x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508580
5 შეცდომა, რომელსაც წამლების მიღების დროს ვუშვებთ - გაითვალისწინეთ!
image
რაც დრო გადის ადამიანის მხრივ წამლების მოხმარება სულ უფრო იზრდება, რადგან არასწორი ცხოვრების წესის გამო ჩვენი ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდება. გარდა ამისა ორგანიზმისთვის დიდი ზიანის მომტანია ასევე თვითმკურნალობა, რომელსაც ძალიან ბევრი მიმართავს. ამგვარი მკურნალობა ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია, უკიდურეს შემთხვევაში კი ადამიანის სიკვდილით შეიძლება დამთავრდეს.


ამერიკულმა ორგანიზაცია FDA-მ (Food and Drug Administration), აჩვენა, რომ წამლების მიღების დროს დაშვებული შეცდომების გამო მსოფლიოში დღეში მინიმუმ ერთი ადამიანი კვდება, ხოლო 1, 3 მილიონი ავადდება სხვადასხვა სიმძიმის დაავადებებით. პაციენტების შესახებ ინფორმაციის ეროვნულმა საბჭომ (NCPIE) შექმნა პროგრამა, სახელწოდებით "ისაუბრეთ თქვენს სამედიცინო საშუალებებზე", რომლის მიზანია პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მეტად გაზიარება რიგითი მოქალაქეებისათვის.


ქვემოთ გთავაზობთ წამლების მიღების დროს ყველაზე ხშირად დაშვებულ 5 შეცდომას, რამაც შეიძლება არასასურველი შედეგი გამოიწვიოს.


1. პრეპარატის მიღება აკრძალულ პროდუქტებთან ერთად.


image

ყოველთვის არის შესაძლებელი იმის გაგება, რომელი პროდუქტები შეიძლება ურთიერთქმედებდეს თქვენს მიერ მიღებულ პრეპარატთან. მაგალითად, გრეიფრუტის წვენს შეუძლია გააძლიეროს ან პირიქით, შეასუსტოს წამლის შეთვისება. არის წამლები, რომელთა მიღება, იმავე მიზეზით, არ შეიძლება კალციუმით მდიდარ პროდუქტებთან ერთად. სპირტის მიღება არ შეიძლება ანალგეტიკებთან და სედატიურ საშუალებებთან ერთად.


2. არასწორი დოზირება.

image

აუცილებელია ყურადღებით გაეცნოთ რეცეპტსა და წამლის მიღების ინსტრუქციას, რათა დარწმუნეთ, რომ სწორ დოზას იღებთ.


3. უკუჩვენებების უგულვებელყოფა.

image

ამან შეიძლება შედეგად გამოიღოს მკურნალობის არაეფექტურობა ან ინტოქსიკაცია.


4. შენახვა.

image

მაგალითად, სააბაზანო ოთახში სამკურნალო საშუალებების შენახვა არ შეიძლება, რადგან ორთქლმა და სინათლემ შეიძლება წამლის სტრუქტურა შეცვალოს. ზოგიერთი წამლის შენახვა რეკომენდებულია მაცივარში, რადგან ოთახის ტემპერატურაზე შესაძლოა ეფექტურობა დაკარგოს.


5. წამლის გარეგანი დათვალიერება.

image

პრეპარატის ფერის შეცვლა თავად პრეპარატის ცვლილებაზე მიუთითებს, ამიტომ ამგვარი წამლის მიღება კატეგორიულად არ შეიძლება. თუმცა ამგვარი გაფუჭებული აბების უბრალოდ გადაყრაც არ შეიძლება, რადგან შესაძლოა ზიანი მოუტანოს გარე სამყაროს. რეკომენდებულია მათი ჩადება პოლიეთილენის პაკეტში და მხოლოდ ასე ჩაგდება სანაგვე ყუთში.

0
314
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0