x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ქაქუცა ჩოლოყაშვილი
image საქართველოს ეროვნულ გმირად მიჩნეული ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი, დაიბადა1888 წლის 14 ივლისს მატანში, თბილისის გუბერნიაში. ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ერთ-ერთი ცნობილი ქართული გვარის ჩოლოყაშვილების წარმომადგენელი იყო, რომლის მატარებლებიც თავადები იყვნენ და საქართველოს სამხედრო და პოლიტიკურ ელიტას მიეკუთვნებოდნენ. მამამისი, თავადი იოსებ ჩოლოყაშვილი, 1659 წლის კახეთის აჯანყების ერთ-ერთი მეთაურის — ბიძინა ჩოლოყაშვილის შთამომავალი იყო. ქაქუცა სწავლობდა ტფილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, რომელიც 1907 წელს დაამთავრა, 21 წლის ასაკში ჯარში გაიწვიეს. მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში, სადაც ოფიცრის წოდება მიიღო. 1912 წელს, გათავისუფლდა სამხედრო სამსახურისგან და საქართველოში დაბრუნდა.

1913 წელს ცოლად შეირთო ნინო მეღვინეთუხუცესი, რის შემდეგაც საკუთარ მამულში
სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი.
1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ქაიხოსრო ჯარში გაიწვიეს.
ის იბრძოდა აღმოსავლეთის, კერძოდ - ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ფრონტზე, სადაც
ხელმძღვანელობდა ესკადრონს, 1914 წელს იგი მძიმედ დაიჭრა და თავისივე სურვილით კავკასიის ფრონტზე არიერგარდის ხელმძღვანელად გადაიყვანეს.

image


1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და შევიდა


ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის

გამოცხადების შემდეგ ჩოლოყაშვილი საქართველოს არმიის პოლკოვნიკი გახდა და

მონაწილეობდა ქართული კავალერიის ჩამოყალიბებაში.1919 წელს გახდა საქართველოს

თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

image

1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის მიერ თბილისის აღების შემდეგ

საქართველოს მთავრობასთან და არმიასთან ერთად დასავლეთ საქართველოს შეაფარა

თავი, იყო ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორის, ბენიამინ ჩხიკვიშვილის ადიუტანტი

1921 წლის 17 მარტს ბათუმის ნავსადგურიდან თითქმის მთელმა მთავრობამ

დატოვა საქართველო, მაგრამ ქაქუცა ჩოლოყაშვილი მათ არ გაჰყოლია, იგი იმ დროს

იმყოფებოდა სამეგრელოში, სადაც ჯერ კიდევ საქართველოს ოკუპაციამდე იყო

მივლენილი ცხენოსანი არმიის ჩამოსაყალიბებლად.

1923 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი რამდენიმეჯერ დაესხა თავს წითელ არმიას.

ამასობაში "დამკომმა" გადაწყვიტა 1924 წლის თებერვალში აჯანყება დაწყებულიყო,

მოგვიანებით თარიღმა აგვისტოთვის გადაიწია. ქაქუცა აქტიურად მონაწილეობდა

აჯანყების მომზადებაში, მან თითქმის 600-მდე კაცი მოაგროვა.

image


აჯანყება 1924 წლის 29 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ჭიათურაში აჯანყება 28 აგვისტოს დაიწყო, რამაც მნიშვნელოვნად

არია შეთქმულთა გეგმები და ხელისუფლებას გაუადვილა მისი ჩახშობა. მიუხედავათ

ამისა, 29 აგვისტოს, ჩოლოყაშვილის მცირერიცხოვანმა რაზმმა აიღო მანგლისი.

1924 წლის ოქტომბრის ბოლოს 26 თანამებრძოლთან ერთად თურქეთის გავლით

საფრანგეთში გადაიხვეწა.

საქართველოში დარჩენილი მისი სიმამრი ილია მეღვინეთუხუცესი დახვრიტეს, ხოლო

მეუღლე ნინოს ასევე დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ შემდეგ ქალიშვილებთან, 7 წლის

თამართან და 3 წლის ქეთევანთან ერთად, გადაასახლეს.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი 30 თანამებრძოლთან ერთად ტრაპიზონში ჩავიდა, საიდანაც

გეზი საფრანგეთისკენ აიღო. ჯერ ავსტრიის ფრონტზე და შემდეგ სარიყამიშში მიყენე-

ბულმა მძიმე ჭრილობებმა ემიგრაციაში იჩინა თავი. თანამებრძოლებმა ქაქუცა ოსტსაუას

სანატორიუმში მოათავსეს, მაგრამ მკურნალობამ ამაოდ ჩაიარა და 1930 წლის 27 ივნისს

ის ტუბერკულოზის შედეგად გარდაიცვალა.

ანდერძისამებრ, მისი ნეშტი უნდა დაეწვათ, რათა ასე უფრო იოლად მოხერხდებოდა

მისი ფერფლის საქართველოში მოხვედრა. ჩოლოყაშვილის ანდერძი არ შესრულდა და

იგი დაკრძალეს პარიზის მახლობლად, სენტ-უანის სასაფლაოზე. მოგვიანებით, ქაქუცა

ჩოლოყაშვილის ნეშტი გადაასვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

image

3
244
7-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
244
  
2016, 23 ნოემბერი, 22:25
კი სამწუხაროდ ასეა
2016, 23 ნოემბერი, 21:29
გეთანხმები, ქართველების ერთ ერთი მინუსია ეგ
2016, 23 ნოემბერი, 16:30
ვერ ვაფასებთ ჩვენ სათანადოდ ჭეშმარიტ გმირებს...
0 1 3