x
image
alex999
Mediator image
Mediator image
საინტერესო და იშვიათი ფოტოები მეორე მსოფლიო ომიდან!

მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში - ასე ვიწყებთ სტატიის თემას, რადგან შეუძლებელია დავივიწყოთ ისტორიული პერიოდი. აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში — 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმისშემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები.

მეორე მსოფლიო ომი ევროპაში იყო გერმანიის მიერ წამოწყებული დამპყრობლური და გამანადგურებელი ომი აღმოსავლეთში „საარსებო გარემოს“ მოპოვების მიზნით.

ევროპელ მოკავშირეებსა და ფაშისტური სახელმწიფოების ალიანსს შორის კონფლიქტი ნამდვილად გლობალური იყო და ყველა კონტინეტს შეეხო.მიმდინარეობდა როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო და საჰაერო ბრძოლები, ომი საზარელი იყო სამოქალაქო პირებისთვისაც და შეიარაღებული ძალებისთვისაც. II მსოფლიო ომი 1939 წლის 3 სექტემბერს დაიწყო, როდესაც მოკავშირე ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ადოლფ ჰიტლერის დაშიზმს ომი გამოუცხადეს, თუმცა ზოგი ომის დაწყების თარიღად მიიჩნევს 1939 წლის 1 სექტემბერს, როდესაც გერმანია თავს დაესხა პოლონეთს.თხოვნის მიუხედავად დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მას რეალური დახმარება ვერ გაუწიეს და პოლონეთი მოიცვა ''ელვისებურმა ომმა'', რომელიც მასიური ტანკებითა და საჰაერო შეიარაღებული ძალებით მტრის სწრაფ განადგურებას გულისხმობდა.

image

მეორე მსოფლიო ომს არ ავიწყდება ისტორიული თარიღი: 1942 წლის 23 აგვისტოდან 1943 წლის 2 თებერვლამდე - ეს იყო სტალინგრადის ბრძოლა.

23 აგვისტოს გერმანელთა მხრიდან დაიწყო შეტევა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ბრძოლის მიზანი იყო სტალინგრადის აღება. ეს ბრძოლა ისტორიაში ჩაიწერა ყველაზე სისიხლიან ბრძოლად რადგან ორივე მხარეს 2.000.000 ადამიანი იმსხვერპლა. მიუხედავად ამ შეტევისა, გერმანელებმა მაინც უდიდესი მარცხი განიცადეს და საბჭოთა კავშირმა ბრძოლაში გაიმარჯვა, სტალინგრადის აღება ვერ მოხერხდა, ეს იყო ომისთვის

ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი და გერმანიის დაცემაც...

image

მეორე მსოფლიო ომმა, მსოფლიო ისტორიას ძალიან დიდი ტკივილი და ტრაგედია დაუტოვა. ტრაგიკული მოვლენა განხორციელდა 1945 წლის 6 აგვისტოს, როდესაც აშშ-მ იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ატომური ბომბი ჩააგდო. ამით არ დასრულებულა, სულ რაღაც სამი დღის შემდეგ, იგივე განმეორდა ქალაქ ნაგასაკიში.

მსხვერპლთა რაოდენობის ზუსტად დადგენას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს: ომისდროინდელი უზუსტო მონაცემები, ის გარემოება რომ მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ზოგადად საკმაოდ დიდი იყო და ისინი სხვადასხვა დროს გარდაიცვალნენ სხივური დაავადების შედეგად, აგრეთვე პოლიტიკური სპეკულაციები რომლის დროსაც მსხვერპლთა რიცხვს ხან აზვიადებდნენ ხან კი ამცირებდნენ. მიჩნეულია რომ ბირთვული დაბომბვის და მასთან დაკავსირებული გარემოებების შედეგად ჰიროსიმაში 140 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 74 000 ნაგასაკიში. ორივე ქალაქში მსხვერპლთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.

წარმოგიდგენთ ფოტოგრაფების მიერ მეორე მსოფლიო ომში გადაღებულ საინტერესო და იშვიათ კადრებს...

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

2
877
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
877
  
2016, 6 მაისი, 12:32
გენაცვალე :* კი ეხლა იყო გვერდზე
2016, 6 მაისი, 12:31
გაზიარებულიაო...არადა ჩემი საყვარელი თემაა :(((
0 1 2