x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მოხარშული კარტოფილის ბატარეა (1 ბოლქვი – 1 თვე ანათებს)

image


ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის ელექტრო ენერგია – ჩვეულებრივი, თავისთავად არსებული ფაქტორი არის. ჩვენ ყოველ თვე ვიხდით დენის საფასურს და არც კი დავფიქრებულვართ იმაზე, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ეს დენი დიდი ფუფუნება არის და ისინი გამუდმებით ეძებენ განათების უფრო ხელმისაწვდომ საშუალებებს. მაგ., ჩვეულებრივი კარტოფილით ოთახის განათება შეიძლება და ეს ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ყველაზე იაფი საშუალებით მიღებული ელექტრო ენერგია. და საერთოდ, ოთახის განათება, მთელი თვის მანძილზე, უფასოდ შეძლება.
იერუსალიმის უნივერსიტეტის მეცნიერმა ჰაიმ რაბინოვიჩმა ელექტრო ენერგიის მიღების ახალ ხერხს მიაგნო და გადაწყვიტა, თავისი აღმოჩენა მთელი მსოფლიოსთვის გაეზიარებინა.
მაშ, ასე. უპირველეს ყოვლისა, უფასო ენერგიის მისაღებად, საჭიროა კარტოფილი. რაც უფრო დიდი იქნება ბოლქვი, მით უკეთესი.

image


ვიდრე უშუალოდ ბატარიის გაკეთებას შეუდგებით, საჭიროა კარტოფილის მოხარშვა. როგორც თავად მეცნიერი ამბობს, წყლის ადუღების მომენტიდან, კარტოფილი 8 წუთის მანძილზე უნდა იხარშებოდეს.

დუღილის დროს, კარტოფილის ენერგეტიკული პოტენციალი იზრდება. მას შემდეგ, რაც ის მოიხარშება, მასში 2-ჯერ უფრო მეტი ენერგია გროვდება, ვიდრე მაგ., ბატარეა АА-ში არის.

image


კარტოფილის ბატარეისთვის, ასევე საჭირო არის: 2 ფოლადის ლურსმანი, ორი სპილენძის მონეტა (ან ნებისმიერი სხვა ნივთი), 2 სპილენძის სადენი და ელ. დენის ქსელის შემკვრელი.

image

image


გამომგონებლის აზრით, ამ მეთოდით დენის მიღებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობენ.


image

image

რაბინოვიჩი ფიქრობს, რომ კარტოფილი ყველაზე ხელმისაწვდომი პროდუქტი არის და მისი საშუალებით ბევრ სახლში შეიძლება შუქის ანთება, ელექტრო გაყვანილობის გარეშე.

და ბოლოს, «კარტოფილის გადამყვანის» წარმოება 5-50% უფრო ნაკლები დაჯდება, ვიდრე დღეს ბაზარზე არსებული ბატარეების წარმოებაზე იხარჯება.



image

0
12231
14-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
12231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0