x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
ამ მასწავლებელმა ერთადერთი რამ გააკეთა და ყველაზე რთული მოსწავლეებიც კი დააინტერესა

image
სტივენ რიცი, უბრალო მასწავლებელი ბრინსკიდან, არაფრით განსხვავდებოდა თავისი კოლეგებისგან მანამ, სანამ მის ცხოვრებაში საშინელი ტრაგედია არ მოხდა - მან შვილი დაკარგა.

მწუხარებამ სტივენი ვერ მოტეხა, თუმცა აიძულა სრულიად შეეცვალა თავისი ცხოვრება. სტივენი შეეცადა გარიდებოდა საშინელ ტკივილს და კონცენტრირება მოეხდინა სხვა ბავშვების დახმარებაზე.
image

მან მუშაობა დაიწყო სკოლაში, რომელშიც ატესტატს მოსწავლეების მხოლოდ 17% იღებად. დანარჩენები, რაც ასაკი ემატებოდათ, სულ უფრო იშვიათად დადიოდნენ სკოლაში. სასწავლო წლის ბოლოს კი, გამოცდებსაც ვერ აბარებდნენ.

ბრონსკი საკმაოდ ღარიბი რაიონია და არც სკოლა იყო გამონაკლისი. სიღარიბესთან ერთად აქ სისასტიკე და შიმშილი მეფობდა. ნიშანდობლივია უკვე ის ფაქტიც, რომ მოსწავლეთა 99%-ს უფასო სადილი სჭირდებოდა.



ამგვარი პრობლემური რაიონების მცხოვრებლებს ელემენტარულად არ ჰყოფნით ფული საკვებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ სწორ კვებაზე. ძირითადად ისინი იაფ პროდუქტს, ნახევარფაბრიკატებსა და ფასტფუდს მოიხმარენ. გარდა თვალშისაცემი ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა, ამგვარი კვება ბავშვის ფსიქიკაზეც ცუდად მოქმედებს. წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობდით თავს, თუ იმაშიც კი არ იქნებოდით დარწმუნებული, საერთოდ შეჭამთ დღეს საჭმელს თუ არა?

და აი, სტივენს შესანიშნავი აზრი მოუვიდა. იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც მასწავლებელმა საჩუქრად მიიღო ნარცისების ბოლქვებით სავსე ყუთი. ბავშვებს რომ არ გაეფუჭებინათ და ერთმანეთისთვის სროლა არ დაეწყოთ, სტივენმა ყუთი გამათბობლის უკან გადაინახა. გარკვეული დროის შემდეგ ნარცისები აყვავდა, რამაც ბავშვების აღფრთოვანება გამოიწვია. სწორედ იმ მომენტში მოუვიდა სტივენს საინტერესო აზრი: თუკი ბავშვები ასე დააინტერესა ყვავილების აყვავების პროცესმა, შეიძლება სხვა მცენარეების საკუთარი ხელით მოყვანის პროცესშიც სიამოვნებით ჩაერთონ.
image

ასე ჩაეყარა საფუძველი საქველმოქმედო ორგანიზაციას GreenBronxMachine. იგი ასწავლის ბავშვებს სწორ კვებას, აძლევს საშუალებას დაეუფლონ მებოსტნეობას. რაც მთავარია, ბავშვებს შეუძლიათ მიღებული მოსავალი სახლებში წაღონ და ოჯახის წევრებს გაუნაწილონ.
image

ამ ორგანიზაციის წყალობით, არა მხოლოდ ნიუ-იორკის, არამედ ბევრი სხვა ქალაქის
სკოლებშიც აშენებენ ბოსტნებს, სათბურებს და ხეხილის ბაღებს. ამას გარდა, ამგვარი ინიციატივა მოზარდებისთვის დამატებით სამუშაო ადგილებსაც ქმნის. რაც შეეხება სტივენ რიცის ისტორიას, მის კლასში მოსწავლეთა მოსწრება საგრძნობლად 40%-დან 93%-მდე გაიზარდა. გამოცდები კი ყველა მოსწავლემ წარმატებით ჩააბარა.






0
519
10-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
519
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0