რა დაგჭირდებათ?
- თხილი - ორი სუფრის კოვზი (დაქუცმაცებული)
- ისპანახი - პატარა კონა
- ოხრახუში - რამდენიმე ღერო
- იტრი - მოზრდილი (ან ორი საშუალო ზომის)
- წვენსაწური
მომზადების წესი:
დააქუცმაცეთ თხილი წვენსაწურის მეშვეობით ან დაანაწევრეთ
რაც შეიძლება პატარა ნაწილებად. არ დაგავიწყდეთ მანამდე დარწმუნდეთ, რომ თქვენს წვენსაწურს
შეუძლია თხილის დაქუცმაცება, თუ ასე არაა - შესაძლებელია ბლენდერის/“ჩოპერის“ გამოყენება.
გამოწურეთ ისპანახი, ოხრახუში და კიტრი. მიღებული მასა
გადაასხით ჭიქაში, დაუმატეთ თხილი და მზადაა ჯანსაღი და გემრიელი სმუზი.
შესაძლებელია ცოტაოდენი მარილის დამატება და შენახვა მაცივარში მცირე დროით.