x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფოტო კომიქსის სტილში

image


კომიქსის ხატვის პროცესი სამი ეტაპისგან შედგება: ჯერ ხატავენ გვერდის მაკეტს, შემდეგ გამოყოფენ კონტურებს და ბოლო ეტაპზე, კონტურებში ასხავენ საღევავს. ე. ი. ფოტოსურათზე მსგავსი ეფექტის მისაღებად, საჭიროა კონტურების გამოყოფა და საღებავის ჩასხმა. ფოტოშოპში მსგავსი ოპერაციების ჩატარება სხვადასხვა მეთოდით არის შესაძლებელი. მოცემულ გაკვეთილში ორი მათგანი არის განხილული:



I მეთოდი:


1) გამოსახულების ფოტოშოპში გახსნის შემდეგ, უნდა გამოვიყენოთ Poster Edges (ნაპირების გაშავება) ფილტრი (მენიუ Filter > Artistic > Poster Edges). პარამეტრების შერჩევა ვიზუალურად ხდება.


image


2) ბრძანებით Brightness/Contrast (მენიუ Image > Adjustments > Brightness/Contrast), უნდა გავზარდოთ გამოსახულების ფერების სიმკვეთრე და კონტრასტულობა. პარამეტრების შერჩევა ვიზუალურად ხდება.


image


3) გამოვიყენოთ Cutout (აპლიკაცია) ფილტრი (მენიუ Filter > Artistic > Cutout). პარამეტრების შერჩევა ვიზუალურად ხდება.


image


4) დავაჭიროთ OK ღილაკს.


image



II მეთოდი:



1) Layers პალიტრაში გავაკეთოთ ფენის დუბლიკატი > მოვახდინოთ დუბლირებული ფენის ინვერტირება (მენიუ Image > Adjustments > Invert).


image


2) ინვერტირებული ფენისთვის გამოვიყენოთ ფილტრი Gaussian Blur (მენიუ Filter > Blur > Gaussian Blur), ისეთი რადიუსით, რომ მოხდეს ძირითადი კონტურების გადარეცხვა, მაგრამ გამოსახულების ობიექტების გარჩევა შესაძლებელი იყოს.


image


3) Layers პალიტრაში, ფენის რეჟიმების ჩამოსაშლელი მენიუდან, ფილტრში გატარებული ფენისთვის ავირჩიოთ Color Dodge რეჟიმი.


image


4) Layers პალიტრაში, დავაჭიროთ საკორექციო ფენების დამატების ღილაკს და გამოსული მენიუდან ავირჩიოთ Threshold პუნქტი > საკორექციო ფენის სადიალოგო ფანჯარაში, ჰისტოგრამის ქვემოთ მოთავსებული ბერკეტი უნდა გადავწიოთ მარჯვნივ იქამდე, ვიდრე არ მივიღებთ გაფერადებისთვის შესაფერის კონტურს.


image


5) Layers პალიტრაში, საკორექციო ფენის თავზე დავამატოთ ახალი ცარეიელ ფენა, პალიტრის Create a new Layer ღილაკზე დაჭერით > ფენის რეჟიმების ჩამოსაშლელი მენიუდან, ახალი ფენისთვის, ავირჩიოთ Multiply რეჟიმი > გავააქტიუროთ კლასიკური ფუნჯი (Brush Tool), შევარჩიოთ ფერი რომელიმე დეტალისთვის და დავიწყოთ გაფერადება.


image


6) ყველა დეტალის გაფერადების შემდეგ, ფენაზე ნიღბის დამატების ღილაკზე დაჭერით, დავამატოთ ფენას ნიღაბი და შავი, დაბალი გამჭვირვალობის, ფუნჯი გადავატაროთ გამოსახულების იმ ადგილებზე, სადაც ფერი შედარებით ღია გვინდა რომ იყოს.


image


7) გავაერთიანოთ ფენები.


image

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


სწრაფი რეტუში

ფოტო ჟურნალისთვის ანუ გლამურული რეტუსში

ძველი ფოტოსურათის აღდგენა

ჩარჩოების დიზაინი

სურათების ჩასმა 2 და 3 განზომილებიან ჩარჩოებში

ვირტუალური სოლარიუმი

შავ-თეთრი სურათების გაფერადება

მაკიაჟი ფოტოშოპში

მარიონეტული დეფორმაცია

გულის ფორმის ფუნჯის შექმნა ფოტოშოპში

სეზონის შეცვლა სურათზე

ნახატი ფოტოსურათიდან

ნახატი ფანქარში

თმის და თვალის ფერის შეცვლა ფოტოშოპში

ცხვირის პლასტიკა ფოტოშოპში

0
116
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0