x
image
მადამ ფისუნია
მიტოვებული ადგილების მშვენიერება ფოტოგრაფის თვალით
image

ფოტოგრაფია მას შემდეგ შეუყვარდა, რაც თავისი პირველი „ნამდვილი“ კამერა შეიძინა 2010 წელს – სურათების გადაღება სწრაფადვე იქცა ყოვლისმომცველ ვნებად, რომელიც იკავებდა მის ყოველდღიურ ფიქრებს. კამერა ისეთ ადგილებში მიაქვს, რომლებსაც სხვაგვარად ვერასდროს იხილავდა, რომ არა ფოტოგრაფიის სიყვარული. როგორიცაა მაგალითად ისლანდია.

მოგზაურობის დროს იყიდა პირველი კამერა. მელბურნში ათი თვის მოღვაწეობის შემდეგ, გამგზავრებას ჰონგ კონგში აპირებდა, მანამდე კი კამერების პატარა მაღაზიას ესტუმრა. სულ რაღაც სამი კვირის შემდეგ სიბნელეში იდგა ჰონგ კონგის ხიდზე და იღებდა სინათლის ბილიკის კადრებს.


ოთხი წლის შემდეგ სხვადასხვა ჟანრის გადაღებების შემდეგ, როგორიცაა ქორწილები და ღონისძიებები, 2013 წლის ბოლოს არქიტექტურულ ფოტოგრაფიას გადააწყდა და მას შემდეგ იღებს მიტოვებულ სივრცეებსა და შენობებს.

გამოსახულებების ერთ-ერთი მისი საყვარელი სტილია სინათლის სხივების გადაღება, როდესაც ისინი ამ შენობებში იჭრებიან, სწორედ ეს ჰმატებს ფოტოებს ესთეტიკას და ატმოსფეროს. სტატიაში განთავსებული ფოტოები ჯეიმს კერვინმა ბოლო 5 წლის განმავლობაში გადაიღო ევროპის მასშტაბით, მაგრამ მისი აზრით იტალია არის ქვეყანა, რომელიც ყველასაგან გამოირჩევა, რადგან იქ სინათლე განსაკუთრებულია.

0
56
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0