x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
რატომ არის ექიმის ხალათი თეთრი და რაში ეხმარება ეს ფერი პაციენტებს - ის, რასაც ვერასოდეს იფიქრებდით!
image
რა ასოციაციას იწვევს თქვენში თეთრი ხალათი? ჩვეულებრივ მხოლოდ ერთს: თქვენს წინაშე ექიმი დგას. ექიმის თეთრი ხალათი ადამიანში, ქვეცნობიერის დონეზე მაინც, იწვევს პროფესიონალის მიმართ ნდობას.

სინამდვილეში, ისევე, როგორც უნიფორმა სამხედრო პერსონალისთვის, თეთრი ხალათიც დიდი ხანია სამდიცინო პერსონალის სპეცტანსაცმელია. ექიმები, მედდები და სანიტრებიც კი - ანუ კლინიკის მთელი პერსონალი, უმეტეს შემთხვევაში თეთრი ხალათით დადის. მაგრამ ეს ყოველთვის ასე როდი იყო. მაინც რატომ ატარებს მსოფლიოში სამედიცინო პერსონალის 75% თეთრი ფერის უნიფორმას? მოდით გავერკვეთ.

თეთრ ხალათებზე პირველად ალაპარაკდნენ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. მანამდე ექიმის სტანდარტული უნიფრომა ამგვარი იყო: წინსაფარი და ხელთათმანები, თუ საქმე ეხებოდა სერიოზულ ოპერაციას. სულ ეს იყო. ოდითგანვე ექიმებს იცნობდნენ არა ტანსაცმლის მიხედვით, არამედ სახეზე, როგორც თავისი დროის ნამდვილ გმირებს.

თეთრი ხალათის გამოყენების აუცილებლობაზე პირველად ინგლისელები ალაპარაკდნენ. ინგლისელმა ექიმმა, ჯოზეფ ლისტერმა განავითარა მთელი თეორია თეთრი ხალათის ანტისეპტიკური თვისებების შესახებ და დაიწყო ამ თემაზე სამეცნიერო პოლემიკა. მოგვიანებით პოლემიკაში "ჩაერთო" თავად ცხოვრება. გასული საუკუნის დასაწყისში, 1918 წელს, ესპანური გრიპის ეპიდემიის დროს, რომლის შედეგად მილიონამდე ადამიანი დაიღუპა, დაიწყო თეთრი ხალათების მასობრივი დანერგვა.

ამას გარდა, გასულ საუკუნეში თეთრი ხალათის მიხედვით მსჯელობდნენ ქირურგების პროფესიონალიზმზეც. შესრულებული ოპერაციის ხარისხს თავიდან განსაზღვრავდნენ სწორედ თეთრ ხალათზე არსებული სისხლის ლაქებით. ჩვენს დროში თეთრმა ხალათმა დაიკავა მყარი პოზიციები ყველა სფეროში, სადაც აუცილებელია სისუფთავე და სტერილურობა.
image

ცოტა ხნის წინ ექიმების ტანსაცმლის შესახებ კამათი განახლდა და ინგლისში გადაწყვიეს უარი ეთქვათ თეთრ ხალათზე. მაგრამ ექსპერიმენტი წარუმატებელი გამოდგა, რადგან ხალათის გარეშე ექიმების ნდობა პაციენტებს აღარ ჰქონდათ და ზოგჯერ მათ მიმართ შიშიც ეუფლებოდათ.

მაინც რატომ არის ხალათის ფერი თეთრი? და არა, მაგალითად კრემისფერი, ლიმონისფერი, ბაცი ცისფერი? ამის შესახებ პასუხს იძლევა კოლორიმეტრია - მეცნიერება ფერების შესახებ. ალბათ შემჩნეული გაქვთ, როგორც იცვლება ჩვენი განწყობა ამა თუ იმ ფერის დანახვისას - როგორ ემოციებს წარმოშობს ჩვენში ესა თუ ის ფერი.

თუ კოლორიმეტრიას დავუჯერებთ, თეთრი ფერი ადამიანს განაწყობს გულახდილობისკენ, აზროვნებისკენ, ერთობისკენ, ხელუხლებდობისა და სისუფთავისკენ. ანუ დადებით გავლენას ახდენს პაციენტებზე. თეთრხალათიანები ყოველთვის განსაკუთრებულ ნდობას იწვევენ პაციენტებში.

ამას გარდა, კვლევებზე დაყრდნობით, დიდი ბრიტანეთის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თეთრი ფერის ხალათი ზრდის მედპერსონალის კონცენტრაციას სამუშაოზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ თეთრი ხალათის ჩაცმის შემდეგ, ექიმი ნაკლებ შეცდომებს უშვებს.


ლბათ შეგიმჩნევიათ, რომ ქირურგების უნიფორმა არა თეთრი, არამედ მწვანე ან ლურჯი ფერისაა. გაინტერესებთ რატომ? გადადით ბმულზე და გაიგებთ:

image



ასევე დაგაინტერესებთ, როგორ კეთდება საკეისრო კვეთა (დეტალური ფოტოაღწერა)


image


და როგორ კეთდება მკერდის გადიდების ოპერაცია (დეტალური ფოტოაღწერა)

image


საინტერესოა ასევე:

5 შეცდომა, რომელსაც წამლების მიღების დროს ვუშვებთ - გაითვალისწინეთ!


როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან გრიპი და გაციება - დაიმახსოვრეთ ეს 6 ნიშანი!

2
1585
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1585
  
2016, 9 დეკემბერი, 10:34
ჩემთვის თეთრი ფერის ხალათი ექიმთან ერთად "პარიკმახერთან" ასოციირდება თანამედროვე ენაზე "სტილისტთან" :-))
2016, 8 დეკემბერი, 13:23
ან რატომაა ნარინჯისფერი საგზაო თუ რკინიგზის მუშების ფორმები,ან თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთი(სინამდვილეში ნარინჯისფერი)
0 1 2