x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
საოცარი გულგრილობის ისტორია-მკვლელობა,რომლის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო
imageშეყვარებული წყვილის აუდიოფაილს ამჟამად სწავლობს საგამომძიებლო კომიტეტი, სადაც ახალგაზრდა ქალის სიცოცხლის უკანასკნელი წუთებია ჩაწერილი.


იანა სავჩუკი მისმა ყოფილმა შეყვარებულმა მოკლა, როგორც გაირკვა ახალგაზრდა ქალის გადარჩენა შეიძლებოდა, თუმცა საოცარი გულგრილობა გამოიჩინეს როგორც გამვლელებმა, აგრეთვე საგანგებო სამსახურის ოპერატორმა.მეტიც, ქალმა ოპერატორისგან ასეთი ცინიკური პასუხი მიიღო:"თუ ის მოგკლავთ, აუცილებლად მოვალთ, გვამს ავღწერთ..ნუ ნერვიულობთ"


image


ახლა საქმეში მთავარი სამხილია აუდიოჩანაწერი, რომელიც 36 წლის იანამ სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე მობილულ ტელეფონზე ჩართო, ეს ქალმა მას შემდეგ გააკეთა, როდესაც მისმა ექს-შეყვარებულმა ანდრეი ბოჩკოვმა შუა ქუჩაში ათობით გამვლელის თვალწინ ცემა დაუწყო.



როგორც იანას მამამ განაცხადა, მისმა ქალიშვილმა ბოჩკოვი 2 წლის წინ გაიცნო.ის, რომ მამაკაცი არაერთგზის ნასამართლევი იყო, იანამ იცოდა ამის შესახებ, მამაკაცი არც მალავდა ამ ფაქტს, იგი აქტიურად ანთავსებდა სოციალურ ქსელში ციხეში გადაღებულ ფოტოებს.

image

ორი თვის წინ ბოჩკოვმა იანას საყვარელი კატა დაახრჩო, რის შემდეგაც ქალმა გადაწყვიტა საბოლოოდ დაშორებოდა შეყვარებულს, თუმცა ბოჩკოვი მოკვლით ემუქრებოდა იანას, იმ შემთხვევაში თუ უკან არ დაუბრუნდებოდა მას.


სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე ახალგაზრდა ქალმა მოასწრო საგანგებო სამსახურში გადარეკვა, თუმცა მის განცხადებას გულგრილად შეხვდნენ და დისპეტჩერმა ურჩია "ცოტაც მოეცადა".


ამის შემდეგ ბოჩკოვმა შუა ქუჩაში ქალს ცემა დაუწყო, არცერთი გამვლელი არ ჩაერია კონფლიქტში და არც პოლიციას გამოუძახა.როდესაც შეატყო ბიჩკოვმა, რომ ქალს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, ადგა და მშვიდად წავიდა.


იანა რამდენიმე საათის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.


ბოჩკოვს მკველელობისთვის 15 წლიანი პატიმრობა ელოდება.


3
703
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
703
  
2016, 24 ნოემბერი, 19:52
სწორი მიდგომაა...
2016, 24 ნოემბერი, 19:49
ამერიკაში შეიძლება რაღაც რაღაცეები არ მომწონდეს,მაგრამ სამართლაში საღოლ..რა 15 წელიწადი....მინიმუმ სამუდამო პატიმრობა..ან სიკვდილით დასჯა
2016, 24 ნოემბერი, 19:27
ის ოპერატორიც უნდა მიუსვან გვერდით ამ მანიაკს, რა გოგო მოუკლავს...
0 1 3