x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჩინური სიბრძნე

ძველმა ჩინეთმა სამყაროს უდიდესი კულტურა აჩუქა, რომლითაც ჩვენ დღემდე ვსარგებლობთ. კონფუცის და სხვა გამოჩენილი ჩინელი მოაზროვნეების ფილოსოფიამ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩინეთის, არამედ მთელი მსოფლიოს განვითარების ისტორიაში. ძველი ჩინური სიბრძნე თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ჩვენამდე ასე მოაღწია.

აქ, ამ უძველესი ერის, ბრძნული გამონათქვამების მხოლოდ ერთ ნაწილი არის წარმოდგენილი:


image

image

ხელმწიფე – ნავი არის, ხოლო ხალხი – მდინარე: შეუძლია ატაროს და შეუძლია ჩაძიროს კიდეც (ხალხური).

image

დიდი მდინარე უხმოდ მიედინება, ჭკვიანი ადამიანი არასოდეს უწევს ხმას (ხალხური).

image

დანებების ცდუნება, გამარჯვების წინ, ყოველთვის უფრო ძლიერი არის (ხალხური).

image

კეთილშობილი ადამიანი, სულში ყოველთვის მშვიდია, ხოლო არაკეთილშობილის სული ყოველთვის შფოთავს (კონფუცი).

image

იცხოვრე, სიმშვიდე შეინარჩუნე. გაზაფხული მოვა და ყვავილები თავისით გაიშლებიან (ხალხური).

image

ჩვენ, თუ ასე ცოტა რამ ვიცით სიცოცხლეზე, რა შეგვიძლია ვიცოდეთ სიკვდილზე?(კონფუცი).

image

ფულით საათის ყიდვა შეიძლება, მაგრამ არა დროის (ხალხური).

image

კეთილშობილი ადამიანი, იცის რა, თავისი უპირატესობის შესახებ, ყოველთვის თავს არიდებს დაპირისპირებას (კონფუცი).

image

კარგი საქონელი არასოდეს ღირს იაფი, ის რაც იაფი ღირს, არასოდეს არის კარგი (ხალხური).

image

ხალხი ისწრაფვის სიმდიდრის და დიდებისკე. თუ ვერც პირველის და ვერც მეორეს მიღწევა ვერ მოხერხდა კანონიერი გზით, ორივე უნდა დაივიწყოთ (კონფუცი).

image

იყავით ფრთხილად საკუთარ აზრებთან: ისინი – მოქმედების საწყისები არიან (ლაო-ცზი).

image

რაც ხდება, ყოველთვის დროულად ხდება (ხალხური).

image

თუ წაბორძიკდი და წაიქეცი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არასწორი გზით მიდიხარ (ხალხური).

image

პასუხი, რომელსაც ეძებ – შენშია. მაგრამ, მისი პოვნა ადვილი არ არის (კონფუცი).

image

ნუ გეშინია შენელების, გეშინოდეს შეჩერების (ხალხური).

image

ნუ ილაპარაკებთ, თუ ეს სიჩუმეს უკეთესობისკე არ შეცვლის (ხალხური).

image

ძლიერს დაბრკოლების გადალახვა შეუძლია, ჭკვიანს — მთელი გზის (ხალხური).

image

მოგზაურობა 1 000 ლი-ზე, ერთი ნაბიჯით იწყება (ხალხური).

image

ქოხი, სადაც იცინიან, იმ სასახლეზე უფრო მდიდრულია, რომელშიც მოწყენილები არიან (ხალხური).

image

ნივთებს ყოველთვის ნათელი გვერდიდან შეხედე. ასეთი გვერდი თუ არა აქვს — ის იქამდე წმინდე, ვიდრე არ გაიბრწყინებს (ხალხური).

image

ის ვინც ნაკლზე მიგითითებს, ყოველთვის მტერი არ არის, ხოლო ვინც შენს ღირსებებზე საუბრობს, ყოველთვის მეგობარი არ არის (ხალხური).

image

იმის ნუ გეშინია, რომ რამე არ იცი — გეშინოდეს იმის, რომ არ სწავლობ (ხალხური).

image

მასწავლებელი მხოლოდ კარს გიხსნის — გზა მარტომ უნდა გაიარო (ხალხური).

image

მეგობარი ნაკლის გარეშე არ არსებობს. თუ ნაკლის ძებნას დაიწყებ — მეგობრის გარეშე დარჩები (ხალხური).

image

ვისაც გაწითლება შეუძლია, მას შავი გული ვერ ექნება (ხალხური).

image

უმჯობესია ერთი დღე ადამიანი იყო, ვიდრე 1000 დღე, ვიღაცის ჩრდილი (ხალხური).

image

ადამიანმა, რომელმაც მთის გადადგმა შეძლო, იმით დაიწყო, რომ ერთი ადგილიდან მეორეზე, პატარა ქვებს ეზიდებოდა (ხალხური).

0
960
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
960
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0