x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ტრუსი,ბალბესი და ბივალი-55 წლის წინ ლეგენდარული სამეული პირველად გამოჩნდა ეკრანზე
image


1997 წელს იური ნიკულინის დაკრძალვაზე ევგენი მორგუნოვმა მოსკოვის მაშინდელ მერს იური ლუჟკოვს ჰკითხა:"მე და ვიცინს სად დაგვასაფლავებთ?" და იქვე თავის შეკითხვის განმარტება გააკეთა:"წარმოიდგინეთ ხალხი მოდის სასაფლაოზე, დამწუხრებულნი, ტირიან და ამ დროს ხედავენ ტრუსი, ბალბესი და ბივალი სასაფლაოზე ერთად წვანან, განწყობა მაღლდება, ხალხს ეღიმება."



თუმცა სამივე მსახიობი სხვადასხვა სასაფლაოზეა დაკრძალული და ისედაც ამ "შესანიშნავის სამეულის" ურთიერთობა რეალურ ცხოვრებაში იმდენად რთული იყო, რომ მათი ერთად დასაფლავებაც კი წარმოუდგენელი იყო.ისინი ეკრანის მიღმა ფაქტიურად არც ურთიერთობდნენ.


ლეგენდარული სამეულის შექმნის ისტორია ასე დაიწყო.ლეონიდ გაიდაის მოუვიდა იდეა გადაეღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები კინოალმანახის სერიების "სრულიად სერიოზულად" ფარგლებში, მანამდე გაიდაიმ ორი კინოკომედია გადაიღო, მაგრამ სრული ფიასკო განიცადა.ორივე ფილმი ჩაფლავდა.გაიდაი ისეთი სასოწარკვეთილი იყო, რომ საერთოდ კინოს მიტოვებასაც კი აპირებდა.



ერთხელ ლეონიდ გაიდაი მშობლებთან ირკუტსკის ოლქში ისვენებდა.სრულიად შემთხვევით სხვენში აღმოაჩინა ძველი გაზეთი, სადაც ფელეტონი იყო გამოქვეყნებული.


სტატიაში მოთხრობილი იყო ბრაკონიერთა ბანდის შესახებ, რომლებიც დინამიტით აპირებდნენ თევზის დაჭერას, მაგრამ ჭკვიანმა ძაღლმა ასაფეთქებელი მოწყობილობა წყლიდან ამოიღო.


გაიდაის ისტორია საკმაოდ სახალისო მოეჩვენა და მოსკოვში დაბრუნებისთანავე შეუდგა სცენარის წერას.მან გმირებს მეტსახელებიც შეარქვა.


ტრუსის, როლში მსახიობი უცებ შეარჩია, ეს იყო გიორგი ვიცინი, მით უმეტეს რეჟისორი ამ მსახიობთან ადრეც მუშაობდა, რაც შეეხება ბალბესი და ბივალი, კანდიდატი ბევრი იყო, რეჟისორმა 20-მდე მსახიობი მოსინჯა, მაგრამ კინომატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარის მიხაილ ჟაროვის დაჟინებული მოთხოვნით ბივალის როლში ევგენი მორგუნოვი დაამტკიცეს.რაც შეეხება ბალბესს, გაიდაი მის როლში სერგეი ფილიპოვის გარდა ვერავის ხედავდა, თუმცა ფილიპოვი იმ დროს გასტროლებზე იმყოფებოდა.ამ დროს ვიცინს გაახსენდა ცირკის მსახიობი იური ნიკულინი, რომელიც რაღაცით წააგავდა კიდეც ფილიპოვს. " ბალბესის ძებნა აღარ გვჭირდება, ნიკულინი-ეს ისაა ვინც გვჭირდება"-წამოიძახა გაიდაიმ.


1961 წლის ოქტომბერში შედგა ფილმის პრემიერა "ძაღლი ბარბოსი და არაჩვეულებრივი რბოლა".


image


წარმატებით ფრთაშესხმულმა გაიდაიმ მომდევნო წელს კიდევ ერთი მოკლმეტრაჟიაანი ფილმი გადაიღო სამუელის მონაწილებით:"არყის გამომხდელები".


image


1965 წელს რეჟისორმა ელდარ რიაზანოვმა სამეული მიიწვია კინოკომედიაში "მოგვეცით საჩივრის წიგნი" სადაც ისინი ჩხუბის სცენაში მონაწილეობენ.


image


იმავე 1965 წელს გამოდის გაიდაის ფილმი-კომედია "ოპერაცია ი, ანუ შურიკას ახალი თავგადასავალი", რომელიც სამი ნოველისგან შედგება, მესამე ნაწილში ჩვენი ანტიგმირები "საუკუნის ძარცვას" ანხორცილებენ.


image


შემდეგ იყო მუსიკალური სატელევიზიო ფილმი "რუსული ტყის ზღაპრები", სადაც ტრუსი, ბალბესი და ბივალი ბრაკონიერების როლს თამაშობენ.


image



1966 წელს გამოდის გაიდაის კინოკომედია "კავკასიელი ტყვე ქალი", სადაც სამეული თაღლითების როლში მოგვევლინენ.


image


მალე სამეული კინოდან გაქრა.ეს მას შემდეგ მოხდა, როდესაც გაიდაის და მორგუნოვს კამათი მოუვიდათ, თან ნიკულინსაც მობეზრდა ერთფეროვანი კინოისტორიები.


გავიდა წლები და ლეგენდარული სამეული აქა-იქ თუ გაიელვებდა ერთად.ძირითადად ეპიზოდურ როლებში, მაგალითად კინოკომედიაში "7 მოხუცი და ერთი გოგონა", ფილმ -კონცერტში "ეს არაჩვეულებრივი მუსიკოსები ანუ შურიკას ახალი სიზმრები(1977წელი)", სადაც ტრუსი და ბივალი მუსიკოსების როლს თამაშობენ.


იური კუშნეროვის 1980 წლის ფილმში"წარსული დღეების კომედია" მხოლოდ ტრუსი და ბივალი თამაშობენ, იური ნიკულინმა უარი თქვა ფილმში თამაშზე.



სხვადასხვაგვარად შეიძლება მივიღოთ ამ სამეულის ნათამაშები როლები.ერთი რამ ფაქტია:ვიცინის, ნიკულინის და მორგუნოვის გმირების პოპულარობა უზომოდ დიდია. ისინი ნამდვილ სახალხო საგანძურად იქცნენ.ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის უამრავ ქალაქში მათი ძეგლები დაიდგა.მათ შორის ირკუტსკში, პერმში, ხაბაროვსკში, ერევანში და სხვა.


image

0
374
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
374
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0