x
მეტი
  • 18.12.2017
  • სტატია:72047
  • ვიდეო:325236
  • სურათი:427412
ლეონიდ ბრეჟნევი,"უძრაობის ხანა" და საბჭოთა საქართველო

image


19 დეკემბერს დაბადებიდან 110 წელი შეუსრულდა ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევს, ანუ როგორც მას ხალხი უწოდებდა "ძია ლონიას", რა შეიძლება ითქვას ამ პიროვნებაზე და მის მართვის პერიოდზე? მხოლოდ თბილი მოგონებები, დღესაც კი საბჭოთა რეჟიმის ყველაზე თავგადამკვდარი კრიტიკოსები მის მართვის პერიოდს მსუბუქად გვერდს უვლიან.."მშვიდობის მოყვარე", "კოცნის ჩემპიონი", კაცი, რომელსაც ჩინმედლების მიღება პატარა ბავშვივით უხაროდა, ხოლო მისი წარბები და ლაპარაკის მანერა ხომ ყოველთვის ღიმილისმომგვრელი იყო.



ბრეჟნევი უდიდესი ავტომოყვარული გახლდათ, კრემლის გარაჟში მანქანების უდიდესი კოლექცია იყო და ცკ-ს პირველი მდივანიც ხშირად დანავარდობდა სხვადასხვა მარკის ავტომობილებით, არც ქალების მიმართ იყო გულგრილი "ილიჩი"და რა თქმა უნდა უამრავზე უამრავი ანეკდოტები ბრეჟნევზე.

image


და ბოლოს....1981 წელს წარმოთქმული ბრეჟნევის სიტყვები, რომელიც ალბათ ყველა საშუალო და უფროსი თაობის ადამიანს ახსოვთ:"Не подвели и тбилисские динамовцы: овладели одним из самых почетных европейских призов. Не зря мы все за них болели".(არ გაგავაწბილეს თბილისის დინამოელებმაც: დაეუფლნენ ერთ-ერთ ყველაზე საპატიო ევროპულ პრიზს, ტყუილად არ ვგულშემატკივრობდით")

imageფოტოზე:ბრეჟნევის უზარმაზარი პლაკატი სასტუმრო"ივერიის" წინ(ახლანდელ ვარდების მოედანზე)




ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი საბჭოთა სახელმწიფოს მეთაური იყო 1964-1982 წლებში, ოთხგზის საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური შრომის გმირი, სსრკ-ს მარშალი და ლიტერატურაში ლენინის პრემიის ლაურეატი .


ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დროს "უძრაობის ხანას "უწოდებენ, ანუ როდესაც დაიწყო ეკონომიკური სტაგნაციის პერიოდი საბჭოთა კავშირში.

image

ფოტოზე: ვერიკო ანჯაფარიძე და ლეონიდ ბრეჟნევი



P.S-მოდით გადავხედოთ წარსულს და გავიხსენოთ ზოგიერთი მსხვილი პროექტი, რომელიც უძრაობის ხანაში განხორციელდა საქართველოში:


1)გაიხსნა "ენგურჰესი"


2)ახალი ანძა ფუნიკულიორზე.(ძველი გორში იქნა
გადატანილი)


3)გაიხსნა დიდი საკონცერტო დარბაზი-ფილარმონია.


4)დაიწყო გლდანის მასივის მშენებლობა-110 ათას კაცზე გათვლილი.


5)გაიხსნა აეროპორტი -თბილისის სამრიგიანი ავტოსტრადა.


6)გაიხსნა ჭადრაკის სასახლე


7)ავტოვაგზალი(გულიას ქუჩაზე)


8)ფუნიკულიორის ქვედა სადგური


9)სასტუმრო "აჭარა"


10)უნივერმაღი "თბილისი"


11)რესპუბლიკური საავადმყოფო 1200 კაცზე გათვლილი.


12)მეტეხის ორრიგიანი საავტომობილო გვირაბი


13)მეურნეობის მიღწევათა გამოფენის პავილიონები
წერეთელზე.


14)1976-79-საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა.(ეს ის არის,
ხალხმა რომ უწმაწური სახელი შეარქვა, ახლა იქ ბანკია
განთავსებული.)


15)"დინამოს" სტადიონი 75 ათას მაყურებელზე გათვლილი.


16)მოხდა ძველი თბილისის რეკონსტრუქცია


17)აღდგენილი იქნა ოპერისა და ბალეტის
თეატრი.


18)გაიხსნა მეტროპოლიტენის ახალი, საბურთალოს ხაზი


image



იხილეთ აგრეთვე:


საინტერესო ფაქტები "კოცნის ჩემპიონის"-ლეონიდ ბრეჟნევის შესახებ


საბჭოთა ბელადების ავტომობილები-ლენინიდან გორბაჩოვამდე


რა ბედი ეწიათ საბჭოთა ბელადების შვილიშვილებს?


რა ცუდი იყო საბჭოთა კავშირში ცხოვრება


საინტერესო ფაქტები საბჭოთა კავშირზე, რის შესახებაც არასდროს მოუყოლით თქვენს მშობლებს

1
1468
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1468
  
2016, 20 დეკემბერი, 17:21
სტუდენტობის დროინდელი ერთი ლექსის ნაწილი გამახსენდა ბრეჟნევზე ნათქვამი-брови черные густые речи томные пустые-ო.
0 1 1