x
მეტი
  • 28.03.2017
  • სტატია:65102
  • ვიდეო:317335
  • სურათი:415908
იაპონური სასწაულის საფუძველი – იაპონური სიბრძნე

იაპონელი ხალხი ძველთაგანვე განთქმულია თავისი სიბრძნით და საკუთარ თავთან, ბუნებასთან და გარე სამყაროსთან ჰარმონიაში ცხოვრების უნარით. მათ შეუძლიათ იცხოვრონ და ცხოვრების ყველა წუთით დატკბნენ. ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოველთვის სიბრძნეს ეძებენ და ნახულობენ კიდეც. ყოველდღე ახლის გაგება, გაცნობიერებული ცხოვრება — აი რა არის მათთვის მთავარი.

აქ გთავაზობთ იმ სიბრძნეს, რომელიც უკვე შეიცნო ამ ერმა და მისი მეშვეობით შექმნა ქვეყანა, რომელიც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ნომერი პირველი არის მსოფლიოში (თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ერის წარმომადგენლები, რომლებმაც იაპონიის დონეს ვერ მიაღწიეს, ნაკლებ სიბრძნეს ფლობენ. რადგან, ქვეყნის შენებისას, ინტელექტუალური კაპიტალის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია გეოგრაფიული მდებარეობა და გარეფაქტორები (რედ.)).


* ერთ კეთილ სიტყვას, ზამთრის 3 თვის მანძილზე, შეუძლია გათბობა.

* როდესაც სიყვარული არის, ჩუტყვავილას წყლულები ისეთივე ლამაზია, როგორვ ჩაღრმავება ლოყაზე.

* სულელებს და გიჟებს ყოველთვის დაუთმეთ გზა.

* არაკეთილსინდისიერად მოპოვებულ ქონებას სიკეთე არ მოაქვს.


image


* როდესაც ქარს ხატავ, მისი სუნთქვა უნდა გესმოდეს.

* 7-ჯერ შეამოწმე, ვიდრე ადამიანში ეჭვი შეგეპარება.

* მწუხარება, დახეული სამოსივით, სახლში უნდა დატოვო.


image


* გამარჯვებული ყოველთვის ის არის, ვინც ნახევარი საათით მეტს მოითმენს, ვიდრე მისი მოწინააღმდეგე.

* თუ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, მასზე ნერვიულობა არა ღირს. ხოლო, თუ მოგვარება შეუძლებელია – ნერვიულობას აზრი არა აქვს.

* ხმალი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ რომ დაგჭირდეს, მისი ტარება მუდმივად არის საჭირო.

* სადაც ძალა ბატონობს, იქ სიმართლე უძლურია.


image


* ერთი ძაღლი ტყუილად აყეფდება – სხვები სერიოზულად აჰყვებიან.

* მშვილდის ხარისხი - მის მომჭიმავ ხელზე არის დამოკიდებული.

* თავთავი მწიფდება – თავს ღუნავს; ადამიანი მდიდრდება – ცხვირს იბზუებს.


image


* ცუდ ადამიანთან მეგობრობას, კარგთან მტრობა ჯობია.

* მხიარული ადამიანი, რკინაშიც კი გაივლის.

* კარგი ვაჭარი მთელს საქონელს ერთად არ გაშლის.

* შვიდჯერ დაეცი – რვაჯერ ადექი.


image


* ცოლი და ქმარი ისე უნდა იყვნენ, როგორც ხელები და თვალები: როდესაც ხელი ტკივილს განიცდის — თვალები ტირიან, ხოლო როდესაც თვალები ტირიან — ხელები ცრემლს წმენდენ.

* მზემ არ იცის ვინ არის მართალი. მზემ არ იცის ვინ არის მტყუანი. მზე არ ანათებს იმ განზრახვით, რომ ვინმე გაათბოს. ვინც საკუთარი თავი იპოვა, მზესავით არის.

* იყავი საკუთარი გულის მასწავლებელი – ნუ მისცემ მას უფლებას, რომ ის შენი მასწავლებელი გახდეს.


image


* მგზავრობისას თანამგზავრი არის საჭირო, ცხოვრებაში — მეგობარი.

* ნუ შეაჩერებ წამსვლელს, ნუ გააგდებ მოსულს.

* ერთი გენერალი უფრო ძნელად მოსაძებნი არის, ვიდრე 10 ათასი ჯარისკაცის.

* ზღვა იმიტ არის დიდი, რომ პატარა მდინარეებს არ თაკილობს.


image


* ცივი ჩაი და ცივი ბრინჯი ასატანია, მაგრამ ცივი მზერა და ცივი სიტყვა — არა.

* შეკითხვა — სირცხვილია 1 წუთი, ხოლო არცოდნა — სირცხვილია მთელი ცხოვრების მანძილზე.

* ხან ერთი წამი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დიდი განძი.


image


* ვინც სვავს, მან არ იცის ღვინის მავნებლობის შესახებ; ვინც არა სვავს, მან არ იცის მისი სარგებლობის შესახებ.

* ცუდი ადამიანი თავისი შეცდომის გამართლებას ცდილობს, კარგი - მის გამოსწორებას.

* 10 წლის ასაკში — საოცრება, 20 წლის — გენიოსი, 30-ის შემდეგ — ჩვეულებრივი ადამიანი.

* სულელზე უფრო საშიში მტერი არ არსებობს.


image


* იდეალურ ლარნაკს ცუდი ოსტატი ვერ გააკეთებს.

* ცოტათი მოხრის ნუ შეგეშინდება, შემდეგ უფრო კარგად გაიმართები.

* პირდაპირი ადამიანი, სწორი ბამბუკივით, რთული სანახავია.


image


* თუ მოგზაურობაში საკუთარი სურვილით წახვალ, ათასი მდინარე – ერთ მდინარედ მოგეჩვენება.

* ჩქარა – იგივე ნელა არის, მაგრამ შესვენების გარეშე.

* სჭირდებოდათ — ვეფხვად გაქციეს, საჭიროება გაქრა — თაგვად გადაგაქციეს... სიკეთე ისევე დიდ ხანს გახსოვდეს, როგორც წყენა.


image


* დღესასწაულზე უცხოები მოდიან, მწუხრის ჟამს — შინაურები.

* ზედმეტი ნივთი — ზედმეტი საზრუნავი არის.

* უდარდელი ადამიანი — მსუბუქად დადის.


image


* პრობლემების წინაშე თუ აღმოჩნდები — მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეს.

* არ ყოფილა შემთხვევა, რომ შიშველს რამე დაეკარგა.

* ცოტაა იყოთ ცოლი და ქმარი, ერთმანეთისთვის მეგობრები და საყვარლები უნდა გახდეთ, რომ მათი ძებნა სხვაგან არ დაიწყოთ.

* ღრმა მდინარეები უხმოდ მიედინებიან.



image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


* ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული ქვეყნების ხუთეული

* იაპონიის ეკონომიკური სასწაული

* შენ სხეულს და სულს გვაძლევ ჩვენ: 10 ფაქტი იაპონიაში მუშაობის შესახებ

* 25 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ნინძების შესახებ

* ყველაზე ეკოლოგიური ქალაქი მსოფლიოში

* ინდური სიბრძნე

* ჩინური სიბრძნე

* ნეპალელი ბრძენის 32 რჩევა

0
158
9-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0