x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
როდის ვისწავლით ქართველები, ჩვენი შვილების კარგი მომავლისათვის დაღუპული გმირების პატივისცემას

image აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებმა, ათასობით გულანთებული ქართველი და საქართველოს მოქალაქე შეიწირა.
დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოსახლეობაც, საერთო ჯამში კი 300 000 ადამიანი იქცა ეთნოწმენდის გამო დევნილად.
ბრძოლებისას ბევრი ქართველი მებრძოლი დაიკარგა უგზოუკვლოდ, ბაბუშერას აეროპორტში ბაბუშერას აკვატორიიდან კატარღიდან გაშვებულმა სითბურმა რაკეტამ ქართული თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომელსაც მებრძოლები, საბრძოლო მასალა და პროდუქტი ჩაჰქონდა სოხუმში.
ვინაიდან სხვა საშუალება არ იყო დამწვარი მებრძოლები იქვე ღია მინდორზე გათხრილ საძმო საფლავში ჩაასვენეს პოლიეთილენში გახვეულები.
ეს მცირე შესავალი იმისათვის გავაკეთე, რომ მკითხველს თუნდაც მცირედი წარმოდგენა შექმნოდა ამ ადამიანებზე, ვინც ყველაზე ძვირფასი რამ, რაც კი გააჩნდათ–საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს.
და როცა ახლახან აფხაზეთიდან გადმოსვენებული დაკარგული მებრძოლების მოძიება, გადმოსვენება და იდენტიფიცირება მოხდა ქართულმა მედიამ გაკვრით, ორიოდე სიტყვით ახსენა ეს გმირები.
იმ დღეს კი როცა ეს მებრძოლები სამების ტაძარში დაასვენეს, ინის ნაცვლად ქართულ საზოგადოებას პატივი მიეგო ქვეყნის სასიქადულო შვილებისათვის, ქართული არხები დაკავებული იყო თურქული თუ ინდური სერიალების ჩვენებით. ჯაჯანიძის, ჟორჟოლიანის თუ ასათიანის გადაცემებით.
აუცილებლად უნდა გაეცა პრეზიდენტს, როგორც ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს ბრძანება ეროვნული დროშების დასაშვებად.
მე ბაბუასეული მეწამული ეროვნული დროშა გამოვიტანე და დაბალ სიმაღლეზე მივამაგრე ამ გმირებისადმი პატივისცემის ნიშნად.
დროა ქართველებო თქვენი შვილების ნათელი მომავლისათვის დაღუპული და ცოცხალი ვეტერანების პატივისცემა ვისწავლოთ.

2
26
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
26
  
2018, 28 აპრილი, 22:30
მართალი ხარ მაკა, სტატიის ნახვებიც მოწმობს ამას.
ამათთვის ვიბრძოდით ან მე ან მამა!?
2018, 28 აპრილი, 21:49
საკუთარი თავის პატივისცემა დავკარგეთ, გუჯა და დაღუპულებს ვინღა მიაგებს პატივს, არაფერი აღარ უნდა გაგიკვირდეს.
0 1 2