x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ეს ნივთები არასოდეს ათხოვოთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს
გარკვეული წლებიდან ვიცით, რომ ჰიგიენა ჯანმრთელობის განუყოფელი კომპონენტია. სხეულზე ზრუნვას პირველად მშობლები ასწავლიან ბავშვებს, შემდეგ საბავშვო ბაღში მასწავლებლები, სტუდენტობის დროს კი არაერთ ლექციას ვისმენთ ჩვენი პროფესორებისგან. სწორედ მიკრობიოლოგების ლექციები და რჩევები მინდა გამცნოდ, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიმართულია სწორედ ჰიგიენისკენ. დერმატოლოგებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ არსებობს ნივთები, რომლებიც არ უნდა გავიყოთ ყველაზე ახლობელ ადამიანთანაც კი.


image


გთავაზობთ პირადი ჰიგიენის 12 ნივთს, რომელთა გამოყენება ახლობლებისა და მეგობრების მიერ დაუშვებელია და აი რატომ...



1. საპონი. ფიქრობთ რომ საპონი თავის თავსაც ასუფთავებს? სიმართლე ის არის, რომ ყოველი გამოყენების შემდეგ მისი ზედაპირი იფარება მიკროორგანიზმებით, მიკრობებითა და გადამდები ვირუსებით, რომლებიც ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე. ანტიბაქტერიული საპონიც კი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს კანზე, ასევე არ არის ისეთი ეფექტური ნეიტრალიზატორი ბაქტერიებისთვის, როგორიც წარმოგვიდგენია. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ტენიანობა კიდევ უფრო ზრდის საპონზე ბაქტერიების, მიკრობებისა და ვირუსების გასამრავლებლად ხელსაყრელ გარემოს. ექსპერტები მხოლოდ იმ ფაქტს აღიარებენ, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ იგივე საპონი მრავალჯერ თუ ის მხოლოდ თქვენია, რადგან თქვენმა სხეულმა უკვე მოახდინა ადაპტირება "ბაქტერიულ მიკროფლორასთან".


image



2. პირსახოცი. ალბათ გიგრძვნიათ გამოყენების შემდეგ დასველებულ პირსახოცზე ნესტის სუნი. ეს სწორედ ბაქტერიების, სოკოსა და ვირუსების განვითარების საწყისი ეტაპია. პირსახოცი ფაქტობრივად ბაქტერიების კერაა და განსაკუთრებით მაშინ, თუ მას გამოყენების შემდეგ სააბაზანოში დატოვებთ. სწორედ ამ მიზეზის გამო ის აინფიცირებს სოკოვანი ინფექციებითა და ბაქტერიებით ჩვენს კანს, რაც იწვევს აკნეს, გამონაყარს და კონიუნქტივიტსაც კი. ამიტომ, თქვენი პირსახოცი გამოიყენეთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ, რომელსაც გააშრობთ ჰაერზე მოხმარების შემდეგ და ყოველი 4–5 გამოყენების შემდეგ აუცილებლად გარეცხეთ.

image



3. საპარსი. არასოდეს გამოიყენოთ სხვისი საპარსი (და პირიქით), ვინაიდან გამოყენების შემდეგ ის ხდება ბაქტერიებისა და მკვდარი უჯრედების ბინა, რომელიც გამოყენების შემდეგ ინფექციების მაღალ რისკს წარმოადგენს. გარდა ამისა იცოდეთ, რომ სწორედ საპარსის მეშვეობით შეგიძლიათ ადვილად დაინფიცირდეთ ცე–ჰეპატიტითა და აივ ვირუსით.

image



4. კლიპერი ფრჩხილებისთვის. მაშინაც კი, თუ ადამიანს სუფთა და ჯანმრთელი ფრჩხილები აქვს, მისი კლიპერის გამოყენება კატეგორიულად გვეკრძალება, ვინაიდან თითების და ფრჩხილების განსაზღვრულ ადგილებში იმალება სოკოვანი ბაქტერიები, რომელიც HPV ტიპის ვირუსის წყარო შეიძლება გახდეს. ამიტომ აუცილებლად დასპირტეთ ყოველი გამოყენების წინ ის და არ გაიყოთ ახლობლებთან.

image




5. პინცეტი. თუ თქვენ ხშირად იყენებთ წარბების კორექციებისთვის მეგობრის პინცეტს, ეს ძალზედ ცუდი ჩვევაა, რადგან ის შეიძლება სერიოზული დაავადებებისა და ინფექციების მიზეზი გახდეს. ალბათობაა დიდი დაინფიცირდეთ ცე–ჰეპატიტიტა და აივ ვირუსით. თუ სხვა გამოსავალი არაა, დასპირტეთ პინცეტი გამოყენებამდე.

image



6. ყველაფერი, რაც ინახება ქილაში (კრემი, ბალზამი, ვაზელინი და ა.შ). კრემი, რომელშიც რამოდენიმე ადამიანის თითი ხვდება, ადვილად ხდება სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკური ბაქტერიების გადამდები მიზეზი, რაც გამოიწვევს აკნესა და ფოლიკულიტს. ასე, რომ კრემის სხვისთვის გაზიარება, ნამდვილად ცუდი იდეაა, ამისათვის გამოიყენეთ არა თითი, არამედ ხის ჩხირი, ბამბის ტამპონი და ა.შ.

image



7. ჟელეს ბურთულიანი დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები. ნაკლებად ვფიქრობთ, რომ ვინმემ თქვენი დეოდორანტის თუ ანტიპერსპირანტის გამოყენება გთხოვოთ, თუმცა მსგავს შემთხვევაში უნდა გახსოვდეთ, რომ ის მძიმე ინფექციებს გამოიწვევს, განსაკუთრებით მაშინ, თუ გაპარსვის შემდეგ იღლიაში ჭრილობა გექნებათ. ისიც დაიმახსოვრეთ, რომ დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები უბრალოდ არომატიზატორებია ოფლის სუნის შესანიღბად და მის ზედაპირზე ბაქტერიები ადვილად და უპრობლემოდ მრავლდება.

image



8. პემზა. კარგად იცით, რომ პემზის ქვა აცილებს ქუსლებიდან კანის მკვდარ ქსოვილებს. გაითვალისწინეთ, რომ მას შეუძლია ადამიანიდან ადამიანზე გადაიტანოს სოკო და ვირუსები, ამიტომ ნუ გამოიყენებთ სხვის პემზას, იქონიეთ თქვენი.

image




9. ტუჩსაცხი. ტუჩის ზედაპირზე სისხლძარღვების ფართო ქსელია, რომელიც მიკრობების ჩათვლით, ყველაფერს იტევს. ამიტომ სხვისი ტუჩსაცხისა და ჰიგიენური ბალზამის გამოყენება ცუდი იდეა იქნება, რაც აუცილებლად გახდება ჰერპეს თუ სხვა ვირუსების წყარო.

image



10. კბილის პასტა. სრულიად წარმოუდგენელია თუ როგორ შეუძლია ერთ ჩვეულებრივ პროცედურას გახდეს ინფექციების მიზეზი, თუმცა ეს ასეა. იმ შემთხვევაში, თუ კბილის პასტას დატანების პროცესში ჯაგრისს შეახებთ, მასზე მყოფი ბაქტეირები თავისუფლად გადავა პასტაში, რაც მომდევნო გამომყენებლის ჯანმრთელობაზე აუცილებლად აისახება.

image



11. საყურე. თუ ითხოვეთ სხვისი საყურე, აუცილებლად გაწმინდეთ ის სპირტით, რადგან სისხლით გადამდები უამრავი დაავადების წყარო შეიძლება გახდეს.

image




12. ყურსასმენი, რომელიც ყურში ჯდება ხშირად ხდება მიზეზი ბაქტერიების, როგორიცაა სტრეპტოკოკი და სტაფილოკოკი. შედეგად კი იწვევს ფურუნკულს და აბსცესს. ბაქტერიების გამრავლების საფრთხე უფრო დიდია, თუ ვარჯიშის პროცესში იყენებთ ყურსასმენს, რადგან დამატებითი სითბო და ტენიანობა ხელს უწყობს მათ გამრავლებას. ხშირად დასპირტეთ ყურსასმენი, განსაკუთრებით კი თუ სხვისას მოიხმართ.

image



იხილეთ აგრეთვე:


* 15 ნივთი, რომელიც სახლში ყველას გაქვთ და აუცილებლად უნდა გადაყაროთ

* ხშირად მოხმარებადი თავის მოვლის საშუალებები, რომელთაც შეუძლიათ მოგკლან

* 10 რამ, რასაც ყოველ დღე აკეთებთ და გაუცნობიერებლად ვნებთ საკუთარ ჯანმრთელობას

* რამ შეიძლება იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე? 1

* რამ შეიძლება იმოქმედოს ჩვენს ჯანმრთელობაზე? 2

0
519
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
519
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0