x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ახლა ვარსკვლავებისკენ მიმავალი გზა ბოსელზე გადის

კომპანია მიზუშიტას 900 სული მსხვილფეხა პირუტყვი ჰყავს, რომლებიც ყოველდღიურად, ტონობით ნარჩენს იძლევა, ექსკრემენტების სახით. ხოლო, მისი გადამუშავების შედეგად, ბიოგაზი მიიღება. ხოლო, ნაკელის ფერმენტისების შედეგად მიღებული პროდუქტი, მიმდებარე გაზის კომპანიის ქარხანაში იკრიბება.


image


კომპანია Interstellar Technologies–მა გასული წლის დეკემბერში SpaceX–ის ხომალდის ძრავის გამოცდა ჩაატარა, რომელშიც სწორედ საქონლის ექსკრემენტის გადამუშავებით მიღებული საწვავი გამოიყენა. როგორც კომპანიაში ამბობენ, «როდესაც საქმე სუფთა, მაღალეფექტურ საწვავს ეხება, ძროხები – საუკეთესო ვარიანტია».

ასე, რომ, ილონ მასკი ზეიმობს... ინჟინრები მალე მეგა–ხომალდებს შექმნიან, რომლებიც კოსმოსში სწორედ ამ გაზით იფრენენ. ხოლო, იაპონიაში თვლიან, რომ ეს საწვავი «ქვეყანას ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში დაეხმარება. რადგან იაპონიას არ გააჩნია ქვანახშირის, ნავთობის ან გაზის საკუთარი მარაგი, ბიო გაზის გამომუშავება, მართლაც რომ კარგი ვარიანტია».

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნაკელიდან მიღებული საწვავის გამოყენების მცდელობა ადრეც არაერთხელ ყოფილა. მაგ., 2021 წელს, კომპანია Chevron–მა (ამერიკული ენერგეტიკული გიგანტი) საწარმოების ქსელის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც ბიომეთანს აწარმოებს და ამ საწვავით, აშშ–ში, ტვირთმზიდავების ავტოპარკებს მოამარაგებს.

ჯერ–ჯერობით ეს არ მომხდარა. მაგრამ, როდესაც თამაშში ისეთი გიგანტები ერთვებიან, როგორიც Chevron–ი, ან კომპანია SpaceX–ია, ჩვეულებრივ, საქმე ყოველთვის ბოლომდე მიდის...


image

სხვა სიახლეები:


* "სამი დღე მარსზე" – რა თქვა ასტრონავტმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე?

* ინდიელების წინამორბედი ცივილიზაცია მექსიკაში

* ვანგამ უცხოპლანეტელებთან კონტაქტის თარიღი დაასახელა

* ინგლისური სახალისო ისტორიები



1
242
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
242
  
25 იანვარი, 22:24
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Sexy18.pw
0 1 1