x
image
alex999
Mediator image
Mediator image
სისხლიანი საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც ისტორიაში წითელი ასოებით შევიდა!

მრავალწლიანი სამუშაოს შედეგად, არქეოლოგმა აღმოაჩინეს ყველაზე შოკისმომგვრელი საკონცენტრაციო ბანაკები. რომლებსაც სხვაგვარად სიკვდილის ბანაკებს უწოდებდნენ. ისრაელის და პოლონეთის საუკეთესო არქეოლოგები 2007 წლიდან იკვლევდნენ სობიბორის საკონცენტაციო ბანაკს, რომელიც პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.



სობიბორის საკონცენტრაციო ბანაკი

image


არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ადგილზე აღმოაჩინეს დაკავებულების და წამებულების ძვირფასი სამკაულები. ამ ყველაფერთან ერთად, ათასობით პირადი ნივთიც. იად ვაშემის იუდეველთა ჰოლოკოსტის მუზეუმის ისტორიკოსი - დევიდ სილბერკლენგი: "ეს ის აღმოჩენებია, რომელიც დახვრეტილ ადამიანებს ეკუთვნოდათ. როგორც ჩანს, აქ ნამდვილი სასაკლაო ყოფილა!"


image


ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ხერხით ხოცავდნენ იუდეველბს, სობიბორის საკონცენტრაციო ბანაკში. თუმცა უახლოეს მომავალში არქეოლოგების ვარაუდით, ყველა ამ ფაქტს, ფარდა აეხდება.


image


მომდევნო არქეოლოგიურ გათხრების შედეგად, მოსალოდნელია ასევე იმ იუდეველთა რაოდენობის დადგენა, რომლების ლიკვიდაცია ამ ბანაკში განხორციელდა. სავარაუდოთ გაირკვევა იმ გაზის კამერების რაოდენობაც, სადაც სიკვდილმისჯილებმა სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გაატარეს.


image


სობიბორის საკონცენტრაციო ბანაკი აშენდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, სოფელ სობიბორთან, პოლონეთში. ეს საკონცენტრაციო ბანაკი იყო ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო ბანაკი, ბელზეკთან და ტრებლინკასთან ერთად, რომელიც გერმანელებმა ააშენეს პოლონეთზე თავდასხმის დროს.


image


აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკისგან განსხვავებით, სობიბორში, იუდეველ ტყვეებს სიცოცხლის შენარჩუნების შანსი, გაწეული სამსახურის სანაცვლოდ არ ჰქონდათ. როგორც ცნობილია, სობიბორში 1942-1943 წლებში, 250 000 ებრაელი სიკვდილით დაისაჯა.


image


1943 წლის 14 ოქტომბერს, სობიბორის საკონცენტრაციო ბანაკში მოხდა აჯანყება, რომლის შედეგად, 400 მდე აჯანყებული გაიქცა. თუმცა აქედან დაახლოებით 100-მდე გაქცევის დროს იქნა მოკლული, ხოლო დანარჩენი რაოდენობა ფაშისტების და უკრაინელების მიერ იქნა ლიკვიდირებული.


image


აჯანყების შემდეგ, ფაშისტებმა სობიბორი მთლიანად გადაწვეს და ამ ტერიტორიაზე გამწვანება დაიწყეს. წლების შემდეგ, 2007 წლიდან დაწყებული, ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრები შედგა, სადაც საიდუმლო სასაკლაო, სობიბორის საკონცენტრაციო ბანაკი აღმოჩენილ იქნა.







სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

4
722
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
722
  
2016, 3 ნოემბერი, 11:08
Ho
2016, 3 ნოემბერი, 11:07
ექსპერტობაზე თავს ნამდვილად ვერ დავდებ :-)

მე რამდენადაც მახსოვს ზეგავლენა და "ალერსი " უფრო ომის დასაწყისში მახსენდება და მაგიტო გამიკვირდა.

თორე არც ზოგადად არც საბჭოთა კავშირს დაუკლია ებრაელების და ზოგადად ინტელიგენციის და მათვის არასასურველი ხალხის ხოცვა
2016, 3 ნოემბერი, 10:59
თუ მეორე მსოფლიო ომი კარგად გაქვს შესწავლილი, მაშინ გეცოდინება, რომ რაღაც პერიოდში უკრაინელები ფაშისტების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ
2016, 3 ნოემბერი, 10:50
"1943 წლის 14 ოქტომბერს, სობიბორის საკონცენტრაციო ბანაკში მოხდა აჯანყება, რომლის შედეგად, 400 მდე აჯანყებული გაიქცა. თუმცა აქედან დაახლოებით 100-მდე გაქცევის დროს იქნა მოკლული, ხოლო დანარჩენი რაოდენობა ფაშისტების და უკრაინელების მიერ იქნა ლიკვიდირებული."-- ალექს უკრაინელებმაც დახოცეს? რატო?
0 1 4