x
მეტი
  • 26.05.2017
  • სტატია:66563
  • ვიდეო:319226
  • სურათი:418288
აშშ-ს სპეცსამსახურების დასკვნა: პუტინი პირადად ხელმძღვანელობდა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს

imageაშშ-ს სპეცსამსახურებმა დაადანაშაულა რუსეთის დაზვერვის მთავარი სამმართველო(ГРУ) ჰილარი კლინტონის ფოსტის გატეხვაში.


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირადად ხელმძღვანელობდა აშშ-ს წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას, რომელის მიზანიც იყო ზეგავლენა მოეხდინა აშშ-ს პოლიტიკურ პროცესებზე და სახელი გაეტეხა საპრეზიდენტო კანდიდატისთვის დემოკრატიული პარტიიდან ჰილარი კლინტონისთვის, ნათქვამია აწ უკვე გამჟღავნებულ დოკუმენტში, რომელიც მოამზადა ცსს-მ, გფბ-მ და აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტომ.


ამერიკული სპეცსამსახურების ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო დაზვერვამ არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით კამპანია გასული წლის მარტში დაიწყო.ხოლო 2015 წლის ივლისში რუსეთის დაზვერვამ წვდომა მიიღო აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის კომპიუტერულ ქსელებზე და ამ წვდომას მინიმუმ 2016 წლის ივნისამდე ინარჩუნებდა.


"რუსეთის მიზანი იყო საზოგადოებაში მომხდარიყო დემოკრატიული პროცესების რწმენის შერყევა, ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის დისკრედიტაცია და ზიანის მიყენება მის შანსებზე, რომ ყოფილიყო არჩეული პრეზიდენტი. ჩვენ ვთვლით, რომ პუტინსა და რუსეთის მთავრობას აშკარად მკაფიო უპირატესობა გააჩნდათ ტრამპის მიმართ"-ნათქვამია მოხსენებაში.


ამასთანავე აშშ-ს სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ ГРУ -სა და ჰაკერების გარდა მოსკოვი აქტიურად იყენებდა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს, მათ შორის ისეთ მსხვილ ტელეკომპანიებს, როგორებიცაა RT და Sputnik-ი.


აშშ-ის სადაზვერვო უწყებები თვლიან, რომ აშშ-ის ”დემოკრატიული პარტიის” კონფიდენციალურ ინფორმაციას რუსეთის სამხედრო დაზვერვა გადასცემდა ორგანიზაცია WikiLeaks-ს, ინტერნეტ-საიტ DCLeaks.com-ს და ჰაკერს Guccifer 2.0.-ს.


image

0
159
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
159
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0