x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ევროპის ყველაზე თვალწარმტაცი ციხესიმაგრეები!
ჩვენს მორიგ სტატიაში ვისაუბრებთ ევროპის ყველაზე თვალწარმტაც 13

ციხესიმაგრეზე. სანამ სტატიის მთავარ თემაზე გადავიდოდე, მინდა ცოტა რამ

მოგითხროთ ციხე სიმაგრეების შესახებ:


ციხესიმაგრე არის ისეთი შენობა, რომელსაც აქვს როგორც საცხოვრებელი, ასევე


სამხედრო ფუქციებიც. ციხესიმაგრეების უმეტესობა დღემდე შემორჩენილია და

ითვლება ისტორიულ ნეგებობდად(ძეგლად). ციხესიმაგრეებს ჰქონდათ გარშემორტყმული გალავანი მტრებისგან დასაცავად. ციხესიმაგრეების დაპყრობა ხდებოდა მიწებზე ძალაუფლების მოპოვების მიზნით. ციხესიმაგრის დაპყრობა ხდებოდა ორი გზით: ალყის შემორტყმა და იქ გაჩერება სანამ თავდამცველ მხარეს საკვები არ გამოელეეოდა და არ დანებდებოდა (ეს თვეები გრძელდებოდა) ან შიგნით შეღწევა და დაცვის განადგურება. თუმცა საკმაოდ ბევრ ციხესიმაგრეს ალყა არასოდეს გადაუტანია. ზოგჯერ ციხე კოშკის გარშემო წყლის ზღუდე იყო, რომ მტრები არ შეღწეულიყვნენ ციხესიმაგრეში, ციხესიმაგრეებს ჰქონდათ გარე ეზო, სადაც მდებარეობდა საჯიბნოები, სახელოსნოები და სხვა, ციხესიმაგრის ცენტრი — შიდა ეზო კი მოიცავდა დარბაზს, სამლოცველოს და სამზარეულოს ფეოდალისთვის.


მოდი გავეცნოთ ევროპის საუკეთესო ციხე სიმაგრეებს!


1. ბრანის ციხესიმაგრე - რუმინეთი

image


ციხესიმაგრე აგრეთვე რუმინეთის ეკონომიკის წყაროა. ყოველწლიურად ათასობით

ტურისტი სტუმრობს ბრანის ციხესიმაგრეს, სადაც ლეგენდარული კონტ დრაკულა

ცხოვრობდა. ციხელისმაგრე გარშემორტყმულია უღრან ტყით, მდებარეობს

ტრასილვანიაში და აშენებულია შუა საუკუნეების პერიოდში!




2. ეილინ დონანის ციხესიმაგრე - შოტლანდია

image


ეილინ დონანის ციხესიმაგრე არის ის ადგილი, სადაც შოტლანდიაში სუმრობისას

აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ. პატარა კუნძულზე მდებარე ციხესიმაგრეზე

ფოტოსურათის გადასაღებად ტურისტებს ხანდისხან რიგის დაკავებაც უწევთ.

უკანასკნელად XX- საუკუნეში მაკ-რაის საგვარეულომ მოახდინა ციხესიმაგრის

რესტავრაცია. მსოფლიოდ ცნობილი ფილმი - "მამაცი გული" ამ ციხე სიმაგრეზეა

გადაღებული. ციხე სიმაგრესთან მიმავალ გზას, ქვის ხიდი წარმოდგენს, რომელსაც

ზემოთ მოცემულ ფოტოში კარგად დაინახავთ!




3. ალკაზარ დე სეგოვია - ესპანეთი

image


ალკაზარ დე სეგოვია აშენებულია შუა საუკუნებიის პერიოდში. ციხესიმაგრე

კასტილიის მეფეების უპირველეს არჩევანს წარმოდგენდა. თუ დაგებადათ შეკითახვა-

"რატომ?", მაშინ ეწვიეთ ციხესიმაგრეს და თავად დარწმუნდებით! ესპანეთში სულ

რამოდენიმე ციხე სიმაგრეა, მაგრამ ყოველი მათგანი გამოირჩევა საინტერესო

ისტორიული დანიშნულებით!




4. ხილონის შატო - შვეიცარია

image


ხილონის შატო მდებარეობს ლემანის ულამაზეს ტბაზე. ციხესიმაგრე ბრინჯაოს

ხანის პერიოდისაა. ათი თაობის განმავლობაში ციხესიმაგრეზე სამეფო ოჯახი

ცხოვრობდა. ციხესიმაგრიდან უახლოეს ქალაქამდე მანძილი 3 კილომეტრია.




5. ნოიშვანშტაინის სასახლე - გერმანია

image


სასახლე მდებაროებს გერმანიის ქალაქ მიუნხენში. ცნობილია, როგორც მსოფლიოს

ერთ-ერთი საუკეთესო სასახლე(ციხესიამგრე). აშენებული ყველაზე გიჟი მეფის,

ლუდვინგ II-ის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ციხესიმაგრე შუა საუკუნებიის

პერიოდისას გავს, აშენებულია XIX საუკუნეში. გერმანიაში მას "ახალი გედის ქვას"

ეძახიან. Disney-ის ანიმაციურ ფილმების სასახლე, ზუსტად ნოიშვანშტაინის

სასახლიდან არის შთაგონებული.




6. ტრაკაის ციხესიმაგრე - ლიტვა

image


ძალიან შთამბეჭდავი სანახაობაა წყალზე აგებული ციხესიმაგრე. ამის ცოცხალი

მაგალითია ლიტვის ქალაქ ტრაკაიში მდებარე, ამავე სახელწოდების ციხესიმაგრე.

XV საუკუნეში აშენებულ ციხესიმაგრეზე უკანასკნელი რესტავრაცია, გასული

საუკუნის მიწურულს განხორციელდა.




7. ეგესკოვის შატო - დანია

image


ეგესკოვის შატო, რენესანსის პერიოდიდან მოყოლებული ყველაზე კარგად

შენახული ციხესიამგრეა. შატო შიგნიდანაც და გარედანაც საკმაოდ თვალწარმტაცია.

აშენებულია ერთ-ერთი პატარა ტბის სანაპიროზე, ყოველწლირად, მსოფლიო

მასშტაბით ათასობით მნახველი ჰყავს!




8. კასტილიო დე ბელმონტი - ესპანეთი

image


ესპანეთი ციხესიმაგრეების დეფიციტს განიცდის, თუმცა რაც არის საუკეთესოა

მსოფლიოში. ერთ-ერთი მათგანი კასტილიო დე ბელმონტია, რომელიც მდებარეობს

ქალაქ ბელმონტის გარეუბანში, სან კრისტობალის გორაკზე. ციხესიმაგრე აშენებულია

XV- საუკუნეში, დღემდე არანაირი რესტავრაცია არ ჰქონია, რადგან VI საუკუნის

განმავლობაში საუკეთესო მდგომარეობას ინარჩუნებს!




9. ბოდიამის ციხესიმაგრე - ინგლისი

image


ეს არის ისეტი ციხესიმაგრე, სადაც ყოველთვის წააწყდებით ნიანგებს. ბოდიამი

ერთ-ერთი უძლიერესი ციხესიმაგრე იყო ინგლისში. ციხე ოთხკუთხეთი და სადაა.

1926 წელს ლორდ კურზონის ბრძანებით ციხის რესტავრაცია განხორციელდა და

მას შემდეგ იგი სახელმწიფო საკუთრებაა.







იმედია მოგეწონებათ!


სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



0
426
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
426
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0