x
არავერბალური კომუნიკაციები უფრო ხმამაღლა საუბრობენ
image
ჩვენი სხეულის ენა გაცილებით მეტ ინფორმაციას გასცემს ჩვენზე და ჩვენს ემოციებზე, ვიდრე ვერბალურად მათი გამოხატვა. ნებისმიერი ფიზიკური ჟესტი, რომელსაც ვაკეთებთ, ქვეცნობიერად თავისებურადაა აღქმული სხვების მიერ. ეს შეიძლება ჩვენს სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მოქმედებდეს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სხეულის ენას ვიყენებთ. ზოგიერთი ჟესტი ძალიან პოზიტიურ ასოციაციას ქმნის, ზოგი კი პირიქით, ნეგატიურს.
არიან ადამიანები, რომელთა პიროვნების ამოცნობა ძალიან ადვილად შეიძლება იმდენად მარტივ სხეულის ენას მიმართავენ. თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებთაც ნებისმიერი სირთულის სხეულის ენის გაშიფრვა შეუძლიათ და მათი მოტყუება არცთუ ისე ადვილია. სწორედ იმისათვის, რომ შევძლოთ ადამიანთა ქცევისა და ჟესტების გამოცნობა, მცირეოდენი ტრენინგი დაგვეხმარება გავიუმჯობესოთ უნარ-ჩვევები.

ფსიქოლოგების მიერ დადგენილია, რომ ადამიანთა ურთიერთქმედების პროცესში კომუნიკაციის 60%-დან 80%-მდე არავერბალური საშუალებების გამოხატვის ხარჯზე ხორციელდება და მხოლოდ 20%-40% ინფორმაციისა გადმოიცემა ვერბალური საშუალებების დახმარებით.
სხეულის მოძრაობის ენის განსაკუთრებულობას წარმოადგენს ის, რომ მისი გამოვლენაჩვენი ქვეცნობიერი იმპულსებით არის განპირობებული და ამ იმპულსების გაყალბება შეუძლებელია, ამიტომ შეგვიძლია ამ ენას უფრო მეტად ვენდო, ვიდრე ურთიერთობის ვერბალურ არხებს.

შეიძლება თუ არა სხეულის ენის შესწავლა?


დიახ, ნამდვილად შეიძლება და როგორც ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, აუცილებელიცაა, განსაკუთრებით კი ბიზნესმენებისა და გაყიდვების აგენტებისათვის. საკუთარი სხეულის მართვა ადამიანს დიდ შესაძლებლობებს ანიჭებს. სხეულის ენაში კარგად ჩახედული ადამიანები ასევე ფლობენ იმის უნარს, რომ უკეთ აღიქვან არავერბალურ კომუნიკაციაში ჩადებული კოდები და სწორად შეაფასონ გარშემომყოფთა რეაქციები, რაც მათ საშუალებას მისცემს, თავისთვის სასურველი მიმდინარეობა მისცენ მოვლენებს ადექვატური ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში.
სხეულის ენა საკმაოდ ფართოდ გამოყენებადი შეიძლება გახდეს ჩვენს ცხოვრებაში. ის შეიძლება დაგვეხმაროს საზოგადოებაში თვითდამკვიდრებაში, საკუთარი თავის უკეთ გამოხატვაში, ვიყოთ მომხიბლავი, მეგობრული და წარმატებული, საშუალება გვექნება პაემნის დროს შევისწავლოთ ფლირტი და მივხვდეთ რამდენად მოვწონვართ ადამიანს, ან სულაც ჩვენ მივახვედროთ, რომ მოგწონს, გამოვიყენოთ კარიერული წინსვლისათვის, ყურადღება მივაქციოთ ინტერვიუს დროს ჩვენდამი დამოკიდებულებას, მოვუგოთ ჭადრაკი ან პოკერი მოწინააღმდეგეს, გავიგოთ ვინ გვატყუებს, რა ხდება სინამდვილეში ჩვენ გარშემო.
იცოდე სხეულის ენა, ნიშნავს შეგეძლოს კითხვა სტრიქონებს შორის.
სხეულის ენის ტექნიკის კარგად ფლობა ასევე დიდ როლს თამაშობს ტყუილის გამოაშკარავებაში. ამ ტექნიკას იყენებენ პოლიციაში, სასამართლო ფსიქოლოგები, უსაფრთხოების ექსპერტები და სხვა გამომძიებლები. ამის ცოდნა ასევე სასარგებლოა მენეჯერებისთვის, დამსაქმებლებისთვის, რათა თავიდან აიცილონ თაღლითობა და შეცდომები.



გავეცნოთ რამოდენიმე მათგანს :


ხელის სახესთან შეხება
ამ დროს ტვინს არაცნობიერი უგზავნის სიგნალს არ თქვას რამე, რადგან ის არ არის სიმართლე .იმავეს ნიშნავს მუჭში სასხვათაშორისო ჩახველება, ხმის ჩაწმენდა და ა.შ. ბავშვები როცა ტყუიან, ხელს იფარებენ პირზე, ეს ერთგვარი ბავშვური ეშმაკობაა. ადამიანები იზრდებიან, სწავლობენ ტყიულის სიმართლედ გასღებას, დამაჯერებლად წარმოთქმას.ასე ჩაანაცვლა ქვეშეცნეულში დამალული პირზე ხელის აფარება პირთან მიტანილმა ხელისგულმა ან მუჭმა.
ცხვირთან შეხება
ასე იქცევა ადამიანი, როცა ტყუის.არაცნობიერი აქაც კარნახობს ტვინს პირზე ხელი აიფროს, მაგრამ ბოლო მომენტში პირისკენ წაღებული ხელი ცხვირს ეხება.
ქუთუთოსთან შეხება
ეს ჟესტი ნიშნავს, რომ ადამიანი ან თვითონ ამბობს დიდ ტყუილს, ან ისმენს და ეთანხმება სხვის ტყუილს.
ყურის სრესა
როცა ბავშვს არ უნდა რაიმეს გაგონება ყურებზე ხელს იფარებს. ეს ჟესტიც პატარს ქცევის მოდიფიცირებული, დახვეწილი ვარიანტია, თუმცა შინაარსი იგივეა. ადამიანს არ სურს მიიღოს გაგონილი.აგრეთვე ეს ნიშნავს: ''არ ვარ დარწმუნებული, რომ გეთანხმებით''.
ხელის მიტანა კბილებთან და მსგავსი ჟესტები
ყოყმანობს, დახმარება, გამხნევება სჭირდება.იმავეს ნიშნავს ფანქრის, სიგარეტის, პირში გაუაზრებლად ჩადება.
საყელოს გაწევა

ასე იქცევიან მატყუარები ან ისინი, ვინც ტყუილში ამხილეს.



0
59
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ბროლაძე
მარიამ ბროლაძე
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0