x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
თვეების ბავშვს ყური პირდაპირ ეთერში გაუხვრიტეს. "დღის შოუ" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
image
ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში, "დღის შოუს" პირდაპირ ეთერში თვეების ბავშვს ყური გაუხვრიტეს, რამაც საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია.

სოციალურ ქსელში გადაცემის დახურვას მოითხოვენ და არ ინდობენ არც ბავშვის დედას და არც შოუს წამყვანებს. მიაჩნიათ, რომ ამით მათ ბავშვის უფლებები დაარღვიეს:


"როგორც ფსიქოლოგი, აღშფოთებას გამოვხატავ ამ სიუჟეტიდან, გამომდინარე! გასაგებია რომ დედამ გითხრათ მინდა გავუხვრიტო და თქვენ არ დაგიძალებიათ, მაგრამ ნუთუ კონსულტანტიც კი არ გყავთ ვინც გეტყოდათ, რა დიდი მარაზმია ეთერში ბავშვის წამების გაშუქება. არ დაიწყოთ მანამდეც ტიროდა!!! ტიროდა იმიტომ რომ სიტუაცია თავიდანვე შეუქმენით სატირლად. იმედია ხვდებით რაც დააშავეთ და ის კი არ უნდა წეროთ, რომ მერე შეწყვიტა ბავშმა ტირილი. მინიმუმ ბავშვის უფლებების დარღვევისთვის ბოდიში უნდა მოიხადოთ. აღიაროთ და თქვათ რომ შეგეშალათ!!!!"

"ქართული "მარაზმის" კიდევ ერთი გამოვლინება. ქაჯები და საქაჯეთი. ნეტა ეს დედები ასეთი მონდომებით წიგნების სიყვარულს ასწავლიდნენ თავიანთ შვილებს და ეს "ვაი ჟურნალისტებიც" ცოტა მეტად განვითარდებოდნენ, მეტ შემეცნებით გადაცემებს მოამზადებდნენ. ამაზრზენია უკვე ამდენი ქაჯობა..."


" ვაიმე თქვენ ნორმალურები ხართ.??? დედამისია დასასჯელი, გავგიჟდი გადავირიე, პატარაა რას ერჩით საცოდავ ბავშვს. ძაან ცუდად ვარ..."

" იცით, არავის საქმე არაა ვინ რას გააკეთებს, უკვე მარაზმად იქცა ეს "გამართლება". ყველაფერზე თვალის დახუჭვა არასწორია, დღეს რომ რაღაც ერთ ცოტა მსუბუქ არასწორ თემაზე დახუჭავ თვალს, ხვალ უარესს გააკეთებენ და მოგთხოვენ ისევ თვალი დახუჭო."

"აქ წამიერ ტკივილზე არაა ლაპარაკი, ასეთი საყურით ვერ ვიძინებ მე პირადად და ბავშვს როგორ შეაწუხებს წამრომიდგენია, გვერდულად ვერ დადებს თავს წესიერად..."

" ისე, სხვა დროს კუზანოვს თუ მოიწვევთ უფრო კარგი შოუ გამოგივათ, იქნებ მაგაზეც დიდი ინტერესია და დედებსაც აქვთ მოთხოვნა, თან რეიტინგიც მაღალი გექნებათ... არაპროფესიონალიზმის კორიფები ხართ სამწუხაროდ. ნორმალურ ქვეყნებში მაგ საათებში მაგ სადიზმის ჩვენებას კი არა, წარმოთქმულ სიტყვის და თემის კონტროლი ხდება, რადგან ეგ საეთერო დრო ყველანაირი მაყურებლისათვის არის გათვალისწინებული, ბავშვებს უფრთხილდებიან!!!!! დასახურია თქვენი გადაცემა!!!!"

" არაა საჭირო ბავშვს ამ ასაკში სამკაული ავასხათ, ბავშვი თვითონაა ცხოვრების სამკაული, როცა გაიზრდება თვითონ გადაწყვიტოს უნდა თუ არა ყურის გახვრეტა, პირსინგი თუ რასაც აირჩევს..."



ამ ფაქტთან დაკავშირებით "დღის შოუ" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:


"დღის შოუს" სპეციალური განცხადება: დღევანდელი "მშობელთა კრების" ერთერთმა თემამ, "როგორ გავუხვრიტოთ ბავშვს ყური და რა უნდა ვიცოდეთ ამ პროცედურის შესახებ", ჩვენი ზოგიერთი მაყურებლის აღშფოთება გამოიწვია, რადგან პროცედურის დაწყებამდე ბავშვმა იტირა.
გვსურს გაცნობოთ, რომ ბავშვის ტირილი, ზოგადად, ჩვენც "დღის შოუს" პროდიუსერებსა და წამყვანებს, გვაშფოთებს და გვანერვიულებს. თუმცა ამ შემთხვევაში ყურის გახვრეტა გამოცდილი სპეციალისტების მიერ, ყველა წესის დაცვით მოხდა.
ამასთან, თავად ბავშვის მშობელი თანახმა იყო პროცედურა პირდაპირ ეთერში ჩატარებულიყო და განმარტა, რომ ბავშვის ტირილი პირდაპირ ეთერში გამოწვეული იყო ძილის პერიოდის დადგომით. თავად პროცედურა კი აბსოლუტურად უმტკივნეულოა.
„დღის შოუს" ამ კონკრეტულ გადაცემაში სწორედ იმის ჩვენება გვსურდა, როგორ მიმდინარეობს ეს პროცედურა და პასუხი გაგვეცა იმ დედებისთვის, რომლებიც გამუდმებით გვწერენ, მიზანშეწონილია თუ არა ჩვილისთვის ყურის გახვრეტა. ამ დემონსტრირებით, გვსურს მათ თავად გადაწყვიტონ, გაუხვრეტენ თუ არა საკუთარ შვილებს ყურს ადრეულ ასაკში.
აქვე გაცნობებთ, რომ პროცედურის შემდეგ, პატარა ნატალიმ შეწყვიტა ტირილი(რაც ეთერშიც ჩანდა), მიირთვა და მშვიდად დაიძინა..."

image

"მოცემული პოსტი უბრალოდ თავის გამართლებაა მეტი არაფერი. პროდიუსერებს ბრავო! იმედია საკმარისი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს გადაცემას, რეიტინგისთვის პატარას ცრემლები ამად ღირდა..."

" ძალიან განვიცადე და ბოლომდე ვერც ვუყურე. ჩემს ბავშვსაც აქვს ხოლმე ძილის პერიოდი და სანამ დაიძინებს ჭირვეულობს და არა ცხარე ცრემლებით ტირის.... ეს თავის გამართლება სასაცილოა ბავშვები ძილის წინ ასეთი ცრემლებით არ ტირიან... კი ჩვენ რა გვესაქმება ეგ დედის გადასაწყვეტია მაგრამ როცა ასე საჯაროდ გამოგაქვს როგორ ატირებენ ჩვილს ეგ უკვე მარტო დედას არ ეხება რადგან ხალხის სანახავად გამოიტანე მაშინ კეთილი ინებე და ის კრიტიკაც აიტანე რაც გამოიწვია საზოგადოებაში. ძალიან დიდი მინუსი გადაცემას ამისთვის და პირველ რიგში პროდიუსერს ბოდიში და თავში ტვინი არ აქვს!!!!!!!"

" სოფიკო ნარჩემაშვილს რა შეშფოთებული სახე ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, აღშფოთებულიც იყო, იმიტომ, რომ ნორმალური, ადეკვატური ადამიანია და არა აჟიტირებული, სენსაციას დახარბებული ქალი... თქვენი პროდიუსერი მაინტერესებს, თავი ალბათ ძაან კრეატიული ჰგონია..."

0
71
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0