x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"მშიერი ტურებივით რომ დადიან ყველა მმართველი პარტიის ოფისებში"-შალვა ნათელაშვილი ქართველ ინტელიგენციას აკრიტიკებს
image


"აი ესაა ჩვენი უბედურება. ერის ინტელექტის მონოპოლიაზე პრეტენზიის მქონე
ადამიანები მშიერი ტურებივით რომ დადიან ყველა მმართველი პარტიის ოფისებში.


აბა წარმოიდგინეთ პიერ რიშარი, ჟან მარე, ბელმონდო, ფრენკ სინატრა თუნდაც
რუსეთში ალა პუგაჩოვა აყუდებულნი მმართველ ძალთა ოფისების წინ. ის კი არა
კონსტანტინ რაიკინმა ამას წინათ ამხილა პუტინის რეჟიმი ტოტალურ ცენზურაში.



ელიტარული ინტელიგენცია რაზედაც ამ ხაშლამისტებს აქვთ პრეტენზია თავისი
ბუნებით, რევოლუციური, შეურიგებელი და ამაღლებული უნდა იყოს
არსებულ რეალობაზე. მხოლოდ მაშინ გვექნება ჯანსაღი სახელმწიფო და
საზოგადოება. საერთოდ პოლიტიკური პარტიები კაცობრიობის ისტორიაში უმცირესი
გაელვებაა. სულ რაღაც ორი საუკუნეა დაიწყო მათი ჩამოყალიბება. მანამდე
პოლიტიკურ ფუნქციებს განსაკუთრებით ოპოზიციურს ასრულებდნენ სწორედ ერის
ინტელექტუალური საზოგადო მოღვაწეები.

image

დიდი ილია საკუთარ ფენას, კლასს თავადაზნაურობას აუჯანყდა და იდეოლოგიურად დაამხო ისინი. თავად აბა საქართველოც მთელი მეცხრამეტე საუკუნე პოლიტიკურად, რომანტიკოსების და თერგდალეულთა იდეებით დგებოდა ფეხზე და ვითარდებოდა . რომ დაეწყოთ ილიას, ვაჟას, აკაკის, მაჩაბელს, გიორგი ერისთავს და მთელ ამ პლეადას პირადი სარგებლისათვის ხელისუფლებებთან წანწალი, ხელი აეღოთ სახალხო, ეროვნულ
იდეებზე რანი ვიქნებოდით დღეს, ან საერთოდ თუ ვიქნებოდით. აი ამიტომაა რომ,
გულს მიკლავს ასეთი კადრების ნახვა. თქვე მამაცხონებულებო ერთ მშვენიერ
დღეს ყველამ უარი რომ ვთქვათ ოპოზიციონერობაზე და თქვენთან ერთად მივადგეთ
სამთავრობო სასახლეებს თუ გიფიქრიათ რა დაემართება იმ ქვეყანას რომელსაც
ასე მგზნებარებით იგონებთ სამეფო ნადიმისას სუფრებზე?"-წერს სოციალურ ქსელში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

9
538
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
538
  
2016, 3 ნოემბერი, 10:07
ხალხო არ მიყვარს სიტყვა" სტატია" ნუ არც "პოსტი" მეხატება მთლად გულზე და ქართულად როგორაა ხო არ იცით ვინმემ?
2016, 3 ნოემბერი, 10:04
კაი პოსტებს მტრობს ალბათ , კარგია მუდამ მტრიანიო ხო გაგიგიათ და ეგაა რაა :-))
2016, 2 ნოემბერი, 18:39
ეჰ ეგ რომ ვიცოდე...
2016, 2 ნოემბერი, 18:38
კი, მაგრამ რა ჯანდაბა უნდა?
2016, 2 ნოემბერი, 18:37
კიდევ ორ მომხამარებელზე გადაკიდებული არ ვიცი ეგ იგივეა თუ სხვა....იქაც მუდმივად დისლაიქს უწერს...მხოლოდ ის ორივე ქალია
2016, 2 ნოემბერი, 18:32
ადმინისტრაცია მაინც ვერ აუკრძალავს, მაშინ სულ გააუქმონ დისლაიქის ფუნქცია, ამას კი არ იზავენ...
2016, 2 ნოემბერი, 18:29
ვეც ვეთანხმები შალიკოს......ჯანსუღ ჩარკვიანზედაც სხვათა შორის კომუნისტებიდან მოყოლებული ყველა პრობკას რომ ერგებოდა....ჰოო ეგ "დისლაიქა" განსაკუთრებული "განძია".."ინტემედიის" ..მივწერე მაგის შესახებ ადმინისტრაციას..თითქოს დაფაცურდნენ კიდეც ვარკვევთო..მერე მიყუჩდნენ..ერთ-ერთზე გვაქვს ეჭვიო მაგრამ რა თქმა არ მითხრეს ვისზე...
2016, 2 ნოემბერი, 18:21
მართალია, ამ საკითხში ვეთანხმები შალიკოს... ავტორო მტერი გყავს საიტზე, ყველა პოსტზე დისლაიქს გიწერს :) რამდენიხანია ვაკვირდები ... ვინაა რას გადაგეკიდა?
2016, 1 ნოემბერი, 14:27
მართალს ამბობს, ქეთი დოლიძის, გურანდა გაბუნიას და სხვათა და სხვათა ცრუ დაპირებები და ვოიაჟები
გამახსენა ამ სტატიამ...
0 1 9