x
მეტი
  • 24.01.2017
  • სტატია:62943
  • ვიდეო:313940
  • სურათი:413653
თავი გასწირო სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად-ჩვენი დროის გმირები

გმირები ყოველთვის იყვნენ არიან და როგორც ჩანს მომავალშიც იქნებიან, მათი სახელები ისტორიამ სათუთად შემოინახა და თაობიდან თაობას გადასცა, ასეთ გმირებით ყოველი ერის შვილი ამაყობს.

ამჯერად ბოლო ასწლეულის რამდენიმე არაჩვეულებრივ გმირობაზე მინდა მოგითხროთ.ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი იმ ადამიანებისა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვები გადაარჩინეს.



კეისი ჯონსი(Casey Jones)-1900 წლის 29 აპრილს მატარებლის მემანქანე დიდი სისწრაფით მიაქანებდა მატარებელს მისისიპზე, რომ დაკარგული დრო აენაზღაურებინა, როდესაც შეამჩნია მის წინ გაჩხერილი სატვირთო შემადგენლობა.ჯონსმა თავის თანაშემწეებს უბრძანა გადამხტარიყვნენ მატარებლიდან, თვითონ კი მთელი ძალით დაიწყო შემადგენლობის დამუხრუჭება, საოცარი ის არის, რომ კეისიმ შეძლო მატარებლის იმ დონემდე შეჩერება, რომ მარტო ერთი ადამიანი დაიღუპა....და ის ერთი ადამიანი თვითონ იყო.



imageმისი სახელი უკვდაყოფილია პოპულარულ ქანთრი სიმღერაში The Ballad of Casey Jones, რომელიც უამრავმა მომღერალმა შეასრულა, აგრეთვე კესი ჯონსი მოხსენიებულია ჯგუფ AC/DC –ის კომპოზიციაში What's Next To The Moon.


image

ალფრედ ვანდელბიტი(Alfred Vanderbilt)-მდიდარი ჯენლტმენი, ბიზნესმენი და სპორტსმენი, დიდი ქონების პატრონი, რომელიც ფუფუნებით ცხოვრობდა და რასაც ისურვებდა ყველაფრის ახდენა შეეძლო.


თუმცა მდიდარი "ბურჟუის" უკან იმალებოდა კეთილი, სათუთი გულის პატრონი.

1915 წელს გერმანულმა წყალქვეშა ნავმა ტორპედო ესროლა უზარმაზარ სამგზავრო ლაინერს Lusitania-ს.როდესაც გემმა ჩაძირვა დაიწყო ვანდელბიტმა მგზავრებს სამაშველო ჟილეტები ჩამოურიგა, რომ სამაშველო ნავამდე მიეღწიათ....თუმცა ჟილეტები საკმარისი რაოდენობის არ იყო, ალფრედი არც დაფიქრებულა ისე დაუთმო საკუთარი ჟილეტი ახალგაზრდა ბავშვიან ქალს.....როგორც გაირკვა ალფრედმა ცურვა არ იცოდა.აღსანიშნავია, რომ სამი წლით ადრე იგი "ტიტანიკის" მგზავრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა...


image



ოლეგ ოხრიმენკო(Олег Охрименко)-2002 წლის 21 აპრილს ქალაქ ომსკში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია, სადაც განსაკუთრებულად საშიში დამნაშავე უნდა აეყვანათ.კრიმინალმა მძევლად თავის საყვარელი აიყვანა, თან შეიარაღებული იყო პისტოლეტით და ხელყუმბარით...


ხელყუმბარით ხელში მძევალთან ედო შეძლო და ქუჩაში გამოვიდა ავტობუსის გაჩერებაზე, სადაც ხალხი ირეოდა, დამნაშავეს იმედი ჰქონდა, რომ პოლიციელები ხალხში სროლას არ ატეხდნენ და ასე შეძლებდა მიმალვას..რაღაც მომენტში რეციდივისტს ნერვებმა უმტყუნა და სროლა ატეხა, საპასუხოდ პოლიციამაც გაუხსნა ცეცხლი....დაჭრილს ხელიდან ყუმბარა გაუვარდა(ყუმბარის ნამსხვრევის რადიუსი 200 მეტრია)..ოლეგ ოხრიმენკომ წამში გაიაზრა რა მოჰყვებოდა ხალხმრავალ ადგილზე ყუმბარის აფეთქებას, არც დაფიქრებულა და სხეულით ზედ გადაეფარა მას, რითაც იხსნა სიკვდილისგან ათეულობით ადამიანი, მათ შორის მძევალი ქალი და კოლეგები.


image



ალბათ ბევრს ახსოვს შოკიმომგვრელი ამბავი, რომელიც 2012 წელს აშშ-ში, კოლორადოს შტატის ქალაქ ორორაში მოხდა ფილმ "ბნელი რაინდის" პრემიერაზე.


როდესაც ჯეიმს ჰოლმსმა(James Holmes) უმისამართოდ ცეცხლი გახსნა დარბაზში, სამი ახალგაზრდა მამაკაცი ინსტიქტურად თანმხლებ გოგონებს წინ აეფარნენ, რომ ტყვიისგან დაეცვათ.ერთ-ერთი იყო 26 წლის ჯონათან ბლანკი(Jonathan Blunk)


image



ლივიუ ლიბრესკუ(Liviu Librescu)-როდესაც ვირჯიინიის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩო სინ ხო(Seung-Hui Cho) ყველას განურჩევლად ესროდა და კლავდა ლიბრესკი მიხვდა, რომ პირველი რაც უნდა გაეკეთებინა მის აუდიტორიაში მყოფი სტუდენტები უნდა გადაერჩინა.მან აუდიტორიის კარი გადაკეტა და კარს წინ აეფარა.76 წლის რუმინელ დოქტორს 5 ტყვია მოხვდა, სამწუხაროდ ტყვიებმა მაინც გააღწია და ერთი სტუდენტი შეიწირა.სხვა ყველა გადარჩა.

image


ვინსე კოულმენი(Vince Coleman)-1917 წლის 6 დეკემბერს ჰალიფაქსში(Halifax) კანადა, მოხდა მძლავრი აფეთქება, როდესაც ფეთქებადი მასალით დატვირთული ერთი გემი მეორეს შეეჯახა, რამაც გაანადგურა პორტი და ქალაქის ნაწილი.


მემანქანემ და მატარებლების დისპეტჩერმა კოულმენმა 8:45 გაიგო, რომ სულ მალე აფეთქდებიდა საბრძოლო მასალით დატვირთული გემი "მონბლანი".მან დატოვა სადგური, თუმცა გაახსენდა რომ 8:55 სადგურში უნდა შემოსულიყო სენტ-ჯონიდან მომავალი მატარებელი 300 მგზავრით, იგი დაბრუნდა სადისპეტჩეროში და განუწყვეტლად უგზავნიდა მორზეს ანბანით შეტყობინებას, რომ მატარებელი შეჩერებულიყო.."ალბათ მიხვდებით, რომ ეს ჩემი უკანასკნელი გზავნილია, მშვიდობით ბიჭებო".რამდენიმე წამში ის აფეთქების ტალღამ მოკლა.

image


არლანდ უილიამსი(Arland D. Williams Jr.)-როდესაც 1982 წლის 13 იანვარს ავიარეისი Air Florida Flight 90 ტბაში ჩავარდა 78 მგზავრიდან გადარჩა მხოლოდ ექვსი.კატასტროფიდან 20 წუთის შემდეგ მოფრინდა სამაშველო შვეულმფრენი, რომელმაც უილიამსს სამაშველო რგოლი გადაუგდო, თუმცა არლანდმა იგი სხვას დაუთმო...მესამედ დაბრუნდა შვეულმფრენი. უილიამსმა ისევ სხვას დაუთმო მაშველი რგოლი.ასე გააკეთა რამდენჯერმე.


როდესაც ვერტმფრენი ბოლოჯერ დაბრუნდა მაშველებს უილიამსი გარდაცვლილი დახვდათ.ასე იხსნა უილიამსმა სრულიად უცნობი ადამიანები საკუთარი სიცოცხლის ფასად.

image

სხვათა შორის ამ ავიაკატასტროფის დროს კიდევ ერთ გმირობას ჰქონდა ადგილი, სიცივისგან გათოშილმა ქალმა ვერ შეძლო მაშველი რგოლის დაკავება, იგი უკვე განწირული იყო, როდესაც როჯერ ოლაინმა, რომელიც შემთხვევით შეესწრო ტრაგედიას და რიგითი მაყურებელი იყო გარისკა და ყინულიან წყალში საშველად შეიჭრა, მას მალევე მოეხმარნენ პენტაგონის სამხედრო მოსამსახურეები.





იხილეთ აგრეთვე:


მამა ილია კარტოზია და სხვები...ანუ ის ქართველი გმირები, რომლებმაც თავის სიცოცხლის ფასად სხვები გადაარჩინეს

0
150
7-ს მოსწონს
1-ს არა
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0