x
image
მადამ ფისუნია
მხატვრული ფოტოგრაფია

imageადამიანებმა ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში შეამჩნიეს, რომ როდესაც ბნელ ოთახში ძალიან ვიწრო ხვრელიდან სინათლის სხივი აღწევს და ოთახში მდებარე საგანს ანათებს“ მოპირდაპირე კედელზე ამ საგნის გადაბრუნებული გამოსახულება წარმოიქმნება. ამ ფენომენის გამოკვლევას ცდილობდა ძველი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე, აგრეთვე ჩინელი სხავლული მო-თი . 1490 წ. ლეონარდო და ვინჩიმ შEქმნა კამერების ნახაზები, რომლებშიც ეს მოვლენა ფიქსირდებოდა, ე.წ. კამერა ობსკურა. ეს ტერმინი პირველად იხმარა გერმანელმა ასტრონომმა იოჰან კეპლერმა XVII ს-ში.
XIX საუკუნეებში კი ფრანგმა მეცნიერებმა მოახერხეს ბნელ კამერაში მიღებული ასეთი გამოსახულებების დაფიქსირება ტყვიის ან სპილენძის მოვერცხლილ ფირფიტებზე. გაკეთდა პირველი ფოტოსურათები! მათ გამომგონებლის ლუი დაგერის პატივსაცემად დაგეროტიპები ეწოდა.
ფოტორექნიკამ მას შემდეგ მრავალი ცვლილება განიცადა: სულ უფრო უმჯობესდებოდა გამოსახულების, ფერების ხარისხი. Dღესდღეობით არსებოს ციფრული კამერები. კომპიუტერის გაჩენასთან ერთად ფოტოგრაფიას ახალი შესაძლებლობები გაუჩნდა: ფერების შეცვლა, სხვადასხვა გამოსახულების კომბინაცია და სხვ.
ფოტოგრაფიას უდიდესი ისტორიული ღირებულება აქვს: ფოტოარქივებში დაცულია მრავალფეროვანი დოკუმენტური მასალა. ის, რასაც დღეს ფოტორეპორტიორი იღებს, ხვალ ისტორია გახდება. მოდის ინდუსტრია, რეკლამა, სპორტი, ჟურნალ-გაზეთები წარმოუდგენელია ფოტოგრაფიის გარეშე.


არსებობს ფოტოგრაფიის განსაკუთრებული დარგი, რომელსაც მხატვრულ ფოტოგრაფიას უწოდებენ. მხატვრულ ფოტოგრაფიაშიც, როგორც მხატვრობაში, არსებობს ფოტოპეიზაჟები, ფოტოპორტრეტები, ფოტონატურმორტები და ა.შ. ფოტოგრაფი, მხატვრის მსგავსად, ყურადღებას აქცევს განათებას, შუქჩრდილს ფერებს, განწყობილებას.

image

0
310
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0