x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ანტუან დე სენტ–ეკზიუპერის "პატარა უფლისწული", მეგრულად თარგმნამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

image ანტუან დე სენტ–ეკზიუპერის ცნობილი ნაწარმოების "პატარა უფლისწული", მეგრულად თარგმნამ საზოგადოებაში სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება გამოიწვია, ზოგიერთმა მოიწონა, ზოგიერთმა ირონიულად "ჩაიხითხითა": რა სისულელეა, რას "ბოდიალობენ" თავადაც არ იციანო.
საბედნიეროდ გამოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც აღნიშნული მიიღეს იმავე რაკურსით როგორი რაკურსითაც თარგმნა თარგმანის ავტორმა "პატარა უფლისწული", მან სცადა ამ სახით შეეხსენებინა საზოგადოებისათვის, რომ მეგრული ენა საჭიროებს სახელმწიფოსაგან მფარველობას, რათა არ გაქრეს.
სადღეისოდ სამეგრელოში სუფთა მეგრულით მაქსიმუმ ოცამდე ადამიანმა შესძლოს საუბარი, სამეგრელო ისევე როგორც დანარჩენი საქართველოს კუთხეები, მშობლიურ ენად ქართულ ენას თვლის და ეს აქსიომაა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ მეგრული ენის დაცვა, სვანურ ენასთან ერთად მგონი დანაშაული არ უნდა იყოს და არც ისაა ჩემი აზრით დანაშაული მეგრულად ნათარგმნი წიგნები თუ დაიბეჭდა ქართულ სტამბებში, დიახ ქართულში. ჩვენ არ გვინდა და არ მივიღებთ ქვეყნის გარედან ვიღაცის მიერ შემოგდებულ პროვოკაციას, მეგრული და სვანური ენები დისკრიმინაციაში მყოფ ენებად მივიჩნიოთ და ამით "კეთილისმსურველების" წისქვილზე დავასხათ წყალი.
ვერასოდეს საქართველოს მტერი და მოშურნე ვერ ეღირსება სამეგრელოში სეპარატისტულ გამოვლინებებს, სამეგრელო იყო, არის და იქნება ერთიანი ქართული ციტადელის შემადგენელი ნაწილი.
აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს კოლეგას–ბატონ ლიცის, სწორი, ადამიანური და თბილი დამოკიდებულებისათვის სამეგრელოს მიმართ.



ბევრი აღშფოთებული და შეშფოთებული კომენტარი წავიკითხე, ვიღაცა "ზეპატრიოტმა" სეპარატიზმიც ახსენა, ვიღაცამ უკბილოდ იხუმრა, ცინიზმიც იყო.
სამეგრელოში წლების განმავლობაში ვმუშაობდი, მაგრამ არსად, არასოდეს მიგრძვნია სეპარატისტული განწყობა, უფრო მეტიც, მეგრელი კაცი ზოგადქართული შეგნებით გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ერთად აღებული საქართველოს ყველა კუთხის შვილი.
ნუ ვუყურებთ მეგრელ კაცს ალმაცერად, ნუ შეგვაქვს ეჭვი მის ჭეშმარიტ ქართველობაში, ორგულობაში ნუ ვდებთ ბრალს, ნუ ვაიძულებთ დღენიადაგ ამ ეჭვს ებრძოლოს, თორემ ერთხელაც იქნება შემოგვიტრიალდება და გვეტყვის, არ ვარ ქართველი, მეგრელი ვარ, თქვენი დედაცო.
რაც შეეხება თარგმანს. მეგრულს (ისევე, როგორც სვანურს) დღეს აქვთ პატუა-ენის ( შინ სახმარი ენის) ფუნქცია და თუ ჩვენგან ამ ენებს ხელშეწყობა არ ექნებათ, თუ რამენაირად არ გავააქტიურეთ, მაშინ თანდათანობით გადაგვარდებიან და დაკარგავენ ენის მნიშვნელობას. ეს კი, ჩემი აზრით, არცერთი ქართველის ინტერესში არ უნდა შედიოდეს, რადგან მეგრული და სვანური ენები ჩვენი სიმდიდრეა, დიდი სიმდიდრე!

შუბითიძე ლიცი2015 წლის 26 ივლისი







6
168
15-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
168
  
2016, 31 ოქტომბერი, 20:17
ეგ ვერაა სრულ ჭკუაზე და მას სამეგრელოში ჰა და ჰა 2–3 თანამზრახველი თუ მოეძებნება.
2016, 31 ოქტომბერი, 19:45
სვანური, მეგრული, ლაზური არის ჩვენი საგანძური და ამის გაქრობა დაუშვებელია... სხვა არის ღვინჯილიან მსგავსი ინდივიდები, რომლებიც სამეგრელოს დამოუკიდებლობას ითხოვენ...
2016, 15 ოქტომბერი, 21:24
მარგალ-ფართი გვინდა ბევრი...
2016, 15 ოქტომბერი, 16:18
საჭიროა მეგრულიც და სვანურიც, ის ვინც საკუთარ ენას დაივიწყებს განწირულია გადაშენებისათვის...
მეგრულის და სვანურისაგან ქართულ ენას და მით უფრო სახელმწიფოს, ნუ რაც გვაქვ ამჟამად–არაფერი არ ემუქრება. ამ ენებს კი გაქრობა ემუქრება...
2016, 15 ოქტომბერი, 15:18
ჩქიმ ჭკიდიშა კინ ისვინე,
სკან სანწალე აჯიკა...შეიძლება არაფერშია საჭირო მეგრული მაგრამ ვფიქრობ სმენით მაინც ესმოდეთ უნდა..დამერწმუნეთ არ ტეხავს მეგრულის ცოდნა...
0 1 6