x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ყველაზე სახიფათო ტომი დედამიწაზე
image შეგიძლიათ თუ არა, რომ დღევანდელ დღეს როდესაც ყველაფერი განვითარებულია კაცობრიობამ შექმნა: მანქანები, ჭკვიანი სახლები, ადამიანებმა შეძლეს კოსმოსში გაფრენა და მთვარეზე ფეხის დადგმა, მაგრამ დედამიწაზე არის ისეთი ადგილები სადაც ჯერ კიდევ არ იციან თუ როგორ უნდა მოიპოვონ ცეცხლი ამ ადგილს ეწოდება სენტინელების კუნძული ეს კუნძული არის ინდოეთის ოკენაეში, აქ ცხოვრობს სენტინელთა ტომი, რამდენი მცხოვრებია ამ კუნძულზე ძალიან ძნელი გასარკვეია, რადგან ისინი ყველა ვიზიტორს ისრებს და ქვებს სვრიან, მოკლედ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ვიზიტორმა ფეხი არ დადგას კუნძულზე. ისინი ისეთი სიძლიერით ისვრიან ისრებს და შუბებს, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ ვერტმფერნის ჩამოგდება. ეს საიდუმლო ტომი ცხოვრობს ყველასგან განცალკევებით და არავისთან ურთიერტობა არ სურთ. ამ ტომთან მშვიდობიანი მოლაპარაკება მოხდა სულ რამდენიმეჯერ. პირველი იყო 1960 წელს და მაშინ ექსპედიციის ჯგუფმა მათ გადასცა: ქოქოსი, ცოცხალი ღორები, ვედრები და სხვა უამრავი რამ. სენტინელებმა ქოქოსი მაშინვე მიწაში დათესეს, ღორები დახოცეს და დაასაფლავეს, ვედრებმა კი ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა. აბორიგენებმა წითელი ვედრები მაშინვე აიღეს, ხოლო მწვანე ფერის ვედრები ხელუხლებელი დატოვეს. ყველა მოგზაურს და მეცნიერს, რომლებსაც უნდათ ამ კუნძულზე გადასვლა, პირველ რიგში უნდა აიღონ ნებართვა, მაგრამ National Geographic-ის ჯგუფს მოუწია ამ ვიზიტის შეწყვეტა, რადგან აბორიგენებმა ორ გიდს ესროლეს, ხოლო ჯგუფის ხელმძღვანელი თეძოში დაჭრეს. აბორიგენები ადვილად უმკლავდებიან ბუნებრივ კატაკლიზმებს, 2004 წელს ინდოეთის ოკეანეში მოხდა ძლიერი მიწისძვრა და აბორიგენებს თავს დაატყდა საშინელი ცუნამი, მაგრამ ტომმა შეძლო თავის გადარჩენა, როდესაც სამაშველო ვერტმფრენი მიფრინდა კუნძულზე, მათ დასახმარებლად, აბორიგენებმა მაშნვე დაუწყეს ქვების და ისრების სროლა, ამით მაშველები მიხვდნენ, რომ სენტინელებს არანაირი დახმარება არ ჭირდებოდათ. ოფიციალურად ეს კუნძული ეკუთვნის ინდოეთს, მაგრამ როგორც მიხვდით ეს კუნძული მხოლოდ და მხოლოდ სენტინელებისაა და ამ კუნძულზე არავითარი კანონი არ ვრცელდება, ინდოეთის მთავრობა არაერთხელ ეცადა კონტაქტზე გასულიყო მათთან, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ამ ტომს მფარველობს და ინახავს “Survival international”-ი ისინი დროდადრო ჩუმად ამოწმებენ კუნძულის მაცხოვრებლებს და აცხადებენ, რომ მათი კონტაქტი ჩვეულებრივ ადამიანთან ძალიან საშიშია, რადგან მათ არ აქვთ იმუნიტეტი ისეთ უბრალო ვირუსებზე როგორიცაა გრიპი, ამ ვირუს შეუძლია მთელი ტომის გაწყვეტა, მოკლედ რომ ვთქვათ აბორიგენები ყოველგვარი დახმარების გარეშე ახერხებენ არსებობას და ძალიანაც ძანმრთელები არიან.


P.S. აი ასეთი აგრესიული და არასტუმრათმოყვარე ხალხი გვყავს დედამიწაზე.




სენტინელთა კუნძულზე ჩასული ექსპედიცია 1960 წელს.
image


წყარო: „GeFacts TV“


ვიდეო:


0
630
7-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
630
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0