x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"გავრცელდა ინფორმაცია ჩემი სრული გამოჯანმრთელების შესახებ, რაც ნაადრევია..."-გია მაისაშვილი

image
როგორც მოგეხსენებათ, ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე გია მაისაშვილი უმძიმეს სენს, ტვინის სიმსივნეს ებრძვის. წარუმატებელი ქიმიო-თერაპიის შემდეგ 40 დღიან შიმშილობასაც კი მიმართა, რამაც შედეგი არ გამოიღო.
გია მაისაშვილი კვლავ აგრძელებს ამ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლას. იგი მკურნალობის კურსს ჰიუსტონში გადის.

გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ერთ-ერთი სააგენტოს მიერ დაწერილი სტატია სათაურით "გია მაისაშვილმა სიმსივნე დაამარცხა." სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბატონმა გიამ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ამასთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა რომ ინფორმაცია მისი სრული გამოჯანმრთელების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და ნაადრევია. ხოლო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ერთი წლის წინანდელია:



"ჩემო ძვირფასებო, რომელიღაც სააგენტომ, ალბათ კარგი განზრახვით გაავრცელა ერთი წლის წინანდელი ინფორმაცია ჩემი სრული გამოჯანმრთელების შესახებ, გახარებული ადამიანები რეკავენ და მილოცავენ, რაც სამწუხაროდ ნაადრევია. იმედია საბოლოოდ ასეც იქნება. ახლა მკურნალობა ჰიუსტონში მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ რომ თუ დღევანდელი კარგი მდგომარეობა შენარჩუნდა იანვრის ბოლოს ჩამოვიდე და იგივე მკურნალობა თბილისში გავაგრძელო. ასევე დავუბრუნდე აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას იმ ხნის მანძილზე რაც დამრჩა. ამდენი კეთილის მსურველის შემყურე არ მემეტება ჯერ იმქვეყნად წასვლა, ჯერ არ მაქვს აქაური ამოცანა დასრულებული, თორემ განა ყველა იმ ქვეყნის შვილები არ ვართ. მაგრამ აქ ამდენი საქმეა, ამდენი მოსაფერებელია, ოჯახი, შვილები, მეგობრები, სტუდენტები, თქვენ, თორემ შეუცვლელი არავინაა, მხოლოდ შვილებისთვის ხარ შეუცვლელი, განსაკუთრებით როცა ისინი ასე პატარები არიან. ამაზე არც მინდა საუბარი. სანამ ამ ქვეყნად ვართ ვეცადოთ იგი ცოტათი მაინც გავალამაზოთ. იცოცხლეთ დიდხანს ლამაზად!!!"imageimage

0
540
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
540
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0