x
image
Lerato
რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად ერთი თვის მანძილზე ჯანჯაფილს მიიღებთ
image


ჯანჯაფილი (კოჭა) პოპულარულ ინგრედიენტს წარმოადგენს ინდურ და აზიურ სამზარეულოში, მისი სამკურნალო თვისებების შესახებ კი ასწლეულებია ცნობილი და იყენებენ კიდევაც. ჯანჯაფილს ორგანიზმისთვის მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლია, მათ შორის – ტკივილის შემსუბუქება, საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესება, გულის რევის შეგრძნების გაქრობა.


ყველაზე მეტად გამოიყენებენ მის ფესვს, რამდენადაც მდიდარია სასარგებლო თვისებებით და მისი მიღება შესაძლებელია უმად, როგორც ხმელი სუნელი ან ფხვნილის, წვენისა და ზეთის სახით.


8 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივიღოთ ჯანჯაფილი რეგულარულად:

ამსუბუქებს ტკივილს


კვლევების თანახმად, რომელიც ჯორჯიის უნივერსიტეტში ჩატარდა, ყოველდღიურად ჯანჯაფილის გამოყენება 25%-ით ამსუბუქებს ტკივილს კუნთებში. ამასთან, ამ საოცარ მცენარეს შეუძლია მენსტრუალური ციკლის დროს ტკივილის მოხსნა.


ამცირებს ქოლესტერინის დონეს


კიდევ ერთმა კვლევამ, რომელიც 45 დღის მანძილზე გრძელდებოდა და 85 პაციენტი იღებდა მონაწილეობას ქოლესტერინის მაღალი შემცველობით, აჩვენა რომ 3 გრ. ჯანჯაფილის ფხვნილის მიღება ყოველდღიურად, სისხლში ქოლესტერინის დონეს საგრძნობლად ამცირებს. ამას გარდა, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ის ასევე ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.


აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას

შეიცავს ფენოლის ნაერთებს, რომელიც ხსნის გაღიზიანებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ამასთან, ხელს უწყობს ლორწოსა და ნარვლის წვენის გამომუშავებას და ამ გზით ეხმარება საკვებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გავლაში. კვლევამ, სადაც 24 ჯანმრთელი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, აჩვენა რომ ჭამამდე 1, 2 გრ. ჯანჯაფილის ფხვნილის მიღება აჩქარებს საკვებისგან კუჭის დაცლას და ამით 50%-ით ამცირებს მის გაღიზიანებას.


ებრძვის ანთებით პროცესებს


ოსტეოპოროზი (osteo - ძვალი და poros – ნახვრეტი, ფორი) ძვლების დაავადებაა რომლისთვისაც დამახასიათებელია ძვლის სიმკვრივისა და მასის შემცირება, რაც თავის მხრივ არა მხოლოდ ტკივილს იწვევს სახსრებში, არამედ ზრდის ხერხემლის, მაჯის, ბარძაყის ძვლის ყელის, მცირე მენჯისა და მხრის სარტყლის ძვლების მოტეხილობის რისკს. უახლესმა კვლევებმა, რომელშიც მუხლის ოსტეოართროზით დაავადებული 247 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, ცხადყო რომ ის პაციენტები, რომლებიც ჯანჯაფილს მიირთმევდნენ ყოველდღიურად, ნაკლებად იღებდნენ წამლებს, მათი ტკივილები კი საგრძნობლად მცირდებოდა.


აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას

სიბერის პროცესს მნიშვნელოვანად აჩქარებს ქრონიკული დაავადებები და ოქსიდაციური სტრესი, რომელსაც მივყავართ მრავალრიცხოვან კოგნიტურ დისფუნქციამდე, როგორიცაა ალცჰეიმერის დაავადება.

ჯანჯაფილი შეიცავს ანტიოქსიდანტებს და ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს, რომელიც ფლობს ძლიერ ანთების საწინააღმდეგო თვისებებს. ერთი-ერთი ექსპერიმენტის თანახმად, რომელიც საშუალო ასაკის 60 ქალბატონზე ჩაატარეს, დადასტურდა რომ ჯანჯაფილის ექსტრაქტი აუმჯობესებს მეხსიერებასა და რეაქციის დროს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ხელს უწყობს ტვინის ჯანსაღად ფუნქციონირებას.


ხსნის გულის რევის შეგრძნებას


ჯანჯაფილის ჩაის მიღება წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას გულის რევის წინააღმდეგ. განსაკუთრებით ფეხმძიმობისას, დილის გულის რევისას და ასევე სიმსივნური დაავადებების მკურნალობის პროცესში. 1278 ფეხმძიმეზე ჩატარებული 12 კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, 1.1– 1.5 გრ. ჯანჯაფილი საგრძნობლად ამცირებს გულის რევას.


ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს


სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების გამომწვევ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს. უახლესმა კვლევებმა, რომელშიც მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებული ადამიანები იღებდნენ მონაწილეობას, აჩვენა რომ ყოველდღიურად 2 გრ. ჯანჯაფილის ფხვნილის მიღება ამცირებს შაქრის დონეს სისხლში და შესაბამისად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 10%-ით.


ფლობს სიმსივნური დაავადებების განვითარების პრევენციულ თვისებებს

ჯანჯაფილი შეიცავს ნივთიერებას ჯინჯეროლის (gingerol) სახელით, რომელიც მრავალი კვლევის საგნად იქცა, როგორც სიმსივნური დაავადებების სამკურნალო პოტენციური ალტერნატიური მეთოდი. ერთ-ერთი კვლევის თანახმად ყოველ დღე 2 გრ. ჯანჯაფილის ექსტრაქტის მიღება, მსხვილ ნაწლავში ანთებით პროცესებს ამცირებს.


9
33279
21-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:Lerato
Lerato
33279
  
2019, 24 ივლისი, 12:38
ჯანჯაფილი ფეხმძიმე ქალებისთვის ცოტა მოსარიდებელია,რადგან აჩქარებს მშობიარობას
2018, 27 იანვარი, 17:15
ძალიან მაგარია,ვგიჟდები ჯანჯაფირზე
2016, 20 ოქტომბერი, 17:48
ბაზარში, სუპერმარკეტებში.... დაჭრილი და ფხვნილის სახითაც კი იყიდება, მაგრამ სჯობს თავად გახეხოთ მსხვილ სახეხზე ან წვრილად დაჭრათ.
2016, 20 ოქტომბერი, 17:01
სად შეიძლება ამის შეძენა?
2016, 20 ოქტომბერი, 12:59
"ხსნის გულის რევის შეგრძნებას"–ეს აბზაცი წაიკითხეთ.
2016, 20 ოქტომბერი, 12:42
ორსულისთვის თუ შეიძლება მიღება?და რა სახით?
2016, 19 ოქტომბერი, 22:23
მადლობა
2016, 19 ოქტომბერი, 18:08
მადლობა შეფასებისთვის:) გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად უშაქროდ, ისე აზრი არ აქვს –30 გრამი წვრილად დაქუცმაცებული ჯანჯაფილი ჩავყაროთ თერმოსში და დავასხათ 250მლ ადუღებული წყალი. გავაჩეროთ 30 წუთი და შემდეგ დავლიოთ ჭამის წინ 30 წუთით ადრე.
2016, 19 ოქტომბერი, 17:55
საინტერესოა როგორც ყოველთვის, თან თქვენი რჩევით დილით ჩაის სახით მივიღე და მომეწონა...
0 1 9