x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
Game2: Winter-რუსული რეალიტი შოუ,სადაც გაუპატიურება და მკვლელობაც კი ნებადართულია

image


რეალიტი-შოუ Game2: Winter- ცნობილი ფილმის, "შიმშილის თამაშების" მოტივებზეა აგებული, რომლის იდეაც ნოვოსიბირსკელ ბიზნესმენს ევგენი პიატკოვსკის ეკუთვნის.



როგორც პროექტის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ამ ექსპერიმენტით სურთ
დარწმუნდნენ რამდენად შეუძლია ადამიანს გადარჩეს მხეცებით გარშემორტყმულ
ველურ გარემოში შეზღუდული რაოდენობის საკვებით.


image


ტელეშოუს 2 000 კამერა 24 საათის განმავლობაში 900 ჰექტარზე
დააკვირდება, ამასთანავე დღეში სამჯერ იქნება პირდაპირი რეპორტაჟი. 30 კაცი
და ქალი 9 თვის განმავლობაში შეეცდება გადაურჩეს ციმბირის ტყის მკაცრ
პირობებს, ყოველ მონაწილეს უფლება აქვს თან იქონის 100 კილოგრამი
ტვირთი(რაც მოესურვება)

პირველი გადაცემა ეთერში 2017 წლის 1 ივლისს გავა.


“ბრძოლა, ალკოჰოლი, მკვლელობა, გაუპატიურება, მოწევა, ყველაფერი
ნებადართულია”- ნათქვამია შოუს სარეკლამო რგოლში, თუმცა დანაშაულის ჩადენის
შემთხვევაში რა თქმა უნდა მონაწილე პასუხს აგებს რუსეთის კანონმდებლობის
მიხედვით.

გამარჯვებულს პრიზი:1, 6 მილიონი დოლარი ელოდება.


ტელეშოუ 7 ენაზე განხორციელდება (რუსული, ინგლისური, არაბული, ჩინური, ფრანგული, გერმანული და ესპანური)

image


განცხადებების მიღება დაწყებულია, ამჟამად დარეგისტრირებულია 50 მსურველი, რუსეთიდან, აშშ-დან და უკრაინიდან.





იხილეთ აგრეთვე:
image
სექსი ყუთში-"გახრწნილი დასავლეთის" ყველაზე სკანდალური ტელეშოუები



უცხოეთიდან შემოტანილი 10 სატელევიზიო შოუ, რომელიც ქართულ ტელევიზიებში გადის ან გადიოდა

"TV MR საქართველომ"-2015 წლის ყველაზე პოპულარული ტელეგადაცემების რეიტინგი გამოაქვეყნა

0
270
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0