x
image
Lerato
Mediator image
თქვენს ირგვლივ ყველას გრიპი ან სურდო აქვს და არ გინდათ გადაგედოთ? მაშინ მიიღეთ ეს მარტივად მოსამზადებელი იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალება

სიცივეების დადგომასთან ერთად ჩვენს ირგვლივ თითქმის ყველა სურდოთი ავადდება. ასე ძალიან არ გვინდა რომ გადაგვედოს! ამ შემთხვევაში ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: ვირუსი რომ არ შეგეყაროთ, საკმარისია საკუთარ თავზე იზრუნოთ და იმუნიტეტი გაიძლიეროთ! ამისთვის კი საჭიროა მოამზადოთ ეს საოცარი მიქსტურა ნატურალური პროდუქტებისგან, რომელიც ერთდროულად სასარგებლოცაა და გემრიელიც.


კოჭას, ლიმონისა და თაფლის რეგულარული მოხმარება არა თუ დაგიცავთ ვირუსული ინფექციებისგან, არამედ მთლიანობაში ორგანიზმის იმუნიტეტს გააძლიერებს. ეს ბუნებრივი წამალი ცხოვრებისეულ ტონუსს ამაღლებს, ხელს უწყობს გონებრივი და ფიზიკური სამუშაოს შესრულების პროცესს. წარმოუდგენელია, მაგრამ ასევე კარგია წონის დასაკლებად. ერთი სიტყვით, ჯანმრთელობის ელექსირია!


image


საჭირო ინგრედიენტები:


ჯანჯაფილის ფესვი (კოჭა) – 120 გრ.

საშუალო ზომის ლიმონი – 4 ც,


თაფლი – 150 მლ.


მომზადების წესი:


გაასუფთავეთ ჯანჯაფილი კანისგან, შემდეგ კი გახეხეთ. მიღებული მასა თასში გადაიღეთ. ლიმონი გაფცქვენით, დაჭერით კუბიკებად და ჯანჯაფილთან ერთად მოათავსეთ.

image


ორივე პროდუქტი ერთად დააბლენდერეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველაფერი თანაბრად შეერიოს ერთმანეთს.


image


შემდეგ ჩაასხით თაფლი. შეგიძლიათ რეცეპტში მითითებულ ოდენობაზე ცოტა მეტიც კი დაუმატოთ, ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.


image


კარგად აურიეთ, მიღებული მასა გადმოიღეთ ქილაში და შეინახეთ მაცივარში. მიქსტურა მზადაა!

image


ამ ნატურალური წამლის მიღება შეგიძლიათ დღეში ერთხელ 1 ს.კ. შედეგი მალევე შესამჩნევი იქნება. ის არსებითად გააძლიერებს თქვენს ჯანმრთელობას და ძალას მოგცემთ ებრძოლოთ გაციებასა და სხვადასხვა სახის ვირუსულ ინფექციებს. ასევე, შეგიძლიათ ჩაიშიც დაამატოთ – ის უფრო არომატული გახდება.

5
7602
15-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
7602
  
2016, 18 ოქტომბერი, 12:50
წონა რამდენიც არ უნდა მივირთვა მუდამ ერთ დონეზეა.
ვსინჯე დილით და რა ვიცი ჯერ ცოცხალი ვარ :)
რჩევისათვის მადლობა....
2016, 18 ოქტომბერი, 10:49
პეჩენიები სცადეთ, ძალიან გეmრიელია. ჯენჯეფილიანი წყალიც სასარგებლოა, და ისე ზგადად ჯენჯეფილი ჭარბ წონასაც ეmტერება
2016, 17 ოქტომბერი, 22:28
სოფელშიც გვაქვს სახლი და დიდი ეზო და იქ ღორებს ვუყრიდით, მთელი უბნის ღორები დახოცა აფრიკული ღორის ჭირმა და ჩვენს ღორებს არც კი შეხებია.
ეტყობა მართლა სასარგებლო პროდუქტია და ვცდი ხვალვე.
2016, 17 ოქტომბერი, 22:21
ძალიან სასარგებლო პროდუქტია, მეც აუცილებლად ვცდი. ისე როგორც ჩაის გახეხილ ჯანჯაფილს ვაყენებ და ვსვამ შაქრის გარეშე ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. საოცრად პოზიტიური გავლენა აქვს ორგანიზმზე, ყველას ვურჩევ!
2016, 17 ოქტომბერი, 13:12
საინტერესოა, სოფელში ჯანჯაფილი უხვად მაქვს და ვცდი.
0 1 5