x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139070
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
ერთადერთი პროდუქტი, რომელიც ანადგურებს ბაქტერიებს, ვირუსებსა და სოკოს ერთდროულად- აუცილებლად გქონდეთ სახლში!
ფუტკრის საჭმლისმომნელებელი ფერმენტებისა და მცენარეთა ფისისებური ნივთიერებების ურთიერთშერევით წარმოიქმნება უნიკალური ფორმულის მქონე წებოვანი ნივთიერება - დინდგელი, იგივე პროპოლისი. ფუტკარს დინდგელი სჭირდება სკისა და ფიჭის დაცვისა და დეზინფექციისთვის, ადამიანს კი - სამკურნალოდ.


image

მიუხედავად იმისა, რომ პროპოლისი უძველესი დროიდან არის ცნობილი, თანამედროვე მედიცინა მის სულ ახალ და ახალ თვისებებს აღმოაჩენს. ამ პროდუქტის გამოყენება სხვადასხვა ხერხით შეიძლება: შეიძლება მისი უბრალოდ დაღეჭვა, რძეში ჩამატება (შესანიშნავად მკურნალობს ხველას) ან სპირტანი ნაყენის სახით გარეგანი მოხმარება.


image

დინდგელის ნაყენის სამკურნალო თვისებები



დინდგელის ნაყენის შინაგანი მიღება ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას, ხსნის ანთებით პროცესებს, მოქმედებს, როგორც ქნტიოქსიდანტი. გარეგანი მოხმარების სპექტრი კი უფრო ფართეა: ადეზინფიცირებს და ახორცებს ჭრილობებს, ახდენს კანის რეგენერაციას, აყუჩებს ტკივილს, კლავს სოკოს.


image

ექიმები პროპოლისს სხვადასხვაგვარი დაავადებების დროს ნიშნავენ: ტონზილიტის, ფარინგიტის, სინუსიტის, ოტიტის, ტრაქეიტის, ბრონქიტის, პნევმონიის სამკურნალოდ, ვირუსული ინფექციების დროს (გრიპი, ჰერპესი), სტომატოლოგიური პათოლოგიების დროს, გინეკოლოგიაში საშვილოსნოს ყელის ეროზიისას და კუჭის დაავადებების დროსაც კი.


image

ყველაზე ხშირად იყენებენ პროპოლისის 10%-იან ნაყენს. სახლის პირობებში მისი დამზადება საკმაოდ მარტივია.


1. ფარინგიტისა და ტონზილიტის დროს გამოივლეთ ყელში დინდგელის ნაყენი, რომელიც ფიზიოლოგიურ ხსნართან იქნება გაზავებული პროპორციით 1:10.


2. იგივე კონცენტრაციის ხსნარია საჭირო სტომატოლოგიური დაავადებების დროს პირში სავლებად.


3. სინუსიტისა და ჰაიმორიტის დროს: ზემოაღნიშნული პროპორციით გაზავებული ნაყენი ჩაიწვეთეთ ცხვირში.


4. ოტიტის დროს ყურში მოითავსეთ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონი. თუ პროცედურას ბავშვს უტარებთ, მაშინ ნაყენი განაზავეთ თბილი, გადადუღებული წყლით პოპორციით 1:1. მოზრდილებმა ასევე შეიძლება ყურში ჩაიწვეთონ აღნიშნული ნაყენის 5%-იანი ხსნარის 2-2 წვეთი, სრულ გამოჯანმრთელებამდე.


5. დინდგელის ნაყენით ინჰალაციას (1 წვეთი ნაყენი 5 მლ. ფიზიოლოგიურ ხსნარზე) იყენებენ სასუნთქი გზების დაავადებების დროს. მომზადებული ხსნარი უნდა ჩავასხათ ინჰალატორში.


6. ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალება: ნაყენის 15-20 წვეთი გავსხნათ ერთ სუფრის კოვზ რძეში ან წყალში და მივიღოთ ამამდე 30 წუთით ადრე.


7. კუჭის დაავადებების სამკურნალოდ 15-20 წვეთ ნაყენს უნდა დავუმატოთ 100 მლ. თბილი წყალი და მივიღოთ ჭამამდე 30 წუთით ადრე.


8. გაუზავებელი ნაყენით დაზელითა თუ მასში დასველებული საფენებით მკურნალობენ კანის დაზიანებებს, ჭრილობებს, ჰერპესულ გამონაყარს, ტერფების სოკოვან დაავადებებს, ქერტლს.


image

მიუხედავად უამრავი დადებითი თვისებებისა, პროპოლისით მკურანლობისათვის და ზოგადად დიაგნოზის სწორად დასმისთვის, მაინც აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

პროპოლისი უკუნაჩვენებია ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ ფუტკრის პროდუქტებზე ალერგია. სპირტზე დამზადებული პრეპარატის შინაგანად მიღება ასევე უკუნაჩვენებია ორსულებისთვის, ბავშვებისთვის და მძღოლებისთვის - მათთვის მხოლოდ გარეგანი გამოყენებაა შესაძლებელი. ალერგიული რეაქციების მაღალი რისკის გამო 3 წლამდე ბავშვებისათვის პროპოლისზე დამზადებული წამლით მკურნალობა საერთოდ არ არის რეკომენდებული.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. რისგან შედგება სინამდვილეში საკმეველი და რატომ კურნავს დაავადებებს - კვლევამ საიდუმლოს ფარდა ახადა!

image


2. კბილის გაზრდა ახლა უკვე ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ! - მეთოდი, რომელმაც ექიმებიც კი გააოგნა!

image


3. რა მოუვიდა გოგოს, რომელსაც 6 თვის მანძილზე შამპუნი არ გამოუყენებია - გამაოგნებელი შედეგი!

image


4. ამ შეცდომის გამო კარტოფილით 4 ადამიანი გარდაიცვალა! - როდის ხდება კარტოფილი მომწამვლელი

image


5. რატომ არ უნდა მივირთვათ ციტრუსი ზამთარში - ექიმების სენსაციური განცხადება

image

0
48003
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
48003
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0