x
image
ნათია ჩხობაძე
მედიტაცია და წონაში დაკლება

"მედიტაცია - მდუმარებაა ენერგიით შემავსებელი და ასრულების მომტანი.
მდუმარება - მჭერმეტყველი გამოთქმაა გამოუთქმელისა."
- შრი ჩინმოი
image

მედიტაცია ეს არის გონებრივი დისციპლინა, რომლის მთავარი მიზანი ღრმა ფიქრის მეშვეობით ცნობიერების გაღმავება და განვითარებაა. ცნობიერებას განსაკუთრებული კავშირი აქვს ადამიანის გონებასთან და სულთან. მედიტაციის სხვადასხვა მეთოდი არსებობს
მედიტაცია გეხმარებათ, როგორც თვითაღმოჩენაში, ასევე დადებითად მოქმედებს წონის დაკარგვაზე, სტრესისა და შფოთვის მოხსნაზე.
მედიტაცია არის ყოველდღიური პრაქტიკა მართოთ საკუთარი გონება, გათავისუფლდეთ დაძაბულობისაგან და დაიბრუნოთ ნათელი გონება, ასევე დამშვიდდეთ და იგრძნოთ სულიერი სიმსუბუქე. ზოგიერთი ადამიანი მედიტაციას ახდენს 5 წუთშიც, თუმცა მეცნიერები ავარაუდობენ, რომ ის გაცილებით ხარნგრძლივად, დაახლოებით 20 წუთი მაინც უნდა მიმდინარეობდეს.
მეტიდაციის მთავარი მიზანია კონცენტრირება გონებაზე და მისი საბოლოო დამშვიდება, რითაც თავისუფლდება ცნობიერება. წარმატების შემთხვევაში თქვენ აღმოაჩენთ რომ შეგიძლიათ მედიტაცია ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას, რითაც მიაღწევთ შინაგან სიმშვიდეს ირგვლივ არსებული სიტუაციის მიუხედავად ასევე აღმოაჩენთ რომ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი რეაქცია და აზრები, მაგრამ ამისათვის თავდაპირველად საჭიროა შეისწავლოთ თქვენი გონება და აკონტროლოთ სუნთქვა.
როგორ უნდა მოახერხოთ მედიტაცია?
განსაკუთრებით სასარგებლოა მედიტაცია დილით, გაღვიძების შემდეგ, ზოგიერთ ადამიანს ურჩევნია დღის ბოლოს, დაძაბულობის მოსახსნელად. თავიდან, ყველაზე ადვილი მედიტაცია არის დილით, რადგან სხეული დასვენებულია. სასურველია პირველ ჯერზე 5-15 წუთით შემოიფარგლოთ მედიტაციისთვის.
რა უნდა გააკეთოთ? დახუჭეთ თვალები, იპოვეთ ან შექმენით მშვიდი და დასასვენებელი გარემო. დამწყებთათვის მნიშვნელოვანია მოვიცილოთ ყველა ის გარემოება, რომელმაც შეიძლება მიიქციოს ჩვენი ყურადღება. გათიშეთ ტელევიზორი, ხმა გამოურთეთ ტელეფონსა და სხვა ხმაურიან ტექნიკას. თუ უსმენთ მუსიკას შეარჩიეთ მშვიდი და ნაზი ჰანგები, რომელიც ხელს არ შეგიშლით კონცენტრირებაში. კონცენტრირება მოახდინეთ სუნთქვაზე და სხვა არაფერზე.
მოდუნდით ყველაფრისგან. ეძიეთ სხეულის ის ნაწილები, რომელიც არ არის მოდუნებული მოცემულ მომენტში, როდესაც იპოვით მათ (და თქვენ აუცილებლად იპოვით მათ) შეგნებულად მოადუნეთ ისინი. შეიძლებათ მიხვდეთ რომ ამა თუ იმ ორგანოს მოდუნებას ვერ შეძლებთ თუ არ შეიცვალეთ პოზა. ეს ძირითადად ხდება ხერხემალტან ახლოს მდებარე კუნთების შემთხვევაში. თქვენ ასევე შეიძლება შეიგრძნოთ, რომ ცოტა მოხრილი ხართ და გჭირდებათ გამართვა, ასევე ხშირია სახეზე არსებული პატარ-პატარა კუნთების დაძაბულობა.
შეარჩიეთ მშვიდი ადგილი მედიტაციისთვის. მედტაციისთვის ტავდაპირველად ნუ აირჩევთ ხალხმრავალ ადგილს სადაც ხმაურის დონე მაღალია, მედიტაციისათვის კარგია წყნარად ხის ქვეშ ყოფნა ან საყვარელი ბაღის კუთხეში ბალახზე დაჯდომა.
დაჯექით ჰორიზონტალურ მიწაზე. დაჯექით ბალიშზე თუ მიწა თქვენთვის არ არის კომფორტული. არ არის აუცილებელი მიიღოთ ნახევრად ლოტუსის ან სტანტარული ლოტუსის პოზა (ლოტუსი – პოზა რომელსაც იღებენ ძირითადად მედიტაციის დროს). თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი პოზა, მთავარია ზურგი იყოს გასწორებული, რაც შემდგომ დაგეხმარებათ შემდგომ სწორად სუნთქვაში.
გამოწიეთ თქვენი მენჯის ძვალი წინ და დაჯექით ბალიშის ან სავარძლის წინა ნაწილზე, ისე რომ უკანა ნაწილი მოშორდეს მიწას.
image

მაინც რა კავშირია მედიტაციასა და წონის დაკარგვას შორის?
დიახ! არსებობს კავსირი მედიტაციასა და წონის დაკარგვას შორის. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ჩვენი ცნობიერი და არაცნობიერი გონება შეთანხმებულად მოქმედებენ და თანხმდებიან ცვლილებებზე. ყველაფერი ხომ გონებით იმართება?
ეს ცვლილებები შეიძლება იყოს მთელი რიგი ფაქტორები, როგორიცაა საკვებზე დამოკიდებულების შეცვლა და არაჯანსაღ საკვებზე უარის თქმა. მედიტაცია გვეხმარება გონებით განვსაზღვროთ ჩვენი ცუდი ჩვევები, რომლებიც წონის აკრეფაში მთავარი "დამნასავეები" არიან. ძირითადად ჭარბი წონა ემოციური სტრესის ფონზეა გამოხატული, როცა ადამიანი საკვებით ახდენს დანაკლისის შევსება, მედიტაცია კი გვეხმარება მოვიპოვოთ სიმშვიდე და დავთრგუნოთ ცუდი ემოციური ფონი, შევინარჩუნოთ ნათელი გონება და განვსაზღვროთ მიზნები.

თუ თქვენ მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში ხართ, დიეტა და სწორი კვება ვერ დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. სტრესის, დროს გამოიყოფა ჰორმონები, რომლებიც ხელს უწყობენ ცხიმის დაგროვებას ორგანიზმში. მედიტაცია კი გეხმარებათ სტრესის მოხსნაში, შესაბამისად -გახდომაში. რაც, მთავარია მედიტაციის საშუალებით, უნდა ისწავლოთ სტრესთან განმკლავება და მისგან გათავისუფლება. მედიტაციას თუ სწორი კვებით შეუწყობთ ხელს მიიღებთ სასურველ შედეგებს.
თუ გსურთ, რომ მედიტაცია გამოიყენოთ გახდომაში, დარწმუნდით, რომ სწორად აკეთებთ მას, არ უნდა იყოთ დაძაბული და პროცესი მომაბეზრებელი. თუ მედიტაციის შემდეგ აღწევთ გონების გათავისუფლებას და სიმსუბუქეს გრძნობთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ის ყოველდღიურ პრაქტიკაში.

0
66
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0