x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
საინტერესო ფაქტები საბჭოთა კავშირზე,რის შესახებაც არასდროს მოუყოლით თქვენს მშობლებს
1-ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი-დღეს ეს აბსურდულად გეჩვენებათ არა? არა და ფაქტია, ტუალეტის ქაღალდს ვერ იყიდიდით მაღაზიაში.საბჭოთა მწარმოებლები ასე ფიქრობდნენ, რატომ დაიხარჯოს ფული რაღაც სისიულელეში, როდესაც ამდენი გაზეთი გამოდის?


ტუალეტის ქაღალდის მასიური წარმოება მხოლოდ 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო, მასზე უდიდესი მოთხოვნა იყო.იდგა კილომეტრიანი რიგები, შოვნა ძალზე ძნელი იყო.


მხოლოდ 80-იანი წლებში მოხერხდა ტუალეტის ქაღალდის წარმოების დეფიციტის აღმოფხვრა.

image



2-ფირფიტები რენტგენის სურათებზე-შეგიძლიოათ წარმოიდგინოთ თქვენი ცხოვრება საყვარელი მუსიკის გარეშე? ვერც საბჭოთა ახალგაზრდები ძლებდნენ დასავლური მუსიკის გარეშე, რომელიც აკრძალული იყო საბჭოეთში, ჰოდა მიდიოდა მათი ჩაწერა არალეგალურად რენტგენის სურათებზე, რომელიც მედიკებს აღარ სჭირდებოდათ.ხალხმა მას "ნეკნების პლასტინკები" შეარქვა.

image

3-ლუდი სამ ლიტრიან ქილებში.

დიახ ბატონო.ჩამოსასხმელი ლუდის საყიდლად რომ მიდიოდი შენი ჭურჭელი უნდა წაგეღო, თვითონ ლუდი უზარმაზარი კასრებიდან ისხმეოდა.ყველაზე პოპულარული სამ ლიტრიანი ქილა იყო.ხანგრძლივად თუ რიგში დადგებოდი შეიძლება თბილი ლუდიც შეგხვედროდა...თუმცა ფასი ახლანდელთან შედარებით ბევრად იაფი იყო.3 ლიტრი 1, 30 მანეთი დაგიჯდებოდათ.

image

4-ძეხვი საექიმო-გაინტერესებთ რატომ ერქვა ასე? დღეს ამ სახეობის ძეხვი მეორეხარისხოვნად ითვლება, მაშინ კი ითვლებოდა, რომ საექიმო ძეხვი სპეციალურ შემადგენლობას შეიცავდა, რომელის სამკურნალო და დიეტური იყო.

საბჭოთა პერიოდში ეს ძეხვი გახდა არა ჯანსაღი კვების სიმბოლო, არამედ საზეიმო სუფრის ატრიბუტი.

image

5-საღეჭი რეზინა-დღეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია ნებისმიერ ბავშვს ან მოზარდს სანატრელი ჰქონდეს საღეჭი რეზინა.

საბჭოთა ბავშვებისთვის კი ეს დიდი ფუფუნება და იშვიათობა იყო.საღეჭი რეზინი ძირითადად საზღვარგარეთ წასულ დიპლომატებს ან მსახიობებს შემოჰქონდათ.(სხვა დასავლურ საქონელთან ერთად).

ჩვენთან თბილისში გადასასვლელ ხიდზე ჰქონდათ ბირჟა ბოშებს, რომლებიც ძირითადად ამერიკული სიგარეტით და საღეჭი რეზინებით ვაჭრობდნენ.

image


6-გადასახდი უშვილობის გამო-საბჭოთა კავშირის დროს ეს კანონი მისი არსებობის ბოლო წუთამდე არსებობდა.თუ გაუთხოვარი ან დაუქორწინებელი იყავით სახელმწიფოს თქვენი ხელფასიდან 6% მიჰქონდა.

ხოლო ბედნიერი მშობლები პირიქით, სახელმწიფოსგან დამატებით ანაზღაურებას იღებდნენ ყოველ ბავშვზე.

image


7-რკინის ფარდა-არც მთლად მასე იყო საქმე, თითქოს საბჭოთა მოქალაქეს საზღვარგარეთ წასვლაში "რკინის ფარდა" უშლიდა ხელს.

ნებისიმიერ ადამიანს თავისუფლად შეეძლო მოხვედრილიყო სოციალისტურ ქვეყნებში, მაგალითად ჩეხეთში, ბულგარეთში ან გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

შედარებით გართულებული იყო კაპიტალისტურ ქვეყანაში წასვლა, უნდა გაგევლო საიმედოობის მკაცრი კონტროლი.

image


8-სახიფათო იყო საბჭოთა კავშირში ცხოვრება?-აბრევიატურების-უშიშროების კომიტეტის და სახალხო კომისარიატის ხსენებაზე შეასაძლოა ახლაც ვინმეს ტანზე ჭიანჭველებმა დაუაროს.

სინამდვილეში ჩვეულებრივ საბჭოთა მოქალაქეებს ეშინოდათ ამ სპეცსამსახურების?


საბჭოთა პერიოდში ამ ორგანიზაციებს დიდი ზეგავლენა ჰქონდათ, მაგრამ თითქოს ისინი ნებისმიერს წაავლებდნენ ქუჩაში ხელს საკმაოდ გადაჭარბებულია.


პირიქით, საბჭოთა პერიოდში ცხოვრება ბევრად უსაფრთხო იყო ვიდრე ახლა.ბავშვებს თავისუფლად შეეძლოთ გვიან ღამემდე ეთამაშათ.

ხოლო რაიმე ტერორისტული აქტზე ხომ ლაპარაკი ზემდეტი იყო.

image

9-სამეცნიერო ტექნიკური მიღწევები-ამჟამად სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესში იაპონია და აშშ ლიდერობს, მაგრამ დაახლოებით ნახევარი საუკუნის უკან საბჭოთა სამეცნიერო მიღწევებს შურის თვალით უყურებდნენ დასავლეთის ქვეყნები.განსაკუთრებით დიდი მიღწევები საბჭოეთს კოსმოსის და ატომური ენერგეტიკის სფეროში ჰქონდა.

image

9
1548
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1548
  
2016, 20 იანვარი, 14:09
აუ პედროს ჟუვაჩკა და ლოვეს ჟუვაჩკა კიდევ მაგრები იყო :)
2015, 20 აპრილი, 21:46
ახლაი ხომ ააშენეს რა
2015, 20 აპრილი, 21:39
რა ,,ქვეყანა" დაუნგრევიათ! :))
2015, 20 აპრილი, 21:14
ეგ ფირფიტები არ მახსოვს ნამდვილად და ვერც მემახსოვრება :))
2015, 20 აპრილი, 21:08
)))))) აი რენტგენის ფირფიტები ძალიან პატარა ვიყავი 5-6 წლის ვიქმებოდი და ბიძაჩემთან ვნახე..იყალთოში სხვათა შორის))))
2015, 20 აპრილი, 21:06
პედრო, პედრო, კევი კევი, ჟუვაჩკა ჟუვაჩკა :))) რა დამავიწყებს :))
2015, 20 აპრილი, 21:03
მადლობა მაკა......კევებს რომ ყიდინენ არ გეხსომება
2015, 20 აპრილი, 20:46
დავბრუნდი ბავშვობაში :)) (გავაზიარე)
0 1 9