x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
მექსიკაში ფეხბურთელმა წითელი ბარათის ჩვენების გამო მსაჯი მოკლა
imageმექსიკაში, ქალაქ ტაუნსიგოში სამოყვარულო საფეხბურთო მატჩის დროს, ფეხბურთელმა რუბენ რივერა ვესკასმა მოკლა მსაჯი იმის გამო, რომ წითელი ბარათი უჩვენა.ამის შესახებ საინფორმაციო ტელეარხი RT იტყობინება.


ტრაგედია 6 ნოემბერს დატრიალდა.მას შემდეგ, როდესაც ვესკასი მსაჯმა მოედნიდან გააძევა, იგი მოულოდნელად შევარდა მინდორზე და მსაჯს თავი სახეში ჩაარტყა.ამის შემდეგ 58 წლის არბიტრი ვიქტორ ტრეხო მიწაზე უგრძნობლად დაეცა.ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ვერ შეძლო მისი გადარჩენა.


რუბენ ვესკასი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, ამ დროისთვის პოლიცია დანაშავის ძებნითაა დაკავებული.


ანალოგიური ფაქტი მოხდა ამა წლის თებერვალში არგენტინაში, როდესაც ქალაქ კორდოვაში მატჩის დამთავრებისთანავე ახალგაზრდა ფეხბურთელმა 48 წლის მსაჯს, სეზარ ფლორესს სამჯერ ესროლა წითელი ბარათის ამოღების გამო.სროლის შედეგად მოედანზე კიდევ ერთი მოთამაშე დაიჭრა.



ფლორესი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მკვლელი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.



0
222
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0