x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
გაუპატიურებაში ხელის შეშლის გამო, გოგონას ფულადი ჯარიმა დაეკისრა
სამართალი არის ბუნებით განპირობებული ადამიანთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი ზოგადსავალდებულო ქცევის წესების ერთობლიობა და საზოგადოებრივი ურთიერთობების მოწესრიგების სისტემა, რომელსაც ახასიათებს ნორმატიულობა, ფორომალური განსაზღვრულობა, სისტემურობა და მათი შესრულება სახელმწიფოებრივი ზემოქმედებით არის უზრუნველყოფილი. თავის მხრივ სამართალი დაყოფილია დარგებად და დღეს ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით სხვადასხვა დარგის უსამართლობას ჩვენს ქვეყანაში. თუმცა სამართლის აღდგენა კანონების შესაბამისად ხდება, რომელიც ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. დღევანდელ სტატიაში მინდა გიამბოთ ამბავი, სადაც დანიელ ემიგრანტ გოგონას მაროკოში გადახდა და ფულადი ჯარიმა მხოლოდ იმიტომ დაეკისრა, რომ გაუპატიურების მოტივით თავდამსხმელი მოიგერია.


დანიის ქალაქ Sønderborg -ის მოქალაქე, 17 წლის ემიგრანტი გოგონა Nunn Skovmand -ი მარკოში გაუპატიურებისგან თავის დაცვის მიზნით დააჯარიმეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრში, კერძოდ კი ემიგრანტების ადგილსამყოფელთან ახლოს ქუჩაში მოხდა. ნანს თავს დაესხა ინგლისურ ენაზე მოსაუბრე უცხო მამაკაცი, რომელმაც ის ძირს დააგდო და გაუპატიურების მიზნით ცემა და ტანისამოსი შემოახია. შეშინებული გოგონა არ დაიბნა, ამოიღო გაზის აეროზოლი (გაზის ბალონი), რომელიც თან ჰქონდა და თავდამსხმელს თვალებში შეასხა, რის შემდეგაც ის დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, ნანს კი 500 კრონის, რაც 20 $-ს უდრის, ჯარიმის გადახდა მხოლოდ იმიტომ მოუწევს, რომ ქალაქში არსებული კანონის შესაბამისად გაზის აეროზოლის გამოყენება აკრძალულია.


აი ასეთი სასწაულების მომსწრე შეიძლება გავხდეთ, კარგად ნაცემი არასრულწლოვანი გოგონა გაუპატიურებას გადარჩა, თუმცა სამართალდამცავებთან ჩივილის დროს კი თავად დაჯარიმდა და ორმაგად დაზარალდა.


ინფორმაცია განაცხადა The Daily Mail-იმ ისრაელის მეცხრე არხის ტე-ვე კანალის მიხედვით.



image

1
1269
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1269
  
2016, 10 ოქტომბერი, 20:57
აი ესაა ევროპული "ტოლერანტობის" შედეგი. :(((
0 1 1