x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ერთ-ერთი ბოლო საუბარი მახსოვს, მიშას ელაპარაკებოდა, უთხრა - ღმერთმა დაგიფაროთ, რამე არ დამემართოს, თორემ, რა გეშველებათ თქვე უბედურებოო…" - ზურაბ ჟვანიას მეუღლის ინტერვიუ 
image

9 დეკემბერს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდებოდა ზურაბ ჟვანიას, ქართველ პოლიტიკოსს, მწვანეთა პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელს და შემდგომ ხელმძღვანელს, პარლამენტის თავმჯდომარეს 1995-2001 წლებში და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს 2004 წლიდან სიკვდილამდე, 2005 წლის 3 თებერვლამდე.



დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო ამონარიდებს, მისი მეუღლის ნინო ჟვანიას ინტერვიუდან, იაგო ხვიჩიას და "გირჩის"საავტორო გადაცემიდან "საქართველოს დაბადება".



"ზურა ხვდებოდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლა საშიში იყო, არმაგედონს ეძახოდა სახლში, თუმცა მაინც თვლიდა ზურა, რომ ღირებულებებით მიშასთან უფრო ახლოს იყო და ითვალისიწინებდა იმ ფაქტორს, რომ მიშას ჰქონდა რეიტინგი."






„სუფრა გვქონდა. მოვიდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი, ოქრუაშვილი, მიშა… საუბრობდნენ და რაღაცებს ინაწილებდნენ. მესმოდა, იმას ჩამოვართმევთ, იმას ციხეში ჩავსვამთ თუ არ მოგვცემს… და ამაზე იცინოდნენ. მაშინ დავინახე, რომ კატასტროფა ხდებოდა… ზურამ, ალბათ, ეს იცოდა, რომ აქეთკენ წავიდოდა ყველაფერი.“



"ერთ-ერთი ბოლო საუბარი მახსოვს, მიშას ელაპარაკებოდა, უთხრა, – ღმერთმა დაგიფაროთ, რამე არ დამემართოს, თორემ, რა გეშველებათ თქვე უბედურებოო…"


ნინო ჟვანია პრემიერ-მინისტრის დაღუპვის დღესაც იხსენებს:


"მე და ზურას ისეთი ურთიერთობა გვქონდა, რომ არ იყო ღამე, როდესაც ჩვენ ერთად არ ვიყავით, ან ზუსტად არ ვიცოდი, სად იყო. ეს არ იყო ის ურთიერთობა, წავედი და კარგად იყავი. დააგვიანა მოსვლა, რომ დავიწყე რეკვა და 30-ჯერ დავრეკე, მერე წყნეთში თოვდა, ნახევარ გზაზე წყნეთიდან ფეხით წამოვედი. ღამის სამ საათზე ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი, რაც იქ მოხდა.შემდეგ რამდენიმე დღე ვცდილობდი, მეზობლები გამომეკითხა. პრინციპში, როგორია გამოძიო, როცა მთელი სახელმწიფო შენს წინააღმდეგ მუშაობს. მაგრამ მარტივი შეკითხვები, როგორ მოხდა ეს ამბავი, მაშინ როცა ჟანგბადის რაოდენობა იყო ნორმალური, CO-ს შემცველობა არ იყო სასიკვდილო, როგორ მოხდა ეს ამბავი.."

0
180
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0