x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თმის და თვალის ფერის შეცვლა ფოტოშოპში. პრაქტიკუმი (Photoshop CS 4 & 5)

თმის და თვალის ფერის შეცვლა ფოტოშოპში

ფოტოშოპში, თმისა და თვალის ფერის შეცვლის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, აქ განხილულია ყველაზე მარტივი, ამ მეთოდებს შორის:

თმის ფერის შეცვლა

1) ფოტოშოპში გამოსახულების გახსნის შემდეგ, გავხსნათ Chennels პალიტრა, დავათვალიეროთ არხები და მოვახდინოთ ყველაზე კონტრასტული არხის კოპირება > ჩავრთათ RGB არხი.

თმის და თვალის ფერის შეცვლა ფოტოშოპში

2) Select მენიუში ავირჩიოთ Load Selection პუნქტი და გამოსულ სადიალოგო ფანჯარაში, Channel ჩამოსაშლელი მენიუდან, ამოვირჩიოთ ჩვენს მიერ კოპირებული არხის სახელი > დავაჭიროთ OK ღილაკს. გამოსახულებაზე მივიღებთ გამოყოფას > მოვახდინოთ გამოყოფის ინვერტირება (მენიუ Select > Inverse).
3) გავხსნათ Layers პალიტრა და მოვახდინოთ Background – ის კოპირება > დავაჭიროთ პალიტრის ქვემოთ მოთავსებულ ნიღბის შექმნის Add Layer mask ღილაკს. კოპირებულ ფენაზე მივიღებთ ფენას ნიღბით > გავთიშოთ Background – ის ფენა და დოკუმენტის ფანჯარაში მივიღებთ ნიღბიანი ფენის გამოსახულებას.

თმის და თვალის ფერის შეცვლა ფოტოშოპში

4) შევამოწმოთ აქტიურია თუ არა ფენის ნიღაბი > თეთრი და შავი რბილი ფუნჯების გამოყენებით, მოვახდინოთ ნიღბის დამუშავება: თეთრი ფუნჯი გადავატარით თმაზე, ხოლო შავი ფუნჯით, წავშალოთ ფენის სხვა ელემენტები. იმ ადგილებში, სადაც თმა კანს ან ტანსაცმელს ეხება, უნდა შევამციროთ ფუნჯის გამჭვირვალობის პროცენტი. (განსაკუთრებული ძალისხმევა არ არის საჭირო ნიღაბზე მუშაობისას, მისი ჩასწორება, მუშაობის ნებისმიერ ეტაპზე, შეიძლება).

თმის და თვალის ფერის შეცვლა ფოტოშოპში

ჩავრთათ Background – ის ფენის „თვალი“.
5) თუ თმა ღია ფერისაა, მისი გადაღებვა Hue/Saturation ბრძანების გამოყენებით, ნებისმიერ ფრად შეიძლება, მაგეამ თუ თმა მუქია, ჯერ უნდა გავაღიავოთ, ხოლო შემდეგ შევღებოთ. თმის გასაღიავებლად უნდა გამოვიყენოთ Brightness/Contrast და Levels საკორექციო ფენები, ხოლო ფერის შესარჩევად – Hue/Saturation საკორექციო ფენეა. ფენები განვათავსოთ ნიღბიანი ფენის თავზე და Alt ღილაკზე დაჭერით ჩავაწკაპუნოთ საკორექციო ფენების ქვედა საზღვრებზე, რომ ფენის კუთვნილება განვსაზღვროთ.

თმის და თვალის ფერის შეცვლა ფოტოშოპში

6) საკორექციო ფენის მინიატურებზე 2-ჯერ დაწკაპუნებით, გავხსნათ ფენების სადიალოგო ფანჯრები და დავარეგულიროთ პატამეტრები: Brightness/Contrast საკორექციო ფენის Brightness პარამეტრის ბერკეტი უნდა გადავწიოთ მარჯვნივ, Levels საკორექციო ფენის, ჰისტოგრამის ქვემოთ მოთავსებული თეთრი და ნაცრისფეტი ბერკეტები უნდა გადავწიოთ მარცხნივ, ხოლო Hue/Saturation სადიალოგო ფანჯარაში უნდა ჩავრთათ Colorize გადამრთველი და შევარჩიოთ თმის ფერი.
7) დავარეგულიროთ საკორექციო ფენების გამჭვირვალობა, რომ თმა ბუნებრივად გამოიყურებოდეს და თუ საჭირო გახდა, ჩავასწოროთ თმის ფენის ნიღაბი > გავაერთიანოთ ფენები.

თმის და თვალის ფერის შეცვლა ფოტოშოპში

თვალის ფერის შეცვლა


თვალის ფერის შეცვლისათვის ორი მარტივი მეთოდი არსებობს:
I. გამოვყოთ გამოსახულებაზე ორივე თვალის ფერადი გარსი და გადავიტანოთ კოპრებით ახალ ფენაზე (Ctrl+J) > გავხსნათ Hue/Saturation საკორექციო ხელსაწყოს სადიალოგო ფანჯარა (Image > Adjustments > Hue/Saturation), ჩავრთათ Colorize გადამრთველი და ბერკეტების გამოყენებით, შევარჩიოთ ნებისმიერი ფერი > დავარეგულიროთ ფენის გამჭვირვალობა.
II. დავაყენოთ ხელსაწყოების პანელზე ჩვენთვის სასურველი წინა ფონის ფერი > გამოვყო გამოსახულებაზე ორივე თვალის ფერადი გარსი > გავააქტიუროთ Color Replacement ფუნჯი და გადავუსვათ გამოყოფის ადგილებზე.

თმის და თვალის ფერის შეცვლა ფოტოშოპში

P.S. იმ შემთხვევაში, თუ მუქი ფერის თმას ქერად „ვღებავთ“, რბილი, დაბალი გამჭვირვალობის შავი ფუნჯით, თმის ნიღაბზე, უნდა დავამუშაოთ თმის ძირები.

თმის და თვალის ფერის შეცვლა ფოტოშოპშითმის და თვალის ფერის შეცვლა ფოტოშოპში

2
1142
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1142
  
2019, 6 სექტემბერი, 20:54
მე ლიმიტი მაქვს ამოწურული, თუ მეგობრობას გამომიგზავნით, დაგთანხმდებით და პირადში მოგწერთ.
2019, 6 სექტემბერი, 16:45
ვერ ვაკეტებ დამეხმარეთ
0 1 2