x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ ჩააცვა ბაღის აღმზრდელმა ბიჭუნას ფეხსაცმელი - სახალისო ამბავი, რომელიც თან დაგაფიქრებთ
image

საბავშვო ბაღში აღმზრდელი ეხმარება ბიჭუნას ფეხსაცმლის ჩაცმაში...


დახმარება პატარამ თავად სთხოვა - საქმე მართლაც რთული იყო: ყელიანი "ბათინკები" ეცვა, ფეხი გაიჭედა და ვეღარც წინ მიდიოდა, ვეღარც უკან...


როცა აღმზრდელმა, დიდი წვალების შემდეგ, როგორც იქნა მეორე ბათინკიც ჩააცვა და შუბლზე ოფლი მოიწმინდა, პატარამ ისეთი რამ უთხრა, საწყალმა ქალმა ცრემლები ძლივს შეიკავა:



- არასწორად მაცვია!..


არადა მართალი იყო - მარჯვენა ფეხსაცმელი მარცხენაზე იყო ჩაცმული, მარცხენა კი - მარჯვენაზე...


"ბათინკების" გახდა ჩაცმაზე უარესი იყო...


აღმზრდელი თავს ძლივეს იკავებდა, როცა მარჯვენა ფეხსაცმელს ახლა უკვე მარჯვენა ფეხზე აცმევდა.


და უცბად ბიჭუნა აცხადებს:


- ეს ჩემი "ბათინკები" არ არის!


აღმზრდელმა სიმწრისგან ენაზე იკბინა, რათა ბავშვისთვის არ ეყვირა: "ადრე რატომ არ მითხარი???!!!" და ისევ შეუდგა, ძლივძლივობით, საშინელი ფეხსაცმელების გახდას. ბოლოს, როცა როგორც იქნა დაასრულა, ბავშვმა თქვა:


- ჩემი ძმის ბათინკებია. დაუპატარავდა და დედიკომ მე ჩამაცვა.


აღმზრდელს უკვე ვეღარ გაეგო ეცინა თუ ეტირა. უკანასკნელი ძალა და ნებისყოფა მოიკრიბა, ტანჯვა-წვალებით ისევ ჩააცვა ფეხსაცმელი და შეეკითხა:


- შენი ხელთათმანები სადღაა?


- ბათინკებში ჩავტენე...


P.S. სასამართლო პროცესი აღმზრდელის საქმეზე მომავალ კვირაში დაიწყება...



ასევე დაგაინტერესებთ:

1."დედიკო და მამიკო ცხენობანას თამაშობდნენ..." რა დაინახა ბავშვმა - ამბავი, რომელიც გაგახალისებთ

2. ერთსიტყვიანი წერილი, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა - რა უთხრეს ქალიშვილებმა დედას.

3. "ჩაი ხომ დალიე, ახლა მაჩვენე...უკანალი" - რა შეემთხვა სოფელში ახალგაზრდა მასწავლებელს

4. რა არ უნდა ვუთხრათ ბავშვებს? - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!

5. თანამედროვე დედის წერილი შვილს - აი, რა სჭირდებათ დღევანდელ ბავშვებს!


6. პირველკლასელის მოსწრებული პასუხები მასწავლებლის "ჩამჭრელ" შეკითხვებზე - სახალისო ამბავი







10
3658
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
3658
  
2017, 26 ივლისი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 25 ნოემბერი, 18:34
მარტო მე ვერ მივმხვდარვარ
2016, 25 ნოემბერი, 16:27
წარმოვიდგინე და აღმზრდელის მხარეს ვარ. :)
2016, 25 ნოემბერი, 14:19
:)
2016, 25 ნოემბერი, 14:03
არ ვიცი, მე ვთარგმნე. პ.ს არა მგონია ნამდვილი იყოს, ხუმრობაა ალბათ. დანარჩენი კი რატომაც არა :)
2016, 25 ნოემბერი, 13:59
:))) ეს ნამდვილი ამბავია?
2016, 25 ნოემბერი, 13:58
:)) მერე კიდე იტყვიან აღმზრდელის ბრალი იყოო :)))
2016, 25 ნოემბერი, 13:58
ვეღარ მოითმინა და მიტყიპა :)
2016, 25 ნოემბერი, 13:56
ძაან მაგარია, ბევრი ვიცინე. საწყალი ქალი დაანერვოზა და ბავშვსაც მოხვდა :)))

უმაგრესი სტატიაა...
2016, 25 ნოემბერი, 13:27
პ.ს - ვერ მივხვდი რატომრაც, რა შუაშია ნათ სასამართლო?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10