოდურად კლავენ შიმშილით - ცხადია გამონაკლისი ვერ ვიქნებით. მე დღეს ისევ ემოციურად ნერვებმა მიმტყუნა და მდიდრებს შევაგინე. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ არის ნახმარი. იგულისხმება ყველა, ვინც სხვისი გაჭირვების ხარჯზე მდიდრდება. მაგრამ არა ის, ვინც პატიოსანი შრომით რამეს მიაღწევს. ჩვენ - საქართველოს მოსახლეობა მივდივართ უსახლკარობით და შიმშილით სიკვდილისაკენ. ცხადია, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ბოლო ამოსუნთქვამდე. მოგვკლან შიმშილით - თუ ასე უნდათ ჩვენი დახოცვა. მაგრამ ჩვენ თავს არ დავუხრით ბოლომდე. ყველანაირ სიცოცხლესაც აზრი არა აქვს.


შეგახსენებთ ეს განცხადება, ირაკლი კაკაბაძემ, სოციალურ ქსელში გაავრცელა

image



image

0
31
1-ს მოსწონს
ავტორი:ხუმარა
ხუმარა
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0