x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134551
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508698
ლაჩარი

imageდღე,
როდესაც ეს ამბავი მოხდა წვიმიანი სეზონის ერთერთი ჩვეულებრივი, სხვა წვიმიანი დღეების
მზგავსი დღე იყო. ნელა, თუმცა შეუჩერებლივ წვიმდა და საკმაოდ ბნელოდა, მიუხედავად იმისა,
რომ ჯერაც არ დაღამებულიყო. მწვანე დაბურულ
ტყეში მყუდროებას, მხოლოდ წვიმის წვეთები არღვევდნენ. ტყის ბილიკს კი მიუყვებოდა მოღუშული
და თავდახრილი ადამიანი, რომელსაც ყელსახვევი, კაშნის ერთი ბოლო ხელით მოჰქონდა, მეორე
ბოლო კი ატალახიანებულ ბილიკზე სრიალებდა. ბილიკს შორს მიუყვებოდა და ბილიკის გარდა
არაფერს არ უყურებდა.



ბილიკი,
როგორც იქნა დასრულდა და მის ბოლოში გამოჩნდა მიტოვებული ქოხი, რომელსაც სიძველისგან
ლპობა დაეწყო. ადამიანმა მიმოიხედა და ამის შემდეგ შეაღო მორყეული კარები. შემდეგ შევიდა
და კარები ღია დატოვა. მართალია შიგნით არ წვიმდა ისე, როგორც გარეთ, მაგრამ უფრო მსხვილი
და ხშირი წვეთები ჩამოდიოდა ჭერიდან.


ის
ახლა უკვე მაღლა იყურებოდა და უყურებდა გრძელ, სახურავის ფიცარს. შემდეგ აიღო ერთადერთი
სკამი, რომელიც ოთახში მოიპოვებოდა დაიდო საყრდენად და ყელსახვევი გადააბა. ორი-სამი
წუთი გაუნძრევლად იდგა და თითქოს სიმამაცეს იკრეფდა. შემდეგ უცებ გაუყარა თავი ყეკსაბამისგან
გაკეთებულ სახრჩობელა და დაიყვირა მთელი ძალით.


ყვირილს
მორჩა და აცრემლებული თვალებიდან ხედავს, რომ კედელზე დაკიდებული ბინძური და დამსხვრეული
სარკიდან ვიღაც მოსჩანს, რომელიც ისევე დაჟინებით უყურებს, როგორც თვითონ. ასე, თითქოს
გაუნძრევლად ნახევარ საათზე მეტხანს უყურებდნენ ერთმანეთს. შემდეგ მოიძრო კისრიდან სახრჩობელა და მივიდა სარკესთან.


სარკეს
ეტყობოდა, რომ ადრე დიდი იყო, მაგრამ დაბლა ნამსხვრებად ექციათ, შუაში ბზარებიც ბევრი
ქონდა. წლების გაუხმენდავი და ბინძური იყო. სულ ოდნავ ირკელავდა და თან ეგეც მაღლა
კუთხეში. აშკარად ვიღაცამ მოუპრიალა რამოდენიმე თვის წინ.


ახლა
ამ უცნობი ადამიანების მზერები, უკვე ახლოდან შეხვდნენ ერთმანეთს. ისევ გაუნძრევლად
იდგა შორი გზიდან მოსული სტუმარი. თავზე მსხვილი წვეთები ეცემოდა და ასველებდა მთელს
თავს. ის კი დაჟინებით უყურებდა. შემდეგ დაიყვირა:



- ძლივს განვმარტოვდი მეგონა და მაინც მიყურებენ. არა,
ასე არ შემიძლია!


დაბლა
ქვა ეგდო, რომელიც აიღო და სარკეს იუშვირა. შეხედა სარკის მთელ მხარეს და დაუმიძნა,
როდესაც ნატყვიარევი შეამჩნია კედელსა და სარკეს შორის. შემდეგ ცოტა კარგად დააკვირდა
კედელს, სადაც დიდი შავი ლაქები იყო, რაც წვეთებს გავდა.

- აშკარად სისხლია.


შემდეგ
სარკეს შეხედა და შეამჩნია მოტეხილი ფრჩხილები.


- აქ ვიღაცა სიცოცლის შესანარჩუნებლად იბრძოდა.


თქვა,
მიმოიხედა ყურადღებით და წავიდა სკამისკენ. ჩამოჯდა, თითქოს რაღაცაზე ფიქრობდა. რაღაც
დროის შემდეგ ავიდა ამ სკამზე და დაუწყო სარკედან მოცქირალ ანარეკლს ყურება.


- გამარჯობა მეგობარო. - ცოტახანი მორცხვად უყურა ისევ
და განაგრძო: - ვხედავ ბედმა შენ და ეგ უბედური, მრავლისმნახველი სარკე დამეგობრდით.
სარკესთან ბოდიშს ვიხდი. შენთან ლაპარაკს, რომ მოვრჩები გავწევ ამ სკამს სხვ მხარეს
და ჩვენს საქმეს იქ მოვრჩებით. ის, კი დაინახავს იმ საცოდაობას, რასაც ჩვენ ვაპირებთ,
მაგრამ არაუშავს, რამეფრად გაგვიგებს.


ყოველი
ამ წინადადებების ბოლოს დუმდებოდა, ცოტა ხნით და აკანკალებული ხმით განაგრძბდა. ისევ
გაუცრემლიანდა ისედაც სველი სახე და სუნთქვაც დაუმძიმდა.


- ვხედავ, მრავალი რამ გინახავს სარკეო და ალბათ, როგორი
მწარე და მძიმეა დუმილი ამ ყველაფრის შემდეგ. წარმომიდგენია, როგორი საინტერესო რამეები
გექნება ამ დანჯღრეულ ქოში ნანახი. ან, შეიძლება საერთოდაც ძალიან ძველი ხარ და სანამ
აქ მოგიტანდნენ უფრო საინტერესო სახლში ცხოვრობდი, მაგრამ ამას ვერავინ გაარკვევს აწი.
შენ ცარიელი და უსულო ნივთი ხარ, მაგრამ ვგავართ ერთმანეთს, რადგან მეც ეგრე ვიქცევი
მალე.


ამ
სიტყვებზე ისევ ჩაფიქრდა, ქვიანი ხელი სახრჩობელას გაუყარა და დაეყრდნო მცირედ.


- რა გამოდის მე ცარიელი და უსულო გვამი გამოვდივარ?!
ბევრი რამე მეც ვნახე, არც არაფერი შევცვალე და კაცმა, რომ მომისმონოს იმდენ რამეს
ვუამბობ, მაგრამ აზრი? როგორც შენ მახინჯო გინდა სიკვდილი, ისე მინდა მეც გაქრობა აქიდან.
დავიღალე ამ ყველაფრის გულში შენახვით. ნეტავ ტვინი ინახავდეს ამას, ის ძლიერია, მას
არ სტკივა და არ განიცდის. გული კი ფაქიზია და ბუშტივით სუსტი. აი, ეგ, რომ არ გაქვს
მაგიტომაც ცოცხლობ ამდენ ხანს, მიუხედავად იმისა, რომ იაზროდ არსებობ. ჰეი შენ, იქიდან, რომ მიყურებ! შენც
გაქვს გული და შენც განიცდი ყველაფერს ისე, როგორც მე?


- თუმცა, ჰო. ეგეც, ხომ მე ვარ?! იცი რას ვიზამ ახლა?
ჩამოვეკიდები ამას და დავტკბები იმით, რაც შენ მოგივა. ვიცი მეწყინება ვიღაცის სიკვდილის
ყურება, მაგრამ ის ამას იმსახურებს. მან ეს დაიმსახურა და ეს მე ვარ. შენ ანარეკლო
მაპატიე ამ გაუგებრობაში, რომ გაგვიე.


ამ
სიტყვების შემდეგ სარკისკენ ვერ იყურებოდა კარგახანს. შემდეგ ცოტა შექანავდა, უეცრად
სკამი გაუტყდა და ქვით ხელში დაეკიდა სახრჩობელაზე.
უცებ ქვაც გაუარდა ხელიდან და მოხვდა თავში ისე მწარედ, რომ სისხლიც წამოუვიდა.


კარგარანს
ეკიდა ასე, თან არც უცდია მოეხსნა თავი, მიუხედავად თავის და ხელის ტკივილებისა.


- რა გამოდის, რომ მე ლაჩარი ვარ?


- გამოდის, რომ გავურბივარ ყველაფერს და მარტივ გზას ვირჩევ
განცდებისგან თავის დასაღწევად?


- ჰო, ჩემს თავს უბედურება მოხდა, მაგრამ ახლა მე ამით
სხვებსაც გავაუბედურებ, ხომ?


- რატომ ვარ ასეთი ეგოისტი და ლაჩარი? რატომ ვერ ვპოულობ
თავში ძალას ვებრძოლო ყოველივე ამ შემოტევებს? განა, ხომ მყოფნის ძალა დავსაჯო საკუთარი
თავი იმ სისულელეების გამო, რაც მიკეთებია?


- იქნებ მოვიდა დრო, სული ჩავბერო ჩემ დიდი ხნის წინ გარდაცვლილ
გვამს. ნუთუ ამის მისახვედრად აქ უნდა ამოვსულიყავი?


- ახლა მაინტერესებს ვინ მოკლა ჩემი სული?!


შემდეგ
ისევ დახარა თავი დაბლა დაჟინებული მზერით და განაგრძო:


- ჰო, თევენ მოკალით ჩემი სული საყვარელო მშობლებო, როდესაც
დამიშალეთ ის, რაც მიხაროდა ბავშვობაში. ჰო, თქვენს ჯინაზე მაინც ვაკეთებდი იმას, რასაც
მიკრძალავდით. თქვენს ჯინაზე ვიყავი ცელქი. ჩემთვის არასდროს გეცალათ და მხოლოდ მიკრძალავდით
ყველაფერს, იმის ნაცვლად, რომ მოსულიყავით და აგეხსნათ, თუ რატომ იყო ცუდი ის, რასაც
მიკრზხალავდით. მე თქვენი აკრძალვები არაფერში მჭირდებოდა. მე თქვენი სიყვარული მინდოდა,
რადგან კარგად მახსოვს, როდესაც მოდიოდით და ამას სიყვარულით აკეთებდით, მე არასოდეს
ვცელქობდი იმ საკითხში, რაც ამიხსენით. ანგარებაც თქვენ მასწავლეთ! მე სამაგიერო ჩემი
ჩახუტებისა და სიყვარულისთვის არასდროს არ მომითხოვია, მაგრამ თქვენ იმის სურვილით,
რომ ეს ხშირად მეკეთებინა მჩუქნიდით და მპირდებოდით მრავალ რაღაცეებს. ამიტომ მოვდიოდი თქვენთან
მაშინაც, როდისაც მძულდით და ვთამაშობდი მოსიყვარულე ადამიანს. ჰოო, თქვენს, როგორც
ნივთს ისე მიყურებდით. მეც თქვენი სიმდიდრის ნაწილი ვიყავი, როდესაც ეს ყველაფერი სიყალბე
ამოვიდა ყელში და თქვენგან წასვლა შანტაჯებით მიშლიდით.


- მერე გაგიხარეთ გული და მოგიტანეთ ეგ ოხერი დიპლომები,
რომელიც ჩემი, როგორც ფასეული ნივთის გაძვირფასებასა და გამოყენებაში დაგეხმარებოდათ.
მერე ვინც მართლა მიგებდა და ვუყვარდი, გოგო ჩემი ოცნების დამიწუნეთ, იმის გამო, რომ
არ იყო ისეთივე ძვირფასი თქვენთვის, როგორც მე! ამიტომაც მთავაზობდით ბაზარზე ჩემს
ღირებულებას მიახლოვებულ და მაღალ ფასად შეფასებულ
გოგოებს, რომლებიც ჩემი მზგავსი უსულო ნივთები იყვნენ! ჩემი მზგავსები ყველაფრიტ, რადგან
მათაც ასწავლეს ყოფილიყვნენ ორიგინალურები და იმ ჭურჭელში, სადაც სულს უნდა ეარსება
ჩაყარეს ყველანაირი ნაგავი, რასაც მისწვდნენ და მერე ეს გადმოსდიოდათ ვითარც სავსე
ჭურჭელიდან შერხევისგან გადმოსხმული სითხე, არამცთუ ძალით, არამედ შემთხვევით შერხევისგან.
მერე კი ისინი გარბოდნენ ამ სიცარიელის ისევ რაღაცით შესავსებად. ისეთი, რამეებით რაც
თვითონაც კარგად არ ესმოდათ. ამ ყველაფერს კი ცოდნას ეძახდნენ და შეკამათება, ან რამის
შესწორება უზომოდ შეურადმწყოფელი იყო მათთვის. ამიტომაც დავცინოდი სულ!


- მერე თქვენს ჯინაზე მოვძებნე ძალიან ლამაზი გოგო, რომელსაც
ვერ დაიწუნებდით სილამაზით მაინც და თუ რამეს შეჰბედავდით, შეგიყვანდათ იქ საიდანაც
გამოხვედით. მაგრამ გამოვიდა, რომ მას მე და ჩემი მიმხრჩვალი სული კი არა, მხოლოდ თქვენი
ფული ნდომებია. მერე გავიგე, თუ, რას ნიშნავს ფულის ტომარა. როდესაც გაქრა ჩვენი ფული,
ეგ ქალიც გაქრა თავის ახალ ფულისტომარასთან ერთად და თავის ხელოვნურ გარეგნობასთან,
ნიღაბებთან. მე მას არ განვიკითხავ, ის ჩემზე მეტად იტანჯება მგონია პირიქით. ბავშვობაში
ღარიბი იყო და სიმდიდრეზე ოცნებამ საკუთარი სული წაართვა. ეგ მახეში გაება წყურვილის
და ისიც მოვა აქ ადრე, თუ გვიან სამწუხაროდ.


- შიგნით გულში სიცარიელემ შემაწუხა ძალიან და ამიტომ
გადავწყვიტე მოვრეოდი ჩემს თავს. სიმამაცე მომეკრიფა და მენახა წლების წინ მიტოვებული
სულის ნაწილი, ცხოვრების უდიდესი სიყვარული. მე მას სულ შორიდან ვაკვირდებოდი და მტანჯავდა
მისი არსებობა უფრო, ვიდრე მისი სიყვარული. ამიტომ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ თუ სად ცხოვრობდა
და ვისთან. როდესაც სიმამაცე მეყო შევეხმიანე და ვიხმე ჩემთან შესახვედრად. მას, არც
კი უყოყმანია ისე მოვიდა.


- მოვიდა და მომიტანა ყელსაბამი, რომელიც თურმე მე დამრჩენია
წლების წინ, როდესაც მას დავემშვიდობე. მომიტანა, მომიგდო და დამწყევლა. მითხრა, რომ
არასოდეს გავიხსენო. მითხრა, თუ როგორი ტკივილია მისთვის ჩემი არსებობა. მეგონა წლების
შემდეგ მივიდოდი და თუნდაც ერთი წუთით გავათბობდი დიდი ხნის წინ გაყინოლ გულს, მან
კი ის დაამსხვრია. საბოლოოდ ჩაკლა ჩემი ისედაც უსუსური გული. ადრე სული, მომიკლეს,
ახლა გულიც და ერთადერთი, რისი შეცვლაც შემიძლია მეგონა ჩემი ნებით მოვკლა ეს სხვების
სურვილებს დამონებული ცარიელი გვამი, რომელსაც არჩევანი წაართვეს იყოს ცოცხალი.
არა, არ მინდა სიკვდილი! მორჩა დღეს მე ყველაფერს მივხვდი
აქ! ამ საქანელად ქცეულ სახრჩობელაზე. დღეს მე ვიწყებ სიცოცხლის ძიებას ყველგან და
ყველაფერში. იქნება მან მაპოვნინოს ახალი სული, შემდეგ სულმა ამიკოწოწოს ნამსხვრებებისგან
გული და იქნებ ისევ ვიგრძნო ბავშვურად ეს სამყარო. ისე, როგორ ლამაზადაც მეჩვენებოდა
ის მე, სანამ სხვები წამართმევდნენ მე მას!


მორჩა
ლაპარაკს, გაინთავისუფლა ხელი და მიწას შეეხო. მეორე ხელით ის ხელი დაიკავა, რომლითაც
ეკიდა. ეტყობოდა, რომ სტკიოდა. შემდეგ თავზე ჭრილობასაც ეხებოდა, თუმცა სისხლი, მაინც
სდიოდა. მივიდა ახლოს სარკესთან:

- მშვიდობით მეგობარო! შენც მშვიდობით ჩემო ანარეკლო.
ვიცი, რომ აწი შენი არ უნდა მეშინოდეს და ვეცდები განვაგრძო დღეს დაწყებული ჩვენი მეგობრობა.


თავი
დაუქნია და გავიდა გარეთ, სადაც ძველებურად ისევ წვიმდა. უკვე კარგად დაბნელებულიყო
და გზას გლივს იკვალავდა. საკმაო მანძილი გაიარა. მიდიოდა გახარებული და ჩქარა, როდესაც
უცებ ფეხი დაუცურდა, წაიქცა და თავი დიდ ქვას დაარტყა.


მეორე
დღეს მონადირეებმა იყოვნეს მისი მიცვალებული სხეული.


მის
დაკრძალვას უამრავი ადამიანი დაესწრო. ბევრმა მოიცალა მისთვის უკანასკნელი გზაზე გასაცილებლად.
ყველაფერი ტრადიციების მიხედვით ჩატარდა.


რამოდენიმე დღე გლოვობდნენ, თან სულ სუფრა ქონდათ
მთელი ამ დღეების მანძილზე გაშლილი, იმ დღესაც, როდესაც მიწას მიაბარეს.


სამახსოვროდ
დიდი ძეგლი დაუდგეს საფლავთან, რომ შეხედავდით ცოცხალი გეგონებოდათ და მართლაც ბევრი
ადამიანი ესაუბრებოდა, როგორც ცოცხალს, თითქოს ცოცხალიც ამ ძეგლს გავდა.


თურმე,
ყველას ვისაც ჭიქა ეჭირა - ყველა მათგანს ძალიან უყვარდათ და დიდი ტკივილს განიცდიდნენ,
ამიტომაც სვევს და ჭამეს უზომოდ. ზოგოერთები, რომ გადათვრნენ ანიგდოტებსაც და სიმღერებსაც
სთავაზობდნენ საზოგადოებას.


თურმე
თანამშრომლებს, მეგობრებს და უბრალოდ სხვა კონკურენტებსაც ეწყინათ მისი სიკვდილი. ან
რა სისაძაგლეა ამ დროს ვიღაცეების სარგებელზე ფიქრი?


მის
მღვდელსაც დასწყდა გული ძალიან. გაიხსენა, თუ როგორი სასოწარკვეთილი მიდიოდა, ხოლმე
მასთან და ის უნდობდა ამ ცოდვას, შემდეგ კი მარხვითა და ლოცვების დახმარებით უმშვიდებდა
მშფოთვარე გულს. ამის გამო უფასოდ აუგო წესი მიცვალებულს, თან გაითვალისწინა ოჯახის
მატერიალური პრობლემებიც.


პოლიციამ,
ეგრევე აღძრა საქმე მკვლელობაზე. შუა ტყეში ნაპოვნ გვამს ორი მძიმე ჭრილობა ქონდა თავზე,
ერთი ადრეული და ნაკვალევი ჩხუბის შორეულ ქოხში, სადაც ის მოტაცებით მიიყვანეს. შემდეგ,
თურმე მოახერხა გაქცევა და სირბილისას მოხდა, თურმე უბედური შემთხვევაც.


ორი
დღის შემდეგ დამნაშავეც დაიჭირეს. ვიღაც გლეხი, რომელსაც ქალაქში მდიდარი ოჯახი უპირებდა
მცირე ბიზნესის წართმევას. ნუ პოლიციის უფროსთან, ამ მდიდარი ოჯახის მეგობრობა არაფერ
შუაში არ იყო. რადგან დამნაშავეს დანაშაულის იარაღი და დანაშაულის ადგილიდან აღებული
ყელსაბამის სუნზე დამდგარმა ძაღლებმაც, მის სახლს მიაშურეს.


მისი
სიკვდილი, მის უდიდეს სიყვარულს წლების მანძილზე, არც კი გაუგია. ხოლო, როდესაც გაიგო,
არც კი გახსენებია იმ ავბედითი დღის შესახებ, როდესაც ის მასთან მოვიდა და შემდეგ ასეთი
საბედისწერო ტრაგედია დაემართა.


ასე
გადიოდა დრო, ყველა ადამიანი ცდილობდა განეგრძო ძიებას საკუთარი ბედნიერების: მოძღვარი
ჯვარს სწერდა მრავალ იმ წუთას უბედნიერეს ცოდვილ წყვილს, ნათლავდა ცოდვილებს და მარხავდა
ცოდვილებს. სამუხაროდ სამოთხე, რომელიც მაღლა ელოდა წლების მანძილზე გადასული იყო ლოდინის
რეჟიმში.


სამართალი
ყვაოდა, რადგან ყველა დამნაშავეები იყვნენ ციხეებში და კანონებიც სულ უფრო იხვეწებოდა,
რათა ნებისმიერი დანაშაული ყოფილიყო სამართლიანად პასუხსგებული.


მდიდრებმა
კი არ იცოდნენ, სად წაეღოთ ფული. ყიდულობდნენ და შოულობდნენ მეტს ერთმანეთის ჯინაზე.
მერე რა, თუ სულ არ იყვნენ ბედნიერები?! როდესაც იშოვნიდნენ იმაზე ახალს და იმაზე ძვირადღირებულს
ვიდრე სხვებს ქონდათ, მანამდე იყვნენ ბედნიერები, სანამ ამას სხვა მდიდარი არ გაიმეორებდა.



ასე,
ამ ქვეყანაში ყველაფერი შესანიშნავად იყო, მიუხედავად წვიმიანი ამინდებისა და ტყის
ბილიკის ბოლოს მდგარი ძველი ქოხისა.

0
39
1-ს მოსწონს
ავტორი:კარდუ
კარდუ
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0