x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ნაციონალების აქციაზე 10 ათასამდე ადამიანი იყო - ჯეიკობსის მეთოდი (+ვიდეო)

image5 ოქტომბერს, ნაციონალურმა მოძრაობამ ვარდების მოედანზე აქცია გამართა. პარტიის ლიდერების განცხადებებში მხარდამჭერთა განსხვავებული რაოდენობა სახელდებოდა. მათი განცხადებების თანახმად აქციას თურმე 50-100 ათასი ადამიანი ესწრებოდა.
საინტერესოა რამდენი ადამიანი იმყოფებოდა რეალურად აქციაზე? ამის გასარკვევად აქციის მონაწილეთა დათვლის აპრობირებულ მეთოდს "ჯეიკობსის მეთოდს" მივმართოთ. 5 ოქტომბრის აქციაზე მონაწილეთა სიმჭიდროვე ყველაზე მაღალი ტრიბუნის სიახლოვეს გახლდათ და ის შესაბამისად A კატეგორიას მიეკუთვნებოდა ანუ 1 კვადრატულ მეტრზე 4, 3 ადამიანი მოდიოდა. თუმცა თუ კადრებს დავაკვირდებით ასეთ კატეგორიას მხოლოდ ტრიბუნის სიახლოვეს 10-15 მეტრი რადიუსში არსებული ტერიტორია წარმოადგენდა. ამის შემდეგ, დაახლოებით 15-20 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე სახეზე გვაქვს B კატეგორია ანუ 1 კვადრატულ მეტრზე 2, 5 ადამიანი. აქციის დანარჩენი განლაგება მეჩხერი გახლდათ და ის C კატეგორიაა ანუ 1 ადამიანი 1 კვადრატულ მეტრზე.
როგორც გაირკვა აქციის მონაწილეთა დაკავებული ტერიტორიის საერთო ფართობი 4000 მ²-ს წარმოადგენდა. კვადრატების პრინციპის და სხვა მეთოდების გარეშეც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქციის მონაწილეთა განლაგება საშუალოდ B კატეგორიას (1მ² =2, 5 ადამიანი) არ აღემატებოდა. ავიღოთ მაქსიმუმი რაც ამ მონაცემებიდან შეგვიძლია გამოვიანგარიშოთ - 4000 x 2, 5 = 10 ათასი. დასკვნა: ნაციონალების აქციას მაქსიმუმ 10 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა .

3
1618
3-ს მოსწონს
ავტორი:The Newsroom
The Newsroom
1618
  
2016, 9 ოქტომბერი, 13:00
გადასარევი მეთოდია. კარგი იქნება სხვა პარტიების აქციაზე მისული ხალხიც ამ მეთოდით დათვალოთ და გაგვაგებინოთ მანდ რამდენი ხალხი იყო მისული.
2016, 8 ოქტომბერი, 9:18
10 000ნაცი და ერთი ანძა
2016, 7 ოქტომბერი, 16:18
აბა ნაცი-ანალებს კითხეთ რამდენი იყვნენ? ვაი მაგათ პატრონს...
0 1 3