x
მეტი
  • 17.10.2017
  • სტატია:70052
  • ვიდეო:322867
  • სურათი:424131
მიზეზები თუ რატომ ბოლავს ასე რუსული მძიმე ავიამზიდი "ადმირალი კუზნეცოვი"

image სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის მერე რუსეთმა სირიის მიმართულებით გაგზავნა რუსული საზღვაო ფლოტის ფლაგმანი, მძიმე ავიამზიდი "ადმირალი კუზნეცოვი". ავიამზიდი რომელიც ათწლეულებია დაცურავს, მაგრამ განსაკუთრებული დაინტერესება მის მიმართ შარშან სირიის მიმართულებით მის "ვოიაჟს" მოჰყვა, ჯერ იყო და საწვავის პრობლემა შეექმნა, მოგვიანებით კი მისმა ძალზე მოძველებულმა, თვითმფრინავის გემბანზე დაჯდომისას თვითმფრინავის "დამჭერმა" გვარლებმა ორი ძვირადღირებული რუსული გამანადგურებელი შეიწირა, თვითმფრინავები ზღვაში გადავარდა ხოლო კატაპულტის წყალობით გადარჩენილი პილოტები სამაშველო ვერტმფრენმა ამოიყვანა ზღვიდან.
ესეც არაფერი თავად რუსი სამხედრო ექსპერტების მხრიდან ქილიკი გამოიწვია ავიამზიდის "საკვამურებიდან" მუდმივად ამომავალმა კუნაპეტივით შავმა ბოლმა.
შესაბამისად გაჩნდა ლეგიტიმური კითხვა–რატომ "ხრჩოლავს" ასე ავიამზიდი!? მიზეზი კი შემდეგშია–ავიამზიდის "საკვამურებიდან" შავი ბოლის ამოსვლა განპირობებულია გემის მთავარი ენერგეტიკული დანადგარის ( სამანქანო განყოფილება) პრობლემა "კუზიას" გადაეცა მემკვიდრეობით "კიევიდან" (ეს სახელი ერქვა ადრე ადმირალ კუზნეცოვს), მიუხედავად იმისა, რომ "ადმირალი კუზნეცოვის" წყალწყვა ერთნახევარჯერ და უფრო მეტად გაიზარდა (იყო 30 000 ტონა, გახდა 46 ტონა), სიმძლავრე გემის მამოძრავებელ აგრეგატს 182 000 ცხენის ძალიდან, გაეზარდა მხოლოდ 200 ათას ცხენის ძალამდე. შესაბამისად ავიამზიდის "საქვაბეები" მუდმივად მუშაობს გადატვირთულ რეჟიმში, რის გამოც ბოლავს "კუზია".

მინდა გაგაცნოთ რუსი სამხედრო ექსპერტის, პირველი რანგის თადარიგის კაპიტნის ვალერი ხაიმინოვის აზრი "ადმირალი კუზნეცოვის" "საქვაბეებიდან" მუდმივად შავი ბოლის ამოსვლის მიზეზებზე. აღნიშნული პიროვნება გახლდათ ავიამზიდი "კიევის" ("ადმირალი კუზნეცოვს" ასე ერქვა ადრე) სამანქანო განყოფილების მეთაური გახლდათ.
ის მეთაურობდა ჯერ "კიევის", შემდგომ კი "ადმირალი კუზნეცოვის" "БЧ-5"–ის განყოფილებას (საბრძოლო ნაწილი5–სამანქანო განყოფილება).
"მიუხედავად იმისა, რომ "ადმირალი კუზნეცოვი" შავი ზღვის გემთსაშენი ქარხნის მიერ გამოშვებული მეხუთე ავიამზიდი იყო (ქარხანა მდებარეობს უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში), წინა ავიამზიდების ხარვეზები არ იქნა გათვალისწინებული და გამოსწორებული. ძალზე გამოუსადეგარი და არაეფექტური გამოდგა ავიამზიდის ტურბინიანი ძრავების "М3С" ამაორთქლებელი დანადგარები ტექნიკური მომსახურების და მუშაობაში ეფექტურობის კუთხით.
განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს აღნიშნული დანადგარის გაწმენდა, ყოველი 100–120 საათი მუშაობის მერე დანადგარი უნდა გაიწმინდოს რათა მთავარმა ენერგეტიკულმა დანადგარმა იმუშაოს გამართულად. გემზე მუდმივად დეფიციტს წარმოადგენდა "საქვაბე" წყლის დეფიციტი. როდესაც გემზე ჩნდებოდა ტექნიკური პრობლემა სამანქანო განყოფილებაში გემზე ვიწვევდით დამპროექტებლებს (ნევის საპროექტო–საკონსტრუქტორო ბიუროდან), რომლებსაც ვუხსნიდით სამანქანო განყოფილებაში მუდმივად არსებულ პრობლემებზე. მიუხედავად ამისა, "მინსკზე", "კიევზე" და "ნოვოროსიისკზე" დაამონტაჟეს აღნიშნული ტიპის ოთხი დანადგარი, "ბაქოზე" ხუთი ხოლო "ადმირალ კუზნეცოვზე" რვა დანადგარი იგივე ტიპის.
ავიამზიდებზე მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება უფლებას მაძლევს ვთქვა, რომ აღნიშნულ ავიამზიდებზე მთავარ ენერგეტიკულ დანადგარებს არ ყოფნიდა და არ ყოფნის სიმძლავრე, რათა განავითაროს საპროექტო სიჩქარე. 18 კვანძის სიჩქარის განვითარებისას დანადგარები უკვე მუშაობენ ზღვრულ დატვირთვაზე უფრო დატვირთულ რეჟიმში, რაც იწვევს სამანქანო განყოფილების გაუმართავ მუშაობას. დანადგარებში სიმძლავრის გასადიდებლად (ფორსირებისათვის) გამოიყენება საწვავის მაღალი წნევით მიწოდება "საქვაბეებისათვის". ამ დროს კი ძალზე მოძველებული ჰიდრავლიკური ტიპის ავტომატიკა ვერ ასწრებს დროულ რეაგირებას–მიაწოდოს საჭირო რაოდენობის ჰაერი "საქვაბეს". აქედან გამომდინარე "საქვაბეში" საწვავის წვა ხდება არასრულფასოვნად და შესაბამისად გემის "საკვამურებიდან" ამოდის შავი ბოლი უწყვეტ რეჟიმში"–ასეთია სამხედრო ექსპერტის, პირველი რანგის თადარიგის კაპიტნის მოსაზრება".
პ.ს
"ადმირალი კუზნეცოვი" გადაკეთების მიზნით იმყოფებოდა უკრაინაში, ნიკოლაევის გემთსაშენ ქარხანაში და შესაბამისად სსრკ–ს დაშლის გამო რჩებოდა უკრაინას, მაგრამ რუსმა სამხედრო–საზღვაო ძალების ენთუზიასტებმა პრაქტიკულად გაიტაცეს გემი უკრაინიდან და მისი რემონტის დასრულება მოხდა მურმანსკში, თუმცა ძალზე უხარისხოდ.
imageimageimageimage
ბოლო სურათზე აშკარად ჩანს, როცა გემი ნელა მიდის ბოლიც ნაკლებია. :)


0
1033
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1033
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0