x
image
ციცი
Mediator image
"მე არ ვარ კარგი დედა... ჩემთვის უნდა ეკადრებინა მერს-მაიმუნო ვირიშვილო..."

image
ტელეკომპანია იმედის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო შოუს "სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად"-ის მთავარი პროდიუსერი და "დღის შოუს" თანაწამყვანი მაია სტეფნაძე სოციალურ ქსელით ეხმიანება ქალაქის მერიაში განვითერებულ გუშინდელ მოვლენებს და სტატუს აქვეყნებს:


"მე არ ვარ კარგი დედა. მე რომ ჩემი შვილების მომავალზე ვზრუნავდე, მაშინ მეც თავდაუზოგავად უნდა ვაპროტესტებდე ჩემი ქალაქის გაპარტახებას და იმას, რომ ცოტა ხანში სასუნთქი ჰაერიც კი აღარ იქნება. მაშინ მეც უნდა მეშიმშილა გულისწასვლამდე, მაშინ მე უნდა მომეთხოვა პასუხი და ჩემთვის ეკადრებინა მერს - მაიმუნო ვირიშვილო, მე უნდა მებრძოლა თითო ხის მოჭრაზე და მემილიონე კორპუსის ჩადგმაზე. მაგრამ მე არ ვარ კარგი დედა. ამიტომ პეკინიდან ჩამოსულ ჩემს ქალიშვილს თბილისში ასთმური შეტევა დაეწყო, 8 თვის ორსული შვილი იძულებულია სუფთა ჰაერის საძებნელად აღმა-დაღმა დადიოდეს და უკვე წინასწარ მეშინია შვილიშვილი როგორ უნდა გაიზარდოს ასეთ პირობებში. მაპატიეთ მეგობრებო, რომ მხოლოდ თქვენს კისერზე გადადის მთელი ერის საკეთებელი, მაპატიეთ შვილებო, რომ ცუდი დედა ვარ, მაპატიე ჩემო ქვეყანავ რომ ყველას ფეხებზე გვკიდიხარ. გ ვ ა პ ა ტ ი ე..."


როგორც მოგეხსენებათ, მერიაში გამართულ სხდომაზე, გუშინ ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს ირაკლი კუპრაძეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით, "მაიმუნო ვირიშვილოთი" მიმართა და სხდომა დაატოვებინა. რის შემდეგაც მერიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, რომლებიც აპროტესტებდნენ ქალაქში ხეების ჭრას, მერიას ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს და ქალაქის მერის მისამართით გაიძახოდნენ:-"ნარმანია, მაიმუნო ვირიშვილო, ჩამოდი!"

დავით ნარმანიასგან აქციის მონაწილეები ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ.image

2
2099
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
2099
  
2016, 26 ოქტომბერი, 0:37
უკაცრავად ასე გვიან რო ვწერ მაგრამ ცხელ გულზე არ მინდოდა არაფრის თქმა. რაც გაიგო ოჯახში მერმა იმ ლექსიკონით ლაპარაკობს. რა ქნას არ არის თავისი ბრალი როგორც გაზარდეს ისე იქცევა მაიმუნი ვირიშვილი
2016, 29 აგვისტო, 18:54
ხეები ნამდვილად არ უნდა იჭრებოდეს!
0 1 2