x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
"2011..." 1 ნაწილი
image 2011...
(პიესა დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე)
I მოქმედება


დევიკო - ხმელი ტანის, 40 წლის.
ნინო - დევიკოს ცოლი. ოდნავ ფუმფულა 38 წლის.
ეკუსი - ნინოს ბავშვობის მეგობარი. პირველი შეხედვით 20 წლის გეგონებათ, ცოტა ხანში 5 ან 10 წელს დაუმატებთ. სინამდვილეში ნინოსავით 38 წლისაა.
მეზობლები:
გივი ძია - 65 წლის
ლაშა - 31 წლის, გივი ძიას შვილი
ზურა - 33 წლის
მაია - ზურას ცოლი, 35 წლის.


სცენაზე ჩანს თბილისური ეზოს წინა ხედი. სცენის ორივე კუთხეში ჩამოშვებულია ვიწრო ფარდები, ფარდებს ახატია აგურის კედელი და ფანჯარა. შუაშია ეზოს კარების ჩარჩო, კარებების გარეშე. სცენის სიღრმეში ანუ ეზოშიც ჩანს ფანჯარა. ფარდები იწევა იმის მიხედვით თუ სად ხდება მოქმედება. იმ კუთხეს სადაც ფარდა აიწევა იმატებს განათება. ეპიზოდი როცა რჩება, სინათლე ქრება, ფარდა დახატული კედლით ეშვება. ასევე ფარდის აწევის ან გაწევის შემდეგ, კუთხეში რჩება ფანჯრის ჩარჩო. შემოდის ეკუსი, შედის ეზოში, მარცხენა კუთხეში მდებარე ბინასთან. ფარდა იწევა, გამოჩნდება ნინო, ოთახში ხელსაქმიანობს. ეკუსი აკაკუნებს.

ნინო – შემოდით ღიაა (ეკუსი შედის. ნინო გახარებული). ეკუსი, სად ხარ გოგო ამდენი ხანი. ვერ ელევი პატარას?
ეკუსი - (მხიარული ტონით) ჩემი გაუჩინარებისმიზეზი დიეტაა, მთელი კვირაა მკაცრად ვიცავ. (ტანს გააქნევს) მეტყობა?
ნინო - (გაუღიმებს) ულამაზესი ხარ.
ეკუსი - (შექებით ნასიამოვნები, ჩაჯდება სავარძელში) დევიკო სადაა, (ჟარგონის კილოთი) ჩემი ძმა.
ნინო – საძინებელშია (თავით მიანიშნებს კულისებისკენ, სადაც პირობითად საძინებელია) მოასწრო უკვე, ძინავს.
ეკუსი - ვერ დავიჯერებ, მთვრალი აღარ გიმნაზისტობს, გოგოებს ქათინაურის თაიგულებს არ ჩუქნის?
ნინო – თქვენ რა გამოგასწორებთ.
ეკუსი - (მხრებს აიჩეჩავს) მე რა შუაში ვარ. (ნინო გაუღიმებს) სხვა რა ხდება ახალი, სად მოძრაობთ.
ნინო - არსად გავდივართ, მარტო შოთა პაპას ვნახულობთ
ეკუსი - როგორ არის
ნინო - მაგრა დაბერდა, უჭირს სიარული
ეკუსი - ესე იგი ძირითადად სახლში ზიხარ (ნინო თავის დაკვრით ეთანხმება) ჩემებს რამ შეაძულათ სახლი, ვერ გამიგია.
ნინო - სულ გარე - გარე დადიან?
ეკუსი - სადაც უნდათ იარონ, მაგრამ სახლში გასაკეთებელი გარეთ რატომ უნდა გააკეთო
ნინო - არაფერი დაუშალო, როგორც უნდათ ისე იარონ
ეკუსი - ხომ იცი არასდროს არაფერი დამიშლია, უბრალოდ მართლა ვერ გამიგია. ორთავეს მშვენიერი სახლი აქვს, მაინც დამაინც ტირიფის ქვეშ რატომ აიჩქარეს გული (ღრმად ჩაისუნთქავს) არ მესმის.
ნინო - (საყვედურის ტონით) რას ამბობ გოგო ბავშვებზე (ღიმილით) ძველებურად ისევ გაწუხებენ, კუდრაჭა აზრები.
ეკუსი - აბა რა ვიფიქრო (დაღონებული ტონით) სულ ტირის პატარა.
ნინო - როგორა გყავთ? (ბოდიშების ტონით) ვერა და ვერ გამოვაღწიე რომ გნახოთ.
ეკუსი - მაგას შემოვევლე (ხელებს იწყობს მკერდზე თითქოს პატარას იხუტებს) ჩემი ჰაერია, უმაგისოდ მოვკვდები.
ნინო - თქვენ გაქვთ თუ?
ეკუსი - (აწყვეტინებს) მამამისს ჩემ ინფაქტს. (ნინოს გაეღიმება) შენ გეღიმება აბა მე მკითხე. თავიდან შენც იცი, დედას მეძახდა (გამოკვეთილად) ქუჩაშიც. ცხრაჯერ ვუთხარი: ჩემო გენაცვალე შვილი არ მეძახის დედას. ბავშვმაც რამდენჯერ უთხრა: დედას, დედას მე არ ვეძახი, შენ რა აიჩემეო.
ნინო - ზრდილი ახალგაზრდაა, არა მგონია გასაბრაზებლად გეძახდეს.
ეკუსი - ზუსტადაც, ეკას არ შემიძლია ვერ დაგიძახებო. ქალბატონ ეკაზე დავზავდით ბოლოს.
ნინო - ზავი კარგია.
ეკუსი - (ხელებს შლის) რად გინდა. პაწაწკუნტელას დაბადება რომ მახსენდება ეხლაც მაკანკალებს.
ნინო - თხლად რომ გაცვია, მაგის ბრალია.
ეკუსი - (სერიოზული ტონით) გოგო, გათენებულიც არ იყო მაღვიძებს ყვირილი: ქალბატონო ეკა, ქალბატონო ეკა. მეცხრე სართულზე რომ გაგეღვიძება, წარმოგიდგენია რამხელა ხმაზე ყვიროდა?
ნინო - (ოდნავ სევდანარევი ხმით) ეჰ, შვილის დაბადება ისეთი სიხარულია,
მეცხრე კი არა, მწვერვალზე გააგონებ.
ეკუსი – ჩემო გენაცვალე, 2 დღე უკვე სამშობიაროში იწვა და ყოველ წუთს მოველოდი, მაგრამ ველოდებოდი ზარს ტელეფონზე ან კარებზე. მთელი კორპუსის გაღვიძებას არ ველოდი. კიდევ კარგი დედა, დედას, არ იძახის მეთქი. გადავხედე გახარებულმა პირველი შვილიშვილია. ვინ გაცალა გახარება?! “ბებო გახდი ბებო” რომ დაიყვირა, მეგონა გული გამისკდებოდა. (ნინო იცინის) ადრინდელი დედას ძახილი ტკბილ მოგონებად მიქცია.
ნინო - (მხიარული ტონით) აღარა თქვა დევიზე არაფერი, ჩემი კაცი თუ არ დათვრა არ ურევს.შენ ფხიზელი გოგოშკობ, რომ და ლიო ალბათ სოსკით ივლი. (იცინის)
ეკუსი - დამალევინებ თუ არა ყავას? (ნინო ასხავს, პატარა მაგიდაზე. ეკუსი აიღებს მოსვავს) ეხლა თქვენზე მომიყევი?
ნინო - ვართ ძველებურად, ცოტა სმას მოუმატა. არაფერს მეუბნება, მაგრამ მგონია ბავშვი რომ არ გვყავს განიცდის, როგორც მე.
ეკუსი - ეგ რა შუაშია, ბევრი ვიცი იმდენი შვილი ყავთ ლამის გინესის რეკორდებში შევიდნენ, მაგრამ სულ მთვრალები დადიან.
ნინო - ეგ მეორე უკიდურესობაა.
ეკუსი - ეხლავე თუ არ მიხედე, მერე ვეღარ მოერევი მაგის ლოთობას.
ნინო - (ნახევრად დაცინვით) როგორ უნდა მივხედო ეგეც გეცოდინება.
ეკუსი - დიახაც. დაემუქრე გაგშორდები - თქო.
ნინო - გაგიჟდი გოგო, მართლა რომ წავიდეს?
ეკუსი - წამსვლელი აქამდე წავიდოდა.
ნინო - არ მომწონს ეგ იდეა. რაღაცით აკრობატს მაგონებს შეიძლება თოკი გაწყდეს და ისე დავეხეთქო ვერავინ მიშველოს.
ეკუსი - დახეთქება კი არა თქვენი კარგად ყოფნა მინდა.
ნინო - (მოფერებით) ვიცი, ჩემო გენაცვალე. (ისმის დევიკოს გაბრაზებული ხმა)
დევიკო - ყავას რატომ ალევინებ? (ორივე ქალი დაიძაბება. შემოდის დევიკო ღიმილით) ეკუსი შენ ხარ? მეზობლის ბავშვი მეგონე გოგო.
ეკუსი - (დგება მისასალმებლად. რეპერების ტონით) ჩემი ძმა, ჩემი დევიკო, როგორ ხარ? (გადაეხვევიან ერთმანეთს. ეკუსი არ ჩერდება) ჩემი გიმნაზისტი, ბიჭი მეხი!
ნინო - (ბავშვივით გახარებული უყურებს) შეხვდით ორი გიჟი ერთმანეთს (იცინის) კარგით, კარგით ნუ დააკვდით ერთმანეთს. დაჯექით ვივახშმოთ. (იწყებს სუფრის გაშლას)
ყურადღება გადადის სცენის მარჯვენა მხარეს, ჩანს მოხუცი დივანში ტელევიზორთან, ძაღლი, სამი ახალგაზრდა კაცი ტაბლასთან დაბალ სკამებზე - სხედან ქეიფობენ. ერთი იღებს ჭიქას გაიხედავს მოხუცისკენ:




იხილეთ გაგრძელება ....

0
79
2-ს მოსწონს
ავტორი:გია პავლიაშვილი
გია პავლიაშვილი
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0