x
image
ციცი
Mediator image
რა გამოხმაურება მოყვა თბილისში მომხდარ რიტუალურ მკვლელობას-"ისე შეიცხადეთ სატანისტ ბავშვებზე... ახლა იცხოვრეთ ამ ცოდვით..."
image
თბილისში, ბერი გაბრიელის ქუჩაზე მომხდარმა რიტუალურმა მკვლელობამ მთელი ქართული საზოგადოება შოკში ჩააგდო. 76 წლის ქალბატონი ლუბა ყოჩიშვილი, მის მიერ ნაშვილები და გაზრდილი შვილის, 18 წლის ირმა(მარიამ) ყოჩიშვილის მსხვერპლად იქცა. მკვლელობის საქმეზე 5 პიროვნება არის დაკავებული. ერთ-ერთი მათგანი მოკლულის შვილის შეყვარებული, 23 წლის ბექა შენგელია, რომელიც სოციალურ ქსელში sailer gothes-ს სახელით არის დარეგისტრირებული, გავრცელებული ინფორმაციით სექტანტური დაჯგუფების ლიდერია. ყველაზე საშინელი კიდევ ის არის, რომ გამოძიება კანიბალიზმის ვერსიაზეც მუშაობს.

დაკავებული პიროვნება ბექა შენგელია, ეგრეთ წოდებული sailer gothes, მიწვეული იყო გია ჯაჯანიძის 12 მაისის გადაცემაში "სხვა რაკურსში". გადაცემის მთავარი თემა გაუჩინარებულ არასრულწლოვნებს და ემო და სექტანტურ დაჯგუფებებს ეხებოდა, გადაცემის მიზანი გზააბნეული ბავშვების გადარჩენა იყო, თუმცა როგორც ყოველთვის დიდი რეაგირება არ მოყოლია ამ თემას.


"სხვა რაკურსის" პროდიუსერი მაია სტეფნაძე თბილისში მომხდარ ამ სასტიკ მკვლელობას "ფეისბუქით" ეხმიანება:

"საზოგადოების ფარისევლობამ გამაოცა. ისე შეიცხადეთ სატანისტ ბავშვებზე, თითქოს ამ წლების განავლობაში ჩვენი გადაცემა არ ცდლობდა თქვენი ყურადღება მათ პრობლემებზე მიგვექცია. რამდნჯერ შევეხეთ ამ თემას, რამდენჯერ გეხვეწათ გია ჯაჯანიძე - მშობლებო თქვენს შვილებს მიხედეთო. მაშინ დაგვცინოდით, მაშინ დადგმული შოუ გეგონათ. იმიტომ რომ არ გინდოდათ გეღიარებინათ, რომ თქვენი უსულგულობის გამო ეს ბავშვები უკვე სამუდამოდ დაიღუპნენ. ვეხვეწეთ შსს-ს, განათლების სმინისტროს, სოციალურ სამსახურს და ამ ბავშვების და ზოგადად მიწისქვეშა გადასასვლელებში თავშეფარებულების პრობლემებით დაინტერესება ვთხოვეთ. პასუხი იცით რა იყო? ეს ჩვენი პრობლემა არ არისო!!
ეხლა ვისი პრობლემაა? მაია სტეფნაძის და გია ჯაჯანიძის? დაიმახსოვრეთ ამ ახალგაზრდებს დახმარება ჭირდებოდათ და თქვენ მათ უარი უთხარით. ახლა იცხოვრეთ ამ ცოდვით..."


გამოხმაურება სტატუსზე:

ნანუკა ჟორჟოლიანი- ზუსტად ეგ ვიფიქრე. ჩემი გადაცემა ეთერში რომ გავიდა, (ერთ კვირაში გვქონდა ზუსტად) დამცინოდნენ, რეებს იგონებენ ესენიო... ახლა აღშფოთდნენ...!!
მაია სტეფნაძე-ნანუკა შოკში ვარ. რამდენჯერმე გვყავდნენ, ჯაჯო სულ იმას იმეორებდა მშობლებო მიხედეთო. ტყობ მათ თვითონ უნფოდათ რომ მიგვეხედა, თვითონ ეშინოდათ საკუთარი თავების...


ნინო ორდენიძე-რომ მახსენდება ის გადაცემა, ძალიამ ცუდად ვხდები! როგორ ითხოვდნენ ეს ადამიანები შველას!(მივმართეთ ყველა შესაბამის ორგანოს, ვითხოვდით ჩამოყალიბებულიყო საინიციატივო ჯგუფი! მაგრამ არა! პასუხად ის მივიღეთ, რომ თურმე ეს გადაცემა იყო შოუ!!! ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი საზოგადოება არაა დაკავებული იმ პრობლემებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია!"

მაია სტეფნაძე-ჩვენმ ჟურნალისტმა, ნიკოლას გოგიაშვილმა რამდენიმე დღე მათთან ერთად გაატარა და საინტერესო იცით რა იყო? ამ ბავშვებს მშობლების უყურადღებობის პრობლემა ქონდათ და ამ უპატრონობამ მიიყვანა აქამდე...

ნინო ორდენიძე-ნამდვილად უპატრონობამ მიიყვანა აქამდე! თითოეულ მათგანს ქონდა პრობლემა, სულ თვალწინ მიდგას ეხლა თქვენთან გასული სიუჟეტი!


გოგა როგავა- "დარწმუნებული ვარ სხვა მსგავსი იდეოლოგიის მქონე ბავშვები ამას გამოწვევად მიიღებენ არც გამიკვირდება მსგავსი შემთხვევბი რომ განმეორდეს, განსაკუთრებით თბილისში... ასეთი გზააბნეულების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება... ძალინ, ძალინ ბევრნი არიან, ჯერ ის რომ კატებს ატყავებენ სასაცილოა? ლოგიკურია რომ ადამიანებზეც გადავლენ, ასეთებს არანარი კავშირი არ აქვთ ზოგადად სატანიზმთან და ახლოსაც არ არიან, უბრალოდ საკუთარ პატარა მე-ს ახარებენ, მარტო ერთი ადამაინი ვერ გააკეთებდა ამას, ეს ორგანიზებული და დაგეგმილი რიტუალის და დანაშაულის შედეგია, ამ ამბავს კი დაივიწყებენ როგორც ბევრ სხვას..."


ნინო შიოლაშვილი -უკაცრავად და დიდი ბოდიში, ვინმემ რომ გკითხოთ ბექა შენგელიას რატომ გაუწიეთ რეკლამირება ესეც ხომ დანაშაულია, მე არ გადანაშაულებთ, წინასწარ არავინ არაფერი იცის რა მოხდება, რა პასუხს გასცემთ...ადამიანი ასეთი იბადება უპატრონობა არაფერ შუაშია...ისე ყველას ბრალია...ყველას აწევს ცოდვა მათ შორის თქვენ გადაცემასაც... მე არ მაქვს პრეტენზია და თქვენც ნუ აბრალებთ საზოგადოებას, ამერიკაში დამოუკიდებლად ცხოვრებას 18 წლიდან იწყებენ და კანიბალები არიან? ადამიანი სულით იბადება ასეთი საზიზღარი."image

0
794
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
794
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0