x
ალბერტ ბანდურა ''სწავლის სოციალურ–კოგნიტური თეორია''

imageროგორ ვსწავლობთ?
ამ კითხვაზე პასუხი სხვადასხვანაირად შეიძლება გავცეთ. ჰუმანისტების მიხედვით, სწავლა მაშინ არის ეფექტური, როდესაც ხდება ინდივიდუალური განსხვავების გათვალისწინება და დაკმაყოფილება.ბიჰევიორიზმის მიხედვით, ადამიანის ქცევის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ეკისრება გარე ფაქტორებს და იმ გამოცდილებას, რომელსაც იგი სოციალურ გარემოში იძენს. პიროვნული თავისებურებების მიუხედავად, ბავშვს შეუძლია ნებისმიერი ქცევის დასწავლა, თუ მას სათანადო განმტკიცება მოჰყვება. სწორედ ამ აზრს იზიარებდა ამერიკელი ფსიქოლოგი, ბ. ფ. სკინერი. თუმცა კანადელი ფსიქოლოგი ალბერტ ბანდურა ამბობდა : " ქცევის ბიჰევიორისტული ახსნა უფრო არასრულია ვიდრე არაზუსტი". ბანდურა ასევე მიუთითებს, რომ ფსიქოდინამიკამ უარყო ადამიანის ემოციების სირთულე და მრავალფეროვნება.მოტივებს და სწრაფვებს შეუძლიათ უკვე მომხდარის ახსნა, ხოლო იმის წინასწარმეტყველება, თუ რას იზამს ადამიანი კონკრეტულ სიტუაციაში–არა .
ბან­დუ­რამ თა­ვის თე­ო­რი­ას სო­ცი­ა­ლურ-კოგ­ნი­ტუ­რი დას­წავ­ლის თე­ო­რია უწო­და, რად­გან მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, „სო­ცი­ა­ლუ­რი“ ხაზს უს­ვამს ადა­მი­ა­ნის შე­მეც­ნე­ბი­სა და ქცე­ვის სო­ცი­ა­ლურ წარ­მო­მავ­ლო­ბას, ხო­ლო „კოგ­ნი­ტუ­რი“ — ადა­მი­ა­ნის ემო­ცი­ა­ზე, მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და ქმე­დე­ბებ­ზე შემეცნებითი პრო­ცე­სე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბას.

სოციალურ-კოგნიტური თეორია დამყარებულია რწმენებზე, მოლოდინებზე, მოტივაციასა და რაც ყველაზე მთავარია მე-კონცეფციაზე. ბანდურას მიხედვით, ადამიანის ფუნქციონირებას განსაზღვრავს პიროვნული ფაქტორები, გარემო და ქცევები და მათი ურთიერთდამოკიდებულება, რასაც ურთიერთდეტერმინიზმს უწოდებს.
ბანდურას მიხედვით ადამიანი გარკვეულწილად გავლენას ახდენს საკუთარ ქცევაზე. მაგალითად წვეულებაზე უხეშად მოქცევამ შესაძლოა ხალხის უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს და ეს დასჯად მოგვევლინოს ან პირიქით, ადამიანმა ისეთი გარემო შექმნას, რომ განმამტკიცებელი მეტი აღმოჩნდეს. გამოდის, რომ ქცევა ცვლის გარემოს.
სწავლების სოციალურ-კოგნიტური თეორიის მიხედვით ადამიანს შეუძლია ისწავლოს არა მხოლოდ საკუთარი ქცევის შედეგებიდან გამომდინარე, არამედ სხვებზე დაკვირვებითაც, მიბაძვით.
ბანდურა განასხვავებს სუფთა მიბაძვას და შეგნებულ მიბაძვას და ფიქრობს რომ სწავლა სწორედ ამ უკანასკნელზე უნდა იყოს დაფუძნებული, რადგან ამ შემთხვევაში სუბიექტი ხვდება მისაბაძი ქცევის მნიშვნელობას და შეგნებულად ბაძავს. სუფთა მიბაძვის შემთხვევაში კი მიმბაძველს არ ესმის იმ ქცევის მნიშვნელობა რომელსაც ბაძავს ( მიბაძვის ეს სახე ძირითადად ცხოველებისთვის და პატარა ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი).

ბანდურა აღწერს ოთხ პროცესს, რომლებისც ზეგავლენას ახდენს სხვაზე დაკვირვების გზით რაიმეს დასწავლაზე :
>ყურადღება ამ დროს აუცილებელია მისაბაძი ქცევის გულდასმით აღქმა. მოდელის მიმზიდველობა ხელს უწყობს დამკვირვებლის ყურადღებას. დიდი მნიშვნელობა აქვს ქცევის ღირებულებას, იგი ეფექტური და წარმატებული უნდა იყოს.
>შენარჩუნება დასწავლილი ქცევა უნდა იქნეს კოდირებული და შემდეგ უნდა მოხდეს მისი აღდგენა.
>გამეორება ქცევის წარმატებით დასასწავლად საჭიროა მისი ხშირი გამეორება. ასევე მნიშვნელოვანია მზაობა და მოტორული უნარების არსებობა.
>მოტივაცია მიბაძვით სწავლა ეფექტურია, თუ არსებობს ამ ქცევის განხორციელების სურვილი და მიზეზი.შეიძლება ვიცოდეთ თუ როგორ შევასრულოთ ესა თუ ის მოქმედება, მაგრამ ამის სურვილი არ გვქონდეს.

ყურადღებას და შენარჩუნებას ხელს უწყობს მოდელის (ადამიანის, რომელსაც აკვირდებიან) ქცევის ათვისებას, ხოლო აღდგენა და მოტივაცია უზრუნველყოფს დამკვირვებლის მიერ ნასწავლი ქცევის რეალურ განხორციელებას. მოსწავლეზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ მოდელის ქცევა, არამედ ის შედეგები, რომელიც მოდელის მოქმედებებს მოჰყვა, ანუ წახალისდა თუ დაისაჯა მოდელი გარკვეული ქცევისთვის.

სწავლების მნიშვნელოვანი მიზანია მოამზადოს მოსწავლეები მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისთვის. ალბათ სწორედ ესაა ყველაზე დიდი განსხვავება ბიჰევიორისტულ და სოციალურ-კოგნიტურ სწავლებებს შორის. ა. ბანდურას თეორიის გააზრებული გამოყენება მასწავლებელს საშუალებას აძლევს საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს მოსწავლის ქცევა, აკონტროლოს ის და განსაზღვროს ეფექტიანი ხერხები სასურველი ქცევის დაუფლებისთვის.

0
1035
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ბროლაძე
მარიამ ბროლაძე
1035
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0