x
image
ნათია ჩხობაძე
სწორი კვება

თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა სწორ კვებას. ჰაერის, პროდუქტებისა და წყლის გაბინძურების დონე საკმაოდ მაღალია. რის გამოც, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელმა დაიწია. მეცნიერების აზრით, რაციონალური კვება უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებას 120-150 წლამდე. სწორედ საკვები წარმოადგენს ადამიანის ენერგიის წყაროს. საკვები შეიცავს ყველა სასიცოცხლო ნივთიერებას, რომელიც კვებავს ორგანიზმსს უჯრედულ დონეზე, უზრუნველყოფს შინაგანი ორგანოების სწორ ფუნქციონირებას. ნივთიერებათა ცვლის პროცესიც საკვებ პროდუქტებზეა დამოკიდებული.
არასწორი კვება იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, იმუნური სისტემის დასუსტებას, დიდია ქრონიკული დაავადების რისკი და იწვევს ნაადრევ დაბერებას.
მაინც რას ნიშნავს სწორი კვება? პირველ რიგში, როცა ვსაუბრობთ სწორ კვებაზე, იგულისხმება ცხიმების, ცილების, ნახშირწყლებისა და სხვა სასიცოცხლო მინერალების ჩართვა საკვებ რაციონში. სწორი კვება

აუცილებელია, რომ დღის განმავლობაში მიიღოთ საკმარისი (1, 5-2ლ) რაოდენობის წყალი. იკვებოთ რეგულარულად, დღეში რამდენჯერმე და მცირე ულუფებით. ამოიღეთ ან შეამცირეთ სწრაფი კვების პროდუქტები რაიონიდან. მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში მიირთვათ ბოსტნეულიც, ბურღულიც და ხილიც. ტკბილული შედარებით მცირე რაოდენობით მიიღეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას :)


0
715
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
715
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0